სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი ბენეფიციარებთან ერთად
სოფი მეიშვილი ბენეფიციარებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
იმის დასტურად, რომ ჩვენში სიკეთეს მხოლოდ ერთჯერადი აქციის სახე არ აქვს, დროდადრო „კეთილი ამბების ქრონიკაში“ ვწერთ მათზე, ვინც სიკეთის სახელით მოქმედებს და ცხოვრობს.

გაცნობთ როგორც ცალკეული პიროვნების მიერ გაწეულ ქველმოქმედებას, ასევე რომელიმე ორგანიზაცის ან ფონდის საქმიანობას. 

დღეს ფონდის „სიცოცხლე სიკეთისთვის“ საქველმოქმედო საქმიანობას მივუბრუნდებით და ვესაუბრებით მის დამაარსებელს სოფი მეიშვილს, რომელიც გამორჩეულ შემთხვევებს გაიხსენებს.

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი
სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
სოფი მეიშვილი

- სოფი, დასაწყისში შევახსენოთ მკითხველებს, როდის და რა მიზნით დაარსდა ფონდი „სიცოცხლე სიკეთისთვის“?

- შეიძლება ნათქვამი ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ადამიანების დახმარება ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. ბავშვობაში არ მახსოვს მოწყალების მთხოვნელი ადამიანისთვის გვერდი გულგრილად ამევლოს. მაშინ ქუჩაში ასეთი ცოტა მხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა ბევრია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ცხრა წლის წინ, როცა ახალი წელი დგებოდა, მინდოდა ვისაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მათთვის ეს დღე გამელამაზებინა. Facebook-ის ჩემს გვერდზე სტატუსი დავწერე და მეგობრების ჯგუფიც მაშინვე შემომიერთდა. google-ში ჩავწერე მოხუცებულთა თავშესაფარი და დავრეკე პირველივე ნომერზე, რომელიც ამოვარდა. რადგან ასეთ ზეიმზე ძირითადად ბავშვებს ახარებენ ხოლმე, მე მოხუცების გახარება გადავწყვიტე. მიზანს მივაღწიეთ და მაშინ ბევრი ბედნიერი მოხუცი ვნახეთ. ამის მერე რამდენჯერაც დავწერე გვერდზე ახალი აქტივობის შესახებ, იმდენჯერ ახალი ადამიანები შემომიერთდნენ...

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი
სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
სოფი მეიშვილი

- ფონდის სახელით როდის დაიწყეთ აქტივობები?

- როცა ამ ამბავში უკვე მეგობრების მეგობრებიც ჩაერთვნენ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. თავიდან ხუთი ადამიანი გავერთიანდით, აქედან ერთ-ერთი ჩემი მაშინდელი მეგობარი და ახლა უკვე მეუღლე გახლდათ, და დავარეგისტრირეთ ორგანიზაცია „სიცოცხლე სიკეთისთვის". ბოლო შვიდი წელია, რაც აქტიურად ვართ ამ ამბებით დაკავებული. ასე მგონია, რომ ამის გარეშე ჩემთვის ახალი წელი და აღდგომა არ მოვა. დაარსებიდან დღემდე, ალბათ 70 ოჯახი იქნება, ვისაც დავეხმარეთ.

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი -ერთ-ერთ ღონისძიებაზე
სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
სოფი მეიშვილი -ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- პანდემიის დროს რამდენად ახერხებდით დახმარებას?

- წელს მეშინოდა, რომ ვერ მოვახერხებდით, მაგრამ ჩემი ქალიშვილის კატუნას და მისი მამიკოს დახმარებით შევძელი ორივე პროექტის გაკეთება. ბევრ კეთილ ადამიანს აერთიანებს ეს პროექტი, რომ არა მათი ჩართულობა, არაფერი გამომივა. ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით. სამწუხაროდ, რამდენიმე შემომწირველით და პირადი სახსრებით ბევრი ოჯახის დახმარებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ აქტიურად  ვეხმარებით ათ ოჯახს, საიდანაც შვიდი მრავალშვილიანია.

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი მოხუცებთან სტუმრად
სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
სოფი მეიშვილი მოხუცებთან სტუმრად

- რაიონში რამდენ ოჯახზე მიგიწვდებათ ხელი?

- კახეთში გვყავს ორი ბენეფიციარი. ერთი ოჯახი გურიაშია, ორი შვილი და დედ-მამა. შვილს და მამას ფსიქიკური პრობლემები აქვთ, გიორგის წაყვანა ფსიქიატრთან პირველად ჩვენი დახმარებით მოხერხდა. მე ვთვლი, რომ ეს ბავშვები ჩემი შვილობილები არიან. მათი დედა ძალიან ცუდად არის, მსგავსი მადლიერი და მორიდებული ადამიანი არ მეგულება. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მწერს ხოლმე მოკრძალებულად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე და ჩემი მეუღლის გარდა, ფონდის ანგარიშზე ყოველთვიურად თანხას რამდენიმე მეგობარიც შეძლებისდაგვარად რიცხავს. შეუძლებელია, როცა დედა გწერს თავისი შვიდი თვის ბავშვზე, საკვები არ აქვსო და შენ ამ დროს უპასუხო - ფონდის ანგარიშზე თანხა არ დევსო. ბოლო ერთ კვირაში დავეხმარეთ სამ ოჯახს, რომელსაც პროდუქტები და სარეცხი საშუალებები სჭირდებოდა. კახეთიდან მომწერა ერთმა ქალბატონმა, ბავშვი სკოლაში ვერ დამყავს, ფეხსაცმელი არ  აქვსო. ეს პოსტი დავდე ფონდის გვერდზეც და facebook-ის პირად გვერდზეც და მიხარია, რომ გამოეხმაურნენ...

© photo: courtesy of Sofi Meishvili / FBსოფი მეიშვილი ერთ-ერთი აქტივობის დროს
სიკეთის გადამდები ძალა – „რვა წლის მათემ თავისი ყულაბა გამოიტანა და...“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
სოფი მეიშვილი ერთ-ერთი აქტივობის დროს

- ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი გაიხსენეთ, რაც ფონდის არებობის მანძილზე მოხდა...

- ყველაზე დასამახსოვრებელი და გულისამაჩუყებელია პატარების ჩართულობა ამ საქმიანობაში. როცა ჩემი ახლობლის უსაყვარლესმა რვა წლის მათემ დედიკოსგან გაიგო პატარა ბიჭის ამბავი, რომელსაც ფეხსაცმელი არ ჰქონდა, თავისი ყულაბა გამოიტანა და ფონდის ანგარიშზე გადმორიცხა სრული თანხა, რათა ნიკოლოზს დახმარებოდა... ახალ წელს ერთმა ბიჭუნამ საკუთარი ახალი ველოსიპედი აჩუქა მის ტოლ ბავშვს... საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევები ხშირია, რაც ძალიან მახარებს და გულს მითბობს. სანამ პანდემია დაიწყებოდა, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას და კონცერტს ვმართავდით, შემოსული თანხით ამა თუ იმ ოჯახს ვეხმარებოდით. ჩვენი სლოგანია „სიკეთე გადამდებია" და რაც უფრო მეტ ადამიანს გადაედება ის, ქვეყნად უფრო მეტი ბედნიერი ბავშვი იქნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0