მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი ივნისში მოეწერება

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ოპოზიციაში გადასულმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თანამებრძოლები, კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერის განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველო საფრანგეთთან ივნისის ბოლომდე მოაწერს ხელს საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებას, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ხუთშაბათს. 

„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შეთანხმებაზე და მას ხელი ივნისის ბოლომდე მოეწერება. შეთანხმების სამართლებრივ და ფინანსურ მხარეებზე მუშაობა ჩემი წინამორბედის, მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო, რომელიც ჩვენ განვაგრძეთ… ყველაფერი დეტალურად უნდა გაიწეროს და ამისათვის დიდი დრო დაგვჭირდება“, — აღნიშნა ხიდაშელმა. 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმებაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა ჯანელიძის და  არა ალასანიას მინისტრობის დროს. 

„შეთანხმება შეთანხმებად იქცა მინდია ჯანელიძის დროს. იქამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული, შეთანხმებად კი მოგვიანებით იქცა. ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობდით შეთანხმებაზე, რათა დაგვესრულებინა პროცესი… ეს ჩვეულებრივი კომერციული შეთანხმებაა, რომელშიც მრავალი ნიუანსია“, — განაცხადა ხიდაშელმა. 

მანამდე ოპოზიციაში გადასულმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თანამებრძოლები, კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერის განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთში მინისტრის რანგში ვიზიტისას, პრემიერის სურვილის საწინააღმდეგოდ, მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელსაც საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერა უნდა მოჰყოლოდა, რაც არ მოხდა. მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გაჩენილი შესაძლებლობების წყალობით, საქართველოს შეეძლო სრულად გაეკონტროლებინა საკუთარი საჰაერო სივრცე. 

მოგვიანებით მინდია ჯანელიძემ, რომელიც ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ჩაუდგა თავდაცვის სამინისტროს სათავეში, განაცხადა, რომ „არაფერი არ ჩაშლილა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0