„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
ნათია აბაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
„როცა თუშეთს ეხება საქმე, სულ ასე ვარ ხოლმე, ბევრს ვლაპარაკობ“, – მომიბოდიშა 26 წლის ნათია აბაიძემ, როცა თავის კუთხეზე ამბებს მიყვებოდა.

თუშეთისადმი მის სიყვარულს სეზონური ხასიათი არასოდეს ჰქონია. მუდმივად „მასთან“ ყოფნა შინაგან მოთხოვნილებად რომ ექცა, ეს მისი „ენით აღუწერელი“ ბებოს დამსახურებაა. პროფესიით დიზაინერია, მაგრამ იქ ამ საქმით არ არის დაკავებული, ფიზიკურად მუშაობს და ოჯახს ეხმარება. მინდა დავიჯერო, რომ მოვა დრო, როცა ასეთ პატრიოტებს ამ კუთხეში რაიმე საპასუხისმგებლო საქმესაც ანდობენ და ისიც უღალატოდ გაუძღვება მას...

ეს ნათია აბაიძის თუშური ცხოვრების ამბავია.

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- ნათია, როგორი იყო თუშეთში გატარებული ბავშვობა?

- ჩვეულებრივი თუში გოგო ვარ, რომელიც თუშეთზე გიჟდება. დავიბადე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ვფიქრობ, საუკეთესოც კი. ახლანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, ჩვენ მათგან განსხვავებულები ვიყავით. თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტის თაობა არ ვართ და მაშინ ყველაფერი ნამდვილი იყო. უბანში იმდენი ბავშვი ვიყავით, რომ ბაღში არც ერთს არ გვივლია, ჩვენი უბანი იყო ერთი საბავშვო ბაღი.

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- თუშეთი რომ შეგიყვარდათ, ვისი დამსახურებაა?

- ოთხი წლისა ვიყავი, ბებომ პირველად თუშეთში რომ წამიყვანა. იქაურობა ისე შემიყვარდა, რომ საერთოდ არ მწყინდებოდა. ბებოს საქონელი ჰყავდა და მთელ ზაფხულს შემოდგომამდე თუშეთში ატარებდა. პაპა მეცხვარე იყო. არაჩვეულებრივი ბებო მყავდა, აი, ენით აღუწერელი ბებოები რომ არიან, ისეთი. მან მასწავლა როგორც თუშეთის, ასევე ადამიანების სიყვარულიც. მეუბნებოდა, ვიღაცას სიკეთეს რომ უკეთებ, მისგანაც იგივეს არ უნდა ელოდო, უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოო, რადგან იმისთვის, ის ადამიანი რომ გააბედნიერე, ღმერთი გადაგიხდისო.

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- ანუ გამოდის, რომ ბებო ბავშვობის მთავარი ადამიანი ყოფილა...

- მართლა ასეა. ძალიან დიდი როლი აქვს ბებოს ჩემ ადამიანად ჩამოყალიბებაში და ისეთად ქცევაში, როგორიც დღეს ვარ. როცა აქ საქმეებს მოამთავრებდა, დედაც ამოდიოდა ზაფხულში თუშეთში. მერე, როცა ბებოს აღარ შეეძლო, მე, ჩემმა და-ძმამ და დედამ დავიწყეთ ძროხით სიარული. გაზაფხულზე ფეხით რომ წავედი პირველად, ცხრა წლის ვიყავი. ჩემი და-ძმა ჩემზე უფროსები არიან და ისინი მანამდეც დაჰყავდა ბებოს, ამიტომ უკვე მიჩვეულები იყვნენ.

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- თუშეთის გზებზე სიარული საშიშია, მით უფრო ბავშვისთვის, პირველი გასვლა როგორ დაგამახსოვრდათ?

- პირველად რომ მივდიოდი, მახსოვს, ისეთი ამინდი იყო, მეგონა, მთა მოწყდებოდა და წაგვიღებდა. სულ თავბედი გვაწყევლინა. ძალიან მეშინოდა, თან მთელი სამი დღე სველი ტანისამოსით ვიარეთ, მაგრამ ღმერთის წყალობით მშვიდობით ჩავედით. ჩვენს სოფლამდე რომ მიხვიდე, ზუსტად სამი დღეა საჭირო. ძალიან რთული გზაა, დამღლელი და საშიში, მაგრამ ისე შემიყვარდა ჩემი თუშეთი, რომ წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის იქ არწასვლა. მახსოვს, ექვსი წლის ვიყავი, როცა მარიამობას, 28 აგვისტოს სოფელმა ძალიან დიდი დაბადების დღე გადამიხადა. ისინი მარიამობას აღნიშნავდნენ, მე კიდევ კარგა ხანს მეგონა, რომ მხოლოდ ჩემი დაბადების დღე იყო და მორჩა...

© photo: Natia Abaidze / FB ნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- ალბათ ერთადერთი ტანსაცმლის დიზაინერი ხართ, ვინც მთაში ცხოვრობს...

- სკოლის შემდეგ თელავში ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით პროფესიული სასწავლებელი დავამთავრე. ჩემი პროფესით არასოდეს მიმუშავია. ზამთარში ძირითადად ალვანში ვარ და მაღაზიაში ვმუშაობ, ხან ოჯახს ვეხმარები და ასე ჩვეულებრივად მივდევ სოფლური ცხოვრების რიტმს...

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- როგორია სოფლური ცხოვრების ერთი დღე?

- ჩვენი დილა ხუთ საათზე იწყება. მთელი დღე საქმეებში ისე გადის, რომ ვეღარც ვიწყენ ხოლმე. თან როცა ამ სილამაზეს ხედავ, როგორ უნდა მოიწყინო, არ მესმის. თავისუფალ დროს თუშური ჩაის შესაგროვებლად დავდივარ.

- ვიცი, რომ დედა წლებია უცხოეთშია სამუშაოდ წასული...

- მაშინ 15 წლის ვიყავი, როცა დედას ჩვენი სწავლის გამო საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. აგერ უკვე 11 წელია ემიგრანტია, საბუთები არ აქვს და ამიტომ აქ ვერ ჩამოდის. ისე მენატრება, ძალიან ვეხვეწები ხოლმე, რომ მალე ჩამოვიდეს. იმედი მაქვს შემოდგომაზე ამ სურვილს აუცილებლად ამისრულებს. დედაჩემი ძალიან მაგარი ქალია, ნეტა, ოდესმე თუ შევძლებ, რომ დავუფასო ის ამაგი, რაც ჩვენზე აქვს...

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- დედასთან ჩასული უკან რატომ დაბრუნდით, თუშეთი მოგენატრათ თუ მუშაობა გაგიჭირდათ?

- დიახ, სამი თვით ვიყავი ჩასული დედასთან. იქ ვმუშაობდი, მაგრამ ვერ გავძელი და უკან ჩამოვედი. არა, შრომა არ გამიჭირდა, რადგან მიჩვეული ვარ. თუშეთი მომენატრა, თან მაშინ სეზონი დაემთხვა და იქ რა გამაჩერებდა!..

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- მამაზეც მოგვიყევით, ვიცი, რომ მოლექსე კაცია...

- მამაჩემი ადრე მეცხვარე კაცი იყო. საერთოდ, ძალიან კარგ ლექსებს წერს. ძირითადად ადრე, ცხვარში ყოფნის დროს დაწერილი ლექსები აქვს. იქ უფრო მოსდიოდა მუზები, ახლა იშვიათად თუ დაწერს. როცა ჩემი და გათხოვდა და ჩემი ძმა სწავლობდა, რამდენიმე წელი თუშეთში ძროხით მე და მამა დავდიოდით. ეს რამდენიმე წელია მე და ჩემი ძმა დავდივართ და მთელ ზაფხულს იქ ვატარებ.

© photo: Natia Abaidze / FBნათია აბაიძე
„ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით“ – (არა)ჩვეულებრივი გოგოს ამბავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ნათია აბაიძე

- თქვენს გვერდზე ულამაზეს ადგილებში გადაღებული ფოტოებია ატვირთული...

- ინტერნეტი არ გვაქვს, მობილური ტელეფონებიც ერთ ხაზზე მეტს არ იჭერს და არც სამანქანო გზაა. სულ სამი მესაქონლე ოჯახი დავდივართ. ყველას უკვირს როგორ არ მწყინდება თუშეთში, თან საქონლით, მაგრამ ალბათ როცა გიყვარს შენი საქმე და კუთხე, ყველაფერი გიადვილდება. თქვენ წარმოიდგინეთ, მოწყენისთვის დროც არ მაქვს. ფოტოების გადაღებაზე კი ვგიჟდები და ძალიან ბევრს ვიღებ. მთაში იმდენი ლამაზი ადგილია, თავი სამოთხეში გეგონება...

 

ყველა ახალი ამბავი
0