ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი"

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
„არსებობს სამყარო, სადაც ჩამოისვენებ, განმარტოვდები, იფიქრებ, „იმოგზაურებ", იტირებ, იცინებ“ – ამგვარი სამყარო პამტომიმის თეატრის ყოფილმა მსახიობმა უკვე იპოვა – პოეზიის სახით...

სოფიო ღლონტი თავის დროზე თეატრის სცენაზე ამირან შალიკაშვილის დახმარებით აღმოჩნდა. წლების მერე ამ თეატრიდან წამოვიდა, მაგრამ ხელოვნების გზაზე სიარული ისევ გააგრძელა, ამჯერად როგორც პოეტმა. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული, ამჟამად მესამეზე მუშაობს. ამბობს, რომ „გურული, ქარიზმატული ბუნებიდან გამომდინარე“ ვერ გაჩერდება. თანაც, სულ ახლახან ყველაზე მთავარი სტატუსი შეიძინა და ფიქრობს, რომ დედობა მის შემოქმედებით ცხოვრებას ახალი ძალით და სიცოცხლით აავსებს...  

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- ქალბატონო სოფიო, ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი ალბათ გასაკვირი არც არის...

- დიახ, მე გავიზარდე ლოტბარი ბაბუის ნოე ბარბაქაძის ოჯახში, სადაც სცენა და ხელოვნება ჩვეულებრივი ამბავი იყო. შესაბამისად, ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარულიც იქვე გაღვივდა, რაც შემდგომში „ცეცხლად წამეკიდა". ბავშვობიდან ვმღერი და სცენაზე გამოსვლაც არაერთხელ მომიწია.

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- პირველი გამოსვლაც გემახსოვრებათ...

- მახსოვს. მაშინ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ვიყავი და დედულეთში, საჩხერეში ვისვენებდი. კულტურის ცენტრში მანანა თოდაძის კონცერტის დროს მშობლებს დავეკარგე. ატყდა ერთი ფორიაქი. ბოლოს სცენაზე აღმოვჩნდი მანანა თოდაძის ხელებში, სიმღერის „ჩაბნელებულა სცენა" შესრულების დროს...

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- პანტომიმის თეატრის მსახიობს არტისტულობის გარდა ქორეოგრაფიული მონაცემებიც უნდა ჰქონდეს, საიდან და როდის გაგიჩნდათ ამ ხელოვნებისადმი ინტერესი?

- ჟანრი პანტომიმა თავის თავში ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს, ეს სინთეზური ხელოვნებაა. პლასტიკის ენა, რომელიც ჟესტებით და მიმიკით უსიტყვოდ გადმოსცემს სათქმელს და გვიყვება ამბავს. როგორც მაესტრო ამირან შალიკაშვილი იტყოდა: „ეს ხელოვნების ელიტარული დარგია, რომელიც ყველასი არაა". პანტომიმის მსახიობი რომ გახდე, უნდა ცეკვავდე და ფლობდე საკუთარ სხეულს სცენაზე – ეს აუცილებელი პირობაა. მისდამი ინტერესი მუდამ მქონდა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, რადგან კარგად ვიცი, რა კოლოსალურ, თავგანწირულ შრომას მოითხოვს პანტომიმა. თეატრში ჩემ მოხვედრას ფორტუნას დავაბრალებდი...

© photo: courtesy of Sofio Ghlontiპანტომიმების მსახიობებთან ერთად
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
პანტომიმების მსახიობებთან ერთად

- როდის და როგორ ჩაერია ამ ამბავში ფორტუნა?

- როცა მისაღებ გამოცდას ვაბარებდი, ბატონ ამირან შალიკაშვილს შევხვდი. მას ვიზუალურად მოვეწონე და მახსოვს თავის კოლეგებს როგორ უთხრა – ეს ჩემი გოგოა და თეატრში მიმყავსო. ბატონი ამირანი თავის მოწაფეებს ყოველთვის აძლევდა იმის შანსს, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობისას სცენაზე ეთამაშათ. წლის ბოლოს საკურსო სპექტაკლები გვქონდა ხოლმე. ჩემ მიერ ნათამაშევი სპექტაკლებიდან გავიხსენებ ორს, ესენია „კიდევაც დაიზრდებიან" და „კრიმანჭული". როცა თეატრიდან წამოვედი, ბატონი ამირანი ცოტა გამიბრაზდა, მაგრამ მიზეზი რომ ავუხსენი, ისევ დავმეგობრდით. ის ქართველი გენიოსია, რომლის ღვაწლი სიცოცხლეშივე სათანადოდ არ დაფასდა, რაც, სამწუხაროდ, გვჩვევია ქართველებს... სხვათა შორის, ჩემი პირველი წიგნის წარდგენაზე, რომელიც სამების ინტელექტუალურ ცენტრში, მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევით გაიმართა, ბატონი ამირანი როცა მოვიდა, ფილტვების ანთებით იყო ავად.

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- გადავიდეთ პოეზიაზე. ალბათ რასაც ვერბალურად ვერ გადმოსცემდით, იმის თქმის სურვილი ლექსებით გაგიჩნდათ?

- ვერბალურად თუ არავერბალურად ყველაფერი შეგიძლია გადმოსცე და ითამაშო, მაგრამ არსებობს სამყარო, სადაც ჩამოისვენებ, განმარტოვდები, იფიქრებ, „იმოგზაურებ", იტირებ, იცინებ... ის ყველაზე დაფარული და აშკარაა, თან ძალიან ინტიმური – ეს პოეზიის სამყაროა... ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ ჩემი დაწერილის გასაჯაროების სურვილი არასოდეს მქონია. 2012 წელს, დედის დაჟინებული თხოვნით, რომელიც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ჩემი ლექსები ჟურნალ „ცისკარში“ მის რედაქტორთან, ბატონ ბაღათერ არაბულთან მივიტანე. ყველაფერი ამ ჟურნალში ჩემი დებიუტით დაიწყო.

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- ლქსებით გამოხატული თქვენი სათქმელი რამდენმა კრებულმა დაიტია?

- ჩემი ლექსები ხასიათით რელიგიურ-ფილოსოფიურია, ესაა მარადიულ თემებზე ფიქრი და მსჯელობა. ჩემი პირველი კრებული „ზამთარგამოვლილი ბაღი" 2013 წელს დაიბეჭდა, 2019 წელს კი მეორე კრებული – "გოლგოთის ღამე". ახლა ვმუშაობ მესამე კრებულზე, რომლის სახელი იქნება „იქნებ დაბრუნდეს კაცი". მესამე კრებულში მიტოვებული სოფლის თემაა წამოჭრილი, სევდა და იმის იმედი, იქნებ ქართველი კაცი სოფელს დაუბრუნდეს...

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
ჟესტების ენიდან პოეზიამდე – „იქნებ დაბრუნდეს კაცი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სოფიო ღლონტი

- როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება დედობამ?

- ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ამპლუას შევეჭიდე – უკვე შვიდი თვეა ვატარებ ახალ, ყველაზე სათუთ და ღვთაებრივ სტატუსს – დედა. ნინიკომ ღირებულებები გადამაფასებინა, მაგრძნობინა, რომ ვარ ქალი, მისი წყალობით მეტად თავდაჯერებული და ძლიერი გავხდი. სამყარომ მე ის მაჩუქა და ახლა მსურს, რომ ეს სამყარო მას ვაჩუქო.

- ალბათ ეს ახალი სტატუსი თქვენს შემოქმედებასაც ახალი ძალით შეავსებს...

- ხელოვნების მიღმა საკუთარ თავს ვერსად ვხედავ, თუმცა, იყო დედა, ეს ყველაზე დიდი ხელოვნებაა. ჩემი გურული, ქარიზმატული ბუნებიდან გამომდინარე, ალბათ ვერ გავჩერდები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემში სახელოვნებო ენერგია ახალი ძალით იფეთქებს და რამეს „ჩამადენინებს"... „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებსო" - წერია ბიბლიაში, მე კი გეგმებზე ვსაუბრობ და ვნახოთ...

- კარგი იქნება, თუ ამ საუბარს რომელიმე თქვენი ლექსით დავასრულებთ...

- ლექსი მაწვალებს, ქარბუქიან ფიქრებს ამიშლის,

ვიცი, მშფოთვარე ღამეებიც მაფარებს საბანს,

მზე რომ ამოვა, აიტაცებს დედა თავის შვილს

და ცისარტყელა გამოკრთება, როცა პირს დაბანს...

დედა, მიშველე! ლექსი უნდა ამოვთქვა, თორემ

ბობოქრობს სევდა, უშობელი კვდება აზრები,

მდინარე დგება, ხახას იშრობს და ხდება მდორე

და ლაბირინთში უგზო-უკვლოდ დავიარები...

ლექსი მაწვალებს, ვულკანებად ამოვა მგონი,

ვიმშობიარებ ამ ცხრა თვეზე ნამწიფებ ვარამს,

ვიცი, რომ კვლავაც დამიფარავს მაღალი გონი,

ლექსის სიწმინდე ნაცოდვილარ ცხოვრებას ფარავს...

ლექსი მაწვალებს, მას სიმშვიდეც ამოაქვს, შფოთიც,

ვხედავ ბეთჰოვენს ჩამოაწვა თითებზე დაღლა,

ნიკალასა და გალაქტიონს შეარქვეს ლოთი,

მათი სტრიქონი სინანულად დამტირის ახლა...

ლექსმა მომიხმო, ჩამომიჯდა საწოლზე თავად,

იქნებ ლექსია, ან მე გავხდი ძალიან ავად?!.

 

ყველა ახალი ამბავი
0