მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბერუჩაშვილი: რუსეთმა საქართველოში ძალები მოსინჯა

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპას რომ რუსეთის ქმედებაზე საქართველოში მკაცრი რეაქცია ჰქონოდა, უკრაინაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.

თბილისი, 12 მაისი –Sputnik. გერმანულ გამოცემა  "Die Welt" – თან ინტერვიუში ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოში მოსინჯა  რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა.

 

 „2008 წელს რუსეთმა შეძლო დაუსჯელი დარჩენილიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ.  ევროკავშირი დაგვეხმარა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ რუსეთის ქმედებებს სანქციები არ მოჰყოლია. რამდენიმე თვეში ევროპა კვლავ დაუბრუნდა რუსეთთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს. რუსეთმა საქართველოში მოსინჯა, რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა, და როცა იგი არავინ შეაჩერა, სვლა განაგრძო“, − ავრცელებს სტატიიდან ამონარიდს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

 

საქართველოს მთავარი დიპლომატის თქმით, ევროპას რომ რუსეთის ქმედებაზე საქართველოში მკაცრი რეაქცია ჰქონოდა, უკრაინაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.  

 

 

საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოსკოვის ქმედების საპასუხოდ, თბილისმა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

ყველა ახალი ამბავი
0