რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ათენში ჩასულ მაია სააკაძეს, რომელმაც საბერძნეთში ოცნებები აისრულა.

საშუალო სკოლა საქართველოში, ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში დაამთავრა. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მაშინ, ჩვენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში, როდესაც ყველა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ალბათ ხმამაღლა ვერც გაამჟღავნებდა ოცნებას, რომ დიდი ხანია სურდა... მშვილდოსნობას დაუფლებოდა, ოღონდ არა სამოყვარულო დონეზე, არამედ პროფესიონალურად.

უცხოეთში ჩასულმა შეუძლებელი შეძლო – სპორტის ამ სახეობას არა მარტო დაეუფლა, საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა და სხვადასხვა კატეგორიებში 12 მედალიც მოიპოვა. დღეს შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებს როგორც სერტიფიცირებული მსაჯიც. ამის გარდა, ასეთივე სპორტული ჟინით მეორე ოცნებაც აისრულა: გაიხსენა ძველი გატაცება, სამკაულების დამზადება დაიწყო და ათენში საკუთარი მაღაზია გახსნა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, რადგან ამბობს, რომ კიდევ ბევრი ოცნება აქვს ასასრულებელი...

© courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- ქალბატონო მაია, მგონი, დღეს თქვენს ემიგრანტულ ცხოვრებაზე უფრო ბევრი იციან, ვიდრე იმაზე, რაც საქართველოში იყო?

- ნამდვილად ასეა, ჩემს ემიგრაციულ ცხოვრებაზე უფრო მეტი იციან, ვიდრე იმაზე, საქართველოში როგორ ვიყავი. ჩემი ცხოვრება ორ ნაწილადაა გაყოფილი: ემიგრაციამდე და ემიგრაციაში, და ისინი ერთმანეთისგან ყველანაირად განსხვავდება.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- რა იყო საქართველოში, ანუ როგორი იყო თქვენი ემიგრაციამდელი ცხოვრება?

- დავიბადე და გავიზარდე ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში. საუკეთესო ბავშვობა მქონდა, ბედნიერი ვიყავი. ჩემს სოფელში იმ პერიოდში რვაწლიანი სკოლა იყო, ამიტომ საშუალო სკოლა დედაჩემის სოფელ რაჭისუბანში დავამთავრე. ტექნიკური საგნები – ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა ძალიან მიყვარდა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაბარება ამიტომაც გადავწყვიტე. მისაღები გამოცდები ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ ფაკულტეტზე წარმატებით ჩავაბარე.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- ინსტიტუტის მერე პროფესიით თუ იმუშავეთ?

- „პერესტროიკის“ შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მაშინ ახალი დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი. ჩემი პროფესიით ვერსად ვიმუშავე და მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. იმ პერიოდში მასწავლებლების ნაკლებობას განიცდიდნენ, ამიტომ განცხადება შევიტანე და გადამზადების კურსები გავიარე. შემდეგ სკოლაში, რომელიც დავამთავრე, ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. პარალელურად ხელგარჯილობას, მაკრამეს და ქსოვას ვასწავლიდი.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე გამარჯვების პედესტალზე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე გამარჯვების პედესტალზე

- როცა თქვენს ემიგრაციულ ცხოვრებას გავეცანი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უცხოეთში ოცნებების ასახდენად და საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ჩახვედით...

- არა, უცხოეთში საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად ჩამოვედი. საქართველოში მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ფულმა საშინელი ინფლაცია განიცადა, მიმოქცევაში იყო კუპონები, რომელსაც ფასი საერთოდ არ ჰქონდა. ხელფასს ხან გვაძლევდნენ, ხან არა. წამოსვლის წინ ექვსი თვის ნამუშევარი თანხა არც კი ამიღია. იმ პერიოდში ჩემი ბიჭი მცირეწლოვანი იყო, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვანაირად მას ვერ დავაყენებდი გზაზე. საბერძნეთში წამოვედი იმ იმედით, რომ სამ წელიწადში ისევ უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ... ცხოვრებამ სხვა რეალობის წინაშე დამაყენა.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- ოცნებების ასრულების დრო როდის დაიწყო?

- ოცნებების ახდენისა და საკუთარი თავის რეალიზაციის სურვილი თანდათან გამიჩნდა. როცა ფეხზე დავდექი, ბერძნული ენა ვისწავლე, ეკონომიური მდგომარეობა გავიუმჯობესე და სანაცნობო წრე ჩამომიყალიბდა. მაშინ უკვე მიღწეულით აღარ ვიყავი კმაყოფილი და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციის სურვილი გამიჩნდა.

- პირველ რიგში ალბათ ეს შეეხო თქვენს სურვილს, რომ მშვილდოსნობას დაუფლებოდით...

- დიახ, მშვილდოსნობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომლის ასრულება საქართველოში ვერ მოვახერხე სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო. ვარჯიში 33 წლის ასაკში დავიწყე. საერთოდ, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ათი წლიდან მოყოლებული ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ბევრი ვივარჯიშე, სანამ ისარს მიზანში მოვახვედრებდი. ამისთვის კი მთავარია მოთმინება და მონდომება. მე ჩემს დიდ მიზანთან პატარ-პატარა ნაბიჯებით და შეუჩერებლად მივიწევდი. ერთ-ერთ ბერძნულ კლუბში ინტენსიური ვარჯიში დავიწყე.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- ერთ დღესაც საბერძნეთის ჩემპიონი გახდით, როგორ გახსენდებათ ის დღე?

- დღეს შეჯიბრებებზე საბერძნეთის სახელით გამოვდივარ. 2006 წელს საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი ავიღეთ. იმ დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. 2009 წელს ბულგარეთში ავიღე მეორე ადგილი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრში, 70 მეტრზე სროლაში. 2012 წელს კი 70 მ სროლაში პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით ისევ პირველი ადგილი დავიკავე, ამჯერად 18 მეტრზე სროლაში.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე შეჯიბრების დროს
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე შეჯიბრების დროს

- სპორტის გარდა იყო მეორე ოცნებაც, რაც ხელოვნებას უკავშირდება და ისიც აისრულეთ...

- ხელსაქმით პატარაობიდან ვიყავი გატაცებული, ზუსტად არც მახსოვს როდის დავიწყე ქსოვა, რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა. დედას ჩუმად ვუწყვეტავდი მძივებს და მერე თავიდან ვაწყობდი. სამკაულები ძალიან მიყვარდა. მათ დასამზადებლად, ოქროს გარდა, ყველა სახის მასალას ვიყენებ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ აბრეშუმის პარკებისა და ხელსაწმენდი ქაღალდებისგანაც კი ვამზადებ. ძალიან მომწონს სხვადასხვა მასალის შერწყმა. ძირითადად ვიყენებ მელქიორს, თითბერს, სპილენძსა და ვერცხლს.

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე

- საკუთარი გალერეა როდის გახსენით?

- გალერია გავხსენი და ამით ჩემი დიდი ოცნება ავისრულე, მაგრამ გახსნიდან ზუსტად სამ თვეში პანდემია დაიწყო და ამის გამო დაგვკეტეს. წესიერად ვერც ვიმუშავეთ. ახლა ნელ-ნელა ისევ ვიღებ სტარტს და გავხსენი ინტერნეტ-მაღაზია, საიდანაც მსურველები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ სამკაულების და არა მარტო სამკაულების შეძენას. ამ ეტაპზე ის ბერძნულადაა, მაგრამ მალე ქართულ და ინგლისურ ენაზეც იქნება და ჩემი სამკაულების შეძენას მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეძლებენ (ჩემი მაღაზიის ელექტრონული მისამართია: www.maiart.gr).

© photo: courtesy of Maia Saakadzeმაია სააკაძე მოსწავლეებთან ერთად
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მაია სააკაძე მოსწავლეებთან ერთად

- ამ ეტაპზე ალბათ იმავე მიზეზით ვარჯიშსაც ვერ ახერხებთ...

- დიახ, ამ ეტაპზე პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია და ვეღარ ვვარჯიშობ. იმედია, მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჩემს საყვარელ სპორტულ საქმიანობას გავაგრძელებ. სხვათა შორის, მსაჯის სერტიფიკატი უკვე ავიღე და შეჯიბრებებში უკვე როგორც მსაჯი, ისე ვიღებ მონაწილეობას.

- დღეს შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ცხოვრების მთავარ შეჯიბრზე ათიანში გაარტყით?

- ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ათიანში გავარტყი, მაგრამ დღეს კიდევ ბევრი ოცნება და მიზანი მაქვს. ყოველი მიღწეული მიზანი ახლის დასაწყისია. ეს არ არის დასასრული, რადგან როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ჯერ კიდევ ბევრი ისარი მაქვს სასროლი და ათიანში გასარტყმელი...

 

ყველა ახალი ამბავი
0