американская армия

სტოლტენბერგი: ქართულ–ამერიკული წვრთნები ზრდის შეიარაღებული ძალების თავსებადობას

10
ქართულ–ამერიკული ერთობლივი წვრთნები არის იმ არსებითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ეხმარება საქართველოს გახდეს ალიანსის წევრი.

თბილისი, 12 მაისი − Sputnik. ქართულ–ამერიკული წვრთნები მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფუნქციონალური თავსებადობის გაზრდისთვის, განაცხადა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში 11 მაისის საღამოს.

ორშაბათს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლებების „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner 2015) გახსნის ოფიციალური ცერემონია. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

 „მნიშვნელოვანია სამხედრო  ზალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ავღანეთში. ასე რომ წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვაბი ხდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ქართულ–ამერიკული  ერთობლივი  წვრთნები არის იმ  არსებითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ეხმარება საქართველოს გახდეს ალიანსის წევრი.  მოცემული  „არსებითი პაკეტი“  2014 წლის 4–5  სექტემბერს  უელსში გამართულ ნატო–ს სამიტზე დამტკიცდა. იგი ითვალისწინებს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას,  სადაც ალიანსისა და ნატო–ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

 „წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ–ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია და ახლა ცვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდი როლს შეასრულებს საქართველოსა და ნატო–ს შორის თანამშრომლობაში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ქართულ–ამერიკული სწავლებების  მიზანია ქართული ასეულის ნატო–ს  სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები ხელს შეუწყობს ქართული და ამერიკული ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდასა და ქვეყნებს შორის  სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

10