ქართული არმია

ქართველი სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წვრთნებში მონაწილეობდნენ

2
ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობების შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მომზადების მაღალ დონეს ინარჩუნებს.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების  IV  მექანიზირებული ბრიგადის 43 –ე  ბატალიონის ასეული „ჩარლი“ მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიურ სწავლებებში.

„ტაქტიკური  სწავლებები  სამხედრო  ბაზის  უსაფრთხოების  სხვადასხვა  სექტორებში განხორციელდება.  43–ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობას  სწავლება საცეცხლე მომზადებაშიც  ჩაუტარდა.  ქართული  ქვედანაყოფისა  და ბაგრამის  საავიაციო  ბაზის ხელმძღვანელობების  შეფასებით,  პირადი  შემადგენლობა  საბრძოლო  მომზადების  მაღალ დონეს  ინარჩუნებს“, –  იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

სამხედრო სწავლება  რამდენიმე კომპონენტისგან  შედგებოდა.  ქართველმა  ჯარისკაცებმა  დახვეწეს შიდა პატრულირების ჯგუფების მოქმედება, პოზიციების გამყარების სხვადასხვა მეთოდები და თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ევაკუაციის პროცედურები. ქართველი  სამხედროები  სტანდარტული  საოპერაციო  პროცედურების თანახმად მოქმედებდნენ.

 

საქართველოს  შეიარაღებული ძალების  IV  მექანიზირებული  ბრიგადის  43–ე ბატალიონი  „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support)  მისიას ბაგრამის  საავიაციო  ბაზაზე ასრულებს, რომლის მთავარი ამოცანა  ბაზის  უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

2