მარგველაშვილი

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ავსტრია ზაფხულში მოახდენს

13
(განახლებულია 15:44 19.05.2015)
თბილისში მყოფმა ავსტრიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ავსტრია საქართველოს ევრიკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ავსტრიის პრეზიდენტმა ხაინც ფიშერმა (Heinz Fischer) პირობა დადო, რომ  მიმდინარე წლის ზაფხულში, ავსტრია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს. ამის შესახებ მან თბილისში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ორშაბათს, 18 მაისს   გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „ავსტრია უახლოეს თვეებში, ზაფხულში მოახდენს  შეთანხმების რატიფიკაციას და შეუერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, ვინც ეს უკვე მოახდინა“, — განაცხადა ფიშერმა. 

 საქართველოსა და ევრიკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიკაცია 18 ივლისს მოახდინა, ხოლო ევროპარლამენტმა 18 დეკემბერს. შეთანხმების ძალაში შესასვლელად, აუცილებელია დოკუმენტის რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ.

 ამ დროისათვის საქართველოსა და ევრიკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს შემდეგმა ქვეყნებმა: სლოვენია, კვიპროსი, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, მალტა, სლოვაკეთი, შვეცია, უნგრეთი, ესტონეთი, დანია, ხორვატია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია.


13
თემაზე
ფიშერი: ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება არც ერთი მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული
მარგველაშვილი: საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში რუსეთის ინტერესებშია
საქართველო და ავსტრია თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს