მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფიშერი: საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს უახლოვდება

© facebook.com/Margvelashviliმარგველაშვილი
მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განაცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისით.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი (Heinz Fischer) დარწმინებულია, რომ რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს მიუახლოვდება. ამის შესახებ მან თბილისში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ორშაბათს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „მე განვიხილავ დისკუსიურ პროცესს, როგორც საქართველოს მიახლოებას ვიზების ლიბერალიზაციასთან. რიგი საკითხების გადახედვისა და გადამოწმების შემდეგ, დაინიშნება კონკრეტული ვადა, რომლის შემდგომაც ამოქმედდება უვიზო რეჟიმი“, — განაცხადა ფიშერმა.

 ამასთან ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

 როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური  ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დაგეგმილი სამიტის მსვლელობისას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხი წინ წაიწევს და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0