მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იენს სტოლტენბერგი – საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო–ს

© facebook.com/GaribashviliOfficialამერიკული არმია
ამერიკული არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ნატო–ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.

ილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო–ს, მაგრამ აუცილებელია დაწყებული დემოკრატიული  რეფორმების გაგრძელება, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში  11 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 „ ჩვენ მივესალმებით იმ ამბიციურ გეგმებს, რაც ამ წელს გამოაცხადეთ. მოგიწოდებთ უფრო მეტად გააღრმაოთ თქვენი დემოკრატიული რეფორმები, რაც მოიცავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას.  ბატონო პრეზიდენტო, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო–ს. ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას ამ გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, საქართველო ნატო–ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და  დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.

 „ ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ. ნატო მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს მისი თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად მოდერნიზებასა და განმტკიცებაში. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მისწრაფებას გახდეთ ნატო–ს  წევრი. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით საქართველო–ნატო–ს არსებითი პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ეს ინიციატივა კარგად ხორციელდება“, –  განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო–ს  უელსის სამიტზე, რომელიც 2014 წლის 4–5 სექტემბერს გაიმართა, დამტკიცებული  იქნა „არსებითი პაკეტი“, რომელიც ხელს შეუწყობს  საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას. "არსებითი – პაკეტი"  ითვალისწინებს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას, სადაც  მომზადებას გაივლიან ალიანსის  და ნატო–ს მოკავშირე წევრი ქვეყნების  სამხედრო მოსამსახურეები.

საქართველო–ნატო–ს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა ნატო – ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP — Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე.  2004 წლის  „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ   ნატო–საქართველოს თანამშრომლობა  უფრო ინტენსიური გახდა.  2008 წლის ბუქარესტის  ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე დამტკიცდა, რომ  ალიანსის სტანდარტების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინას მომავალში შეუძლიათ გახდნენ ნატო–ს წევრები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0