მარგველაშვილი: NDI–ის კვლევის შედეგებზე უნდა დავფიქრდეთ

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI – ­ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 31%­ – სთვის და 41%­ – სთვის – მიუღებელი.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა ერთი მესამედი  საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, სერიოზული სიგნალია ქვეყანაში არსებული პროდასავლური ძალებისთვის, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, 12 მაისს.

 

NDI – ­ის  მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 31%­ – სთვის და  41%­ – სთვის – მიუღებელი.

 

„ვფიქრობ, კარგად დაფიქრება გვმართებს  შედეგებზე. 31 პროცენტი − ეს სერიოზული სიგნალია ყველა იმ  პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელთათვისაც დასავლური არჩევანი (ევროკავშირი, ნატო) სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მათ უნდა შეძლონ კონსოლიდაცია ამ იდეის პოპულარიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა  ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა მარგველაშვილმა.

 

ამასთან, გამოკითხულთა 68 %­სთვის მისაღები აღმოჩნდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, 16 %­ – სთვის კი  მიუღებელი.

 სწრაფვა  ნატო–სკენ მისაღებია 65 %­ – სთვის და მიუღებელია 20 %­ – სთვის.

 

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის  27 მარტიდან 19 აპრილის  პერიოდში ჩატარდა.  კვლევის ფარგლებში 4 360 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება  2,3%–ს შეადგენს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0