მწერალი ხალიდ ჰოსეინი

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...

1729
(განახლებულია 08:59 23.07.2021)
კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ... კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ავღანური წარმოშობის ამერიკელ მწერალს ხალიდ ჰოსეინის (Khaled Hosseini). ის 1965 წელს დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ მისმა ოჯახმა თავშესაფარი აშშ-ში მიიღო.

წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>

ჰოსეინი პროფესიით ექიმია, დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში. ის აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაეროს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.

მისი სახელი ცნობილი გახდა რომანის „ფრანით მორბენალი" (The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007". ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ასევე გამოქვეყნებულია მისი ნაწარმოებები: „ათასი მოელვარე მზე" (A Thousand Splendid Suns) და „მთებმა მთებს უთხრეს" (And the Mountains Echoed).

ხალიდ ჰოსეინი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

• თურმე, წარსულს ვერ გაექცევი, არ გიშვებს, კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს, მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.

სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია...>>

• იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.

• ღმერთი თუ სადმეა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ექნება, ვიდრე იმის გარკვევა, ვისკის ვსვამ თუ ღორის ხორცს ვჭამ.

• ეს ომია, ომმა არ იცის სირცხვილი…

— უთხარი, რომ ცდება. ომი არ უარყოფს წესიერებას, პირიქით, მოითხოვს და იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე მშვიდობა.

• ზოგჯერ რამდენიმე დღეს, ან, თუნდაც, ერთ დღეს მთლიანად შეუძლია ცხოვრების შეცვლა.

• ტკივილის გაყუჩება შეიძლება, რეპუტაციის აღდგენა – არა.

• ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი რამ, რაზეც საჭირო არ არის ლაპარაკი.

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

• მეშინიაო, მითხრა. რატომ–მეთქი, ვკითხე და ასე მიპასუხა: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო.

• დაივიწყე ყველაფერი, უფრო იოლი იქნება… ცხოვრების გაგრძელება. შენი მოგონებებიდან აღარაფერია გადარჩენილი. დავიწყება კარგი გამოსავალია…

• ნამდვილი მონანიება ის არის სწორედ, დანაშაული სიკეთის გზაზე რომ დაგაყენებს.

• ცხოვრება გრძელდება, ამბობენ ავღანეთში. არც დაწყებას გეკითხება ვინმე, არც დასასრულს, არც კვანძის გახსნას და არც კულმინაციას. უბრალოდ, მიდის, ქუჩების მტვრიანი ქარავანივით წინ მიიზლაზნება.

1729
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (78)
ძიგორო კანო

ვინც ძიუდოს კარგ მასწავლებელთან შეისწავლის, ის დააფასებს თავის სამშობლოს

49
(განახლებულია 20:28 30.07.2021)
მნიშვნელობა არა აქვს, იქნები თუ არა ვინმეზე უკეთესი, მნიშვნელოვანია, იქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინ...

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ძიგორო კანოს გამონათქვამებს.

ძიგორო კანო (1860-1938) – საბრძოლო ხელოვნების იაპონელი ოსტატი, ძიუდოს შემქმნელი, კოდოკანის სკოლის დამაარსებელი.

ძიუდოს კოდოკანს სამი მიზანი აქვს: ფიზიკური აღზრდა, ორთაბრძოლისთვის მომზადება და ცნობიერების სრულყოფა.

ვფიქრობ, რომ ვინც ძიუდოს კარგ მასწავლებელთან შეისწავლის, ის დააფასებს თავის სამშობლოს, მის საქმეებსა და ნივთებს, ამაღლდება სულიერად და აღზრდის საკუთარ თავში მამაც, ქმედით ხასიათს.

ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთიანი, ყოვლისმომცველი პრინციპი, რომელიც მთელ სფეროს მართავს. და ეს პრინციპია სულიერი და ფიზიკური ენერგიის ოპტიმალური, უფრო ეფექტური გამოყენება, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევაზეა მიმართული.

შეუფარდე შენი შესაძლებლობები მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს.

იცოდე, სად უნდა გაჩერდე.

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

გამარჯვებულს თავში ნუ აგივარდება; დამარცხებული არ მოიდრიკო; ბედნიერებისას არ დაკარგო სიფრთხილე; საშიშ ვითარებაში არ შეგეშინდეს და არჩეული გზით წინსვლა განაგრძე. 

მნიშვნელობა არა აქვს, იქნები თუ არა ვინმეზე უკეთესი. მნიშვნელოვანია, იქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინ.

თუ გინდათ ნამდვილად ჩაწვდეთ ძიუდოს არსს, დააკვირდით ქალს, რომელიც ვარჯიშობს.

მოიფიქრე დეტალურად, იმოქმედე მტკიცედ.

თუ შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექი.

ძირითადი პრინციპი, საფუძველი, რომელიც ძიუდოს მთელ ტექნიკას მიმართავს, არის სხეულისა და სულის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების პრინციპი. მაგრამ მასში უფრო მეტი რამ იმალება.

ერთი კეთილისმყოფელის სწავლას მრავალზე შეუძლია ზემოქმედება. ის, რაც კარგად აითვისა ერთმა თაობამ, ასობით თაობას გადაეცემა.

თუ ადამიანის შრომა საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურება, ამ ადამიანის ცხოვრება ამაოა.
ნებისმიერ წამოწყებაში ინიციატივა შენს ხელში აიღე.

სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია>>

ყურადღებით დააკვირდი საკუთარ თავს და ყოველდღიური ყოფის გარემოებებს, ყურადღებით დააკვირდი სხვა ადამიანებს. ყურადღებით დააკვირდი ყველას ირგვლივ.

იცოდე ზომიერება.

შუალედი დაიცავი სიხარულსა და დათრგუნულობას, თვითგვემასა და სიზარმაცეს, უგუნურ ყოყოჩობასა და საცოდავ სიმხდალეს შორის.

ძიუდო (ძიუ — „რბილი", დო — „გზა") იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, მოდერნიზებული ჯიუ-ჯიცუ. ძიგორო კანომ ჯიუ-ჯიცუდან და სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტური ილეთები, დახვეწა თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა. 1882 წელს კანომ გახსნა სპეციალიზებული, ძიუდოს შემსწავლელი სკოლა — კოდოკანი. და სწორედ ეს წელი ითვლება ძიუდოს დაბადების დღედ.

ძიგორო კანომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მისი ოჯახი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად. ის უცხო ენებს კარგად ითვისებდა და 15 წლიდან ტოკიოს უცხო ენათა სკოლაში დაიწყო სიარული. 1877 წელს კანომ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს.

წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>

ძიგორო კანო სიჭაბუკეში ძალზე სუსტი იყო ფიზიკურად, არ გამოირჩეოდა კარგი აღნაგობით, რაც ხშირად თანატოლების მხრიდან მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდებოდა. კანომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო განვითარება და 17 წლისამ ჯიუ-ჯიცუს ათვისება დაიწყო, რომელიც იმ დროს იაპონიაში იყო გავრცელებული.

ძიგორო კანო
ძიგორო კანო

ძიუდოს ახალი ხელოვნება გავრცელდა მას შემდეგ, რაც კანოს მოსწავლეებმა 1885-1888 წლებში შეჯიბრებებში გაიმარჯვეს ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებზე. ასეთი გამარჯვების წყალობით ძიუდო სწრაფად გახდა პოპულარული.

1907 წელს ძიუდოს სწავლება იაპონიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაინერგა, ხოლო შემდეგ გავრცელდა პოლიციასა და ჯარში.

კანო ძალზე მკაცრი მასწავლებელი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინას. მეორე მხრივ, ის სწავლის საფასურს მხოლოდ ბრინჯითა და ჩაით იღებდა. ის ხშირად თავად უკერავდა თავის მოსწავლეებს სავარჯიშო ტანსაცმელს.

1909 წელს კანო, როგორც იაპონიის ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1911 წელს მან დააფუძნა იაპონიის სპორტული ასოციაცია და იმავე წელს მის პრეზიდენტად აირჩიეს.

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

ძიგორო კანო გარდაიცვალა 1938 წელს ფილტვების ანთებით.

მისი გარდაცვალების შემდეგ ძიუდოს გავრცელების საქმეს მისი ვაჟი რისეი კანო ჩაუდგა სათავეში.

49
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (78)
ჯორჯ ბერნარდ შოუ

„თქვი სიმართლე“ ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში

120
(განახლებულია 19:30 26.07.2021)
ვინ ცვლის სამყაროს და ქმნის ისტორიას, რომელია ყველაზე სასაცილო ხუმრობა მთელ მსოფლიოში, ვინ არის იდეალური ქმარი...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდენთ ჯორჯ ბერნარდ შოუს (George Bernard Shaw 1856-1950) ირლანდიელ დრამატურგს, სცენარისტსა და მწერალს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დამაარსებელს, ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში და ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის" მფლობელს საუკეთესო სცენარისთვის.

ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს>>

მის კალამს ეკუთვნის ისეთი პიესები, როგორიცაა „კეისარი და კლეოპატრა", „ადამიანი და ზეადამიანი", „ეშმაკის მოციქულები", „ქვრივი კაცების სახლები" და სხვ. შოუს ყველაზე პოპულარული და ცნობილი პიესაა „პიგმალიონი".

• ვფიქრობდი, რომ მეგობრებს კარგავენ კამათის დროს, ისინი კი ქრებიან საქმეებში, ფულსა და დროში

• როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს — ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში

• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!

• თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა

• ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. ის, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს

ბერნარდ შოუ
© photo: Sputnik / РИА Новости
ბერნარდ შოუ

• თუ იწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მათთვის, ვინც გიყვართ, მაშინ დაამთავრებთ იმათი სიძულვილით, ვისთვისაც თავი მსხვერპლად შესწირეთ

• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება — ის საკუთარი თავის შექმნაა

• ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას

• ცეკვა — ეს ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატულებაა

• ლაპარაკი ისწავლე — ე.ი. გაიზარდე, დუმილი ისწავლე — ე.ი. დაჭკვიანდი

• ადამიანი აგურივითაა — რაც უფრო დიდხანს იწვება, მით უფრო მყარდება

• ადამიანებს, რომლებსაც მხიარულება შეუძლიათ, ფული არა აქვთ, ხოლო ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, მხიარულება არ შეუძლიათ

უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე>>

• თუ შეგიძლია მარტოობის ატანა და მისგან სიამოვნების მიღება — დიდი ნიჭია

• იდეალური ქმარი — ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ იდეალური ცოლი ჰყავს

• ბიოგრაფიის კითხვისას გახსოვდეთ, რომ სიმართლე არასდროს ვარგა გამოქვეყნებისათვის

• არ გვაქვს ბედნიერების გამოყენების უფლება, თუ არ ვქმნით მას

• თუ ჩემი მეზობელი თავის ცოლს ყოველდღეს სცემს, მე კი — არასდროს, სტატისტიკის მიხედვით, ორივე ვცემთ ცოლს დღეგამოშვებით

• ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ

• გიყვარდეთ მამაკაცები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი სიყვარული, თუნდაც არასდროს აღიარონ ეს. ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა. და ნამდვილად უყვარდა

სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...>>

• გაზეთი — ესაა ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ველოსიპედიდან ჩამოვარდნასა და ცივილიზაციის დაღუპვას შორის

• სამყარო შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ფული და არ იმუშაონ, და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ და არ გამდიდრდნენ

• თუ ოდესმე, ბედნიერების ძიებაში, მას იპოვით, თქვენ სათვალის მძებნელ მოხუცს ჰგავხართ და აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება ყოველთვის ცხვირწინ გედოთ

• თუ ჩემი არყოფნა თქვენს ცხოვრებაში არაფერს ცვლის, მაშინ ჩემს ყოფნას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს

• ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა — სხვებს ასწავლის

• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია — იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის

• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.

120
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (78)
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0