მარგველაშვილი: საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში რუსეთის ინტერესებშია

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, ევროპისაკენ სწრაფვა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც ამ დასკვნამდე მივა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ღრმა ინტეგრაცია ევროპაში როგორც სტაბილური პარტნიორის გარანტია, რუსეთის ინტერესებშია — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველოს ღრმა ინტეგრაცია ევროპაში რუსეთის ინტერესებშია. პირველ რიგში იმის გამო, რომ სტაბილური, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო დიდი ევროპული ინვესტიციებით, უფრო საინტერესოა რუსეთისათვის“, —განაცხადა მარგველაშვილმა თბილისში.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპისაკენ სწრაფვა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც ამ დასკვნამდე მივა.

„მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ძლიერი საქართველო არის ძლიერი მეზობელი… რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი“, —განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0