მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: საქართველო ნატოს სჭირდება

© NEWSGEORGIA, Александр Имедашвилиთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა იმედი ნატოს სამოქმედო გეგმის (მაპი) მიღების შესახებ ალიანსის სამიტზე, რომელიც 2016 წლის ივლისში ვარშავაში გაიმართება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ნატოს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ეს ალიანსი, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავსტრიულ გამოცემა Kurier-თან.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა იმედი ნატოს სამოქმედო გეგმის (მაპი) მიღების შესახებ ალიანსის სამიტზე, რომელიც 2016 წლის ივლისში ვარშავაში გაიმართება.

„ჩვენთვის მაპის მიღება ნატოს გააძლიერებს. ნატოს ჩვენ, როგორც რუსეთისთვის პოლიტიკური სიგნალი უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ის. თუ ჩვენ მაპს არ მივიღებთ, ეს საქართველოსთვის აღსასრული არა, მაგრამ ტრაგედია  იქნება“, —განაცხადა ხიდაშელმა.

დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, აღნიშნა მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ ქართულმა მხარემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 


ყველა ახალი ამბავი
0