ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, პოლიტიკურ ურთიერთობების კუთხით

© пресс-служба Георгия МаргвелашвилиАлександр Лукашенко
Александр Лукашенко - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

თბილისი, 23 აპრ — SPUTNIK. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, პოლიტიკურ ურთიერთობების კუთხით, კმაყოფიელბით სურს აღნიშნოს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან, იქნება ეს ეუთო-ს თუ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი. ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებების და სწრაფვების განხორციელება. თუ ჩვენი მთავრობები ეფექტურად ითანამშრომლებენ და ჩვენი შეთანხმებების რეალიზება მოხდება, ბელარუსის კონტრიბუცია ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება არ მხოლოდ მეგობრებისთვის, არამედ ჩვენი ძმებისთვის. ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში. ჩვენ, ბელარუსებს კარგად გვახსოვს ამის შესახებ", —განაცხადა ლუკაშენკომ. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს კოოპერატივების განვითარებაში დახმარების და ბელარუსის გამოცდილების გაზიარების პირობაც მისცა. 

ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ერს სტუმართმოყვარეობისთვის და კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ კარგ განწყობას ბელარუსები ყოველთვის სიკეთით პასუხობენ. 

"თქვენ ამას აუცილებლად იგრძნობთ მომავალში", —განაცხადა ლუკაშენკომ.

ყველა ახალი ამბავი
0