ემიგრანტი ქალის წერილები: მენატრება ქართული გემო და სურნელი...

© photo: courtesy of Mzevinar Kezuaმზევინარ კეზუა
მზევინარ კეზუა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.

ეს მასალა მორიგი ემიგრანტის ამბავია. მზევინარ კეზუა სტამბულში ცხოვრობს და მუშაობს. სულიერი კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია თავის ფესვებთან, ამიტომ როგორც კი მარტო რჩება, მაშინვე ჯდება და ფურცელზე ქართულად გადმოსცემს თავის სათქმელს. ამ ფორმით ემოციის გადმოცემა უცხოეთში ყოფნას უადვილებს...

© photo: courtesy of Mzevinar Kezuaმზევინარ კეზუა
ემიგრანტი ქალის წერილები: მენატრება ქართული გემო და სურნელი... - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
მზევინარ კეზუა

როცა ადამიანი საკუთარ თავზე იწყებ წერას, პირველი რიგში, გახსენდება ბავშვობა, საიდანაც იწყება ბედნიერი წლები და დაუვიწყარი მოგონებები. დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში, საოცრად ლამაზ სოფელში, სიყვარულით და სითბოთი სავსე ოჯახში. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა ჩემს და-ძმებთან ერთად. დავამთავრე საჩინოს საშუალო სკოლა. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო იმ ათ წელიწადზე, იმ ტკბილ მოგონებებზე, მაგრამ ლაპარაკს წერა ვარჩიე და ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვწერ. ფურცელი და კალამი გახდა ჩემი განუყრელი მეგობარი. გულში დაგროვილ ცრემლებს ფურცლებზე რომ გადმოიტან თითქოს სიმსუბუქეს გრძნობ...

დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-პედაგოგის სპეციალობით. ჩემი ოცნება მასწავლებლობა იყო. მინდოდა საამაყო მამულიშვილები გამეზარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მომთხოვნი და ამავე დროს ძალიან საყვარელი მასწავლებელი ვიქნებოდი. თუმცა ცხოვრებაში ასეც ხდება-ოცნება ოცნებად რჩება. სწავლა 1991 წელს დავამთავრე, ამას მოჰყვა აფხაზეთის ომი. სამსახურის შოვნა გამიგრძელდა. 

© photo: courtesy of Mzevinar Kezuaმზევინარ კეზუა
ემიგრანტი ქალის წერილები: მენატრება ქართული გემო და სურნელი... - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
მზევინარ კეზუა

მაშინ ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ სანკტ-პეტერბურგში წასვლა. 13 წელიწადი რუსეთში ვიცხოვრე. არა აქვს მნიშვნელობა ოჯახთან ხარ თუ მარტო, შენი ქართული და შენთვის საყვარელი ადამიანები სულ გენატრება. რა მნიშვნელობა აქვს როგორ ცხოვრობ თუ სულ მონატრებაში თუ ცხოვრობ?.. ამიტომ გადავწყვიტეთ და დავბრუნდით საქართველოში. ათეული წლის შემდეგ აქ იმდენად შეცვლილი იყო ყველაფერი, რომ ცოტა არ იყოს გამიჭირდა. მარტო თავის რჩენა არ იყო მთავარი. შვილის სწავლის გადასახადი, ოჯახური მოთხოვნილებები, პირობები- ყველაფერმა ერთად გადამაწყვეტინა, რომ ისევ ემიგრანტი გავმხდარიყავი. ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ემიგრანტობა არ არის ადვილი. მჯერა, რომ ვისაც სხვა გამოსავალი აქვს ამ გზას არასდროს აირჩევს...

ჯული ჭელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ, ციმბირში ერთმანეთის სითბო და სიყვარული გვათბობს

ყველაზე ძნელია სალაპარაკო ენის გარეშე უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ დედა ყველაფერს იტანს და შეუძლებელს შეძლებს თუ საქმე შვილის მომავალს ეხება. სიტყვით  ვერ გადმოიცემა ის ტკივილი, რაც მე განვიცადე საზღვრის გადმოკვეთის მერე. იმის გაგება, რომ შვილს ტოვებ და მიდიხარ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ, ვისაც არ განუცდია, ვერ გაიგებს. ვერ გაიგებს იმ მონატრებით გათენებული თვალცრემლიანი უძილო ღამეების სიმძიმეს, შვილის მონატრებით თვალზე მომდგარი ცრემლების ტკივილს. სტამბულში დავიწყე მუშაობა 80 ნლის ბებიასთან. ძალიან კარგ ადამიანებთან მოხვდი. იმ ბებიას არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს. მათ როგორც ოჯახის ნევრი ისე მიმიღეს. იქიდან მოყოლებული დღემდე  ცხრა წელია ამ ბებოსთან ვცხოვრობ. ის უკვე შვილს მეძახის და ვგრძნობ, რომ მართლა ვუყვარვარ. ამ ხალხის ადამიანურმა და თბილმა დამოკიდებულებამ მომცა იმის ძალა, რომ ამდენი წელი ამ ოჯახში მემუშავა.

ნინა სიბოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
ემიგრანტი ქალის წერილები: „მახსოვს როგორ გაიარა თრომბმა გულში და როგორ გაჩერდა გული“

საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ემიგრანტობას. ახლა კი ორმაგად ვერ ვპატიობ იმას, რომ ჩემი შვილიც ემიგრანტია პოლონეთში. პანდემიის პერიოდში ათმაგად მტკივნეულია ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ უფლის იმედით, საქართველოში მალე დავბრუნდებით. საკუთარ თავში აღმოჩენილი ძალის წყალობით, ცხოვრებაში ყველა დაბრკოლება გადავლახე. თურქული ენა სამ თვეში ვისწავლე თურქულ-ქართული ლექსიკონით და გრამატიკული დანართით. დღეს თურქულად წიგნებსაც ვკითხულობ და ვწერ კიდეც. თუმცა ქართულად კითხვას და წერას არაფერი ჯობია. დღის ბოლოს ყოველთვის ვწერ, მერე ჩემს დაწერილს ვაგროვებ. მინდა შევძლო და ისინი ერთ დღეს, მკითხველამდე მივიტანო.

მაშო კახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2020
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ დრო ჩერდება და რეალურად ვაკუუმში ვართ, საიდანაც ვერ გაიქცევი

გაუმხელელი ოცნებებიც მაქვს, რომელსაც მჯერა აუცილებლად ავიხდენ. თუკი თავდაუზოგავად იბრძოლებ ყველაფერს მიაღწევ. იცით, ახლა როგორ მენატრება საქართველო? მენატრება ყველაფერი ქართული, რომლის გემოს და სუნს სხვაგან ვერსად იპოვი.

ამ გზავნილს ჩემი პატარა ლექსით დავამთავრებ:

სხვა ქვეყანაში როცა მიდიხარ,                   

იქაურ ადათს თითქოს ეჩვევი,                    

მაგრამ შენს ნამდვილს, იმ ნამდვილ ქართულს -

აღარასოდეს გადაეჩვევი.   

ღმერთმა რომ მკითხა – ყველაზე უფრო

რა გენატრება საქართველოში?      

მე ვუპასუხე: დიდება ღმერთო,                         

სანთლის დანთება სამლოცველოში.        

და იცი რატომ? - შენა ხარ ღმერთი,                  

ძალას რომ მაძლევ და მაიმედებ,

შენ ხარ ნუგეში და კარგად ვიცი,

რომ ტკივილისთვის ვერ გამიმეტებ...         

ასე რომ, გვწამდეს ღმერთი და გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული გადაგვარჩენს...

 

ყველა ახალი ამბავი
0