თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeსიმონ არშაულიძე
სიმონ არშაულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ავსტრიაში მცხოვრებ თუშ პოეტს სიმონ არშაულიძეს წარმოგიდგენთ.

პროფესიით ექიმია, მაგრამ თუშეთში გაჩენილს პოეზიის სიყვარული რომ არ ჰქონოდა, გასაკვირი ის იქნებოდა. სანამ მხედველობას დაკარგავდა, თუშეთში კარდაკარ დადიოდა და სახალხო მთქმელებისგან ლექსებს იწერდა. შემდეგ პაციენტებს იღებდა საკუთარ სტომატოლოგიურ კაბინეტში.

დღეს მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ვენაში, სადაც მკურნალობის კურსს გადის. გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების ორი კრებული. ისინი ვენის ბიბლიოთეკის ქართულ კუთხესაც გადასცა საჩუქრად. ჩართულია სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებში, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ვენის ყველაზე დიდი თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი, სადაც თუში პოეტი საკუთარ ლექსებს კითხულობს...

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeსიმონ არშაულიძე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სიმონ არშაულიძე

- ბატონო სიმონ, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი ავსტრიამდე?

- დავიბადე ქვემო ალვანში, ახმეტაში, სკოლაც იქ დავამთავრე. კარგად ვსწავლობდი და სკოლა ხუთებზე მაქვს დამთავრებული. პოეზია ბავშვობიდან მიყვარს. რამდენიმე ლექსი უკვე მაშინ მქონდა დაწერილი, კაფიების სტილში შექმნილი ერთსტროფიანი ლექსები იყო. შაქრიანი დიაბეტი რვა წლიდან მაქვს, მხედველობა ამის ფონზე გამიუარესდა, მოგვიანებით კი დავკარგე. მანამდე სამედიცინოზე, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელში ვმუშაობდი, ჩემი კაბინეტიც მქონდა.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeსიმონ არშაულიძე ვენაში სპექტაკლზე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სიმონ არშაულიძე ვენაში სპექტაკლზე

- სოფელში ბევრს გაულამაზეთ ღიმილი?

- რა ვიცი, კმაყოფილები იყვნენ... სოფელში სამი წელი ვიმუშავე და საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა. მათ შორის დედაჩემიც იყო. 2001 წელს რომ გავუკეთე, ჩემი გაკეთებული კბილები დღემდე აქვს. იმას რა ჯობს, პაციენტი რომ შენი მადლიერია.

- ვიცი, რომ კარდაკარ დადიოდით და ხალხური მთქმელებისგან ლექსებს იწერდით...

- ბევრი სახალხო მთქმელი მყავს ჩაწერილი, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა კოსტა მარხვაიძე, რომელსაც ძალიან კარგი ლექსები აქვს. როცა ჩავიწერე, მაშინ 68 წლის იყო. უბრალო გლეხია, სოფელში მესაქონლეობას მისდევს.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeთუშეთში ახლობლებთან ერთად
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
თუშეთში ახლობლებთან ერთად

- მისი ლექსებიდან რომელიმე სტროფი გახსოვთ?

- ძალიან ბევრი ლექსი აქვს დაწერილი, ახლა უცებ ეს გამახსენდა:

„ჩარდახით გადმოფრენილმა,

შუა გაჰყარა ჯარიო,

აკაფა ლეკთა ბელადი,

ჭიუხებს მისცა თავიო“.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeსიმონ არშაულიძე საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სიმონ არშაულიძე საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე

- ავსტრიაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩახვედით?

- 2002 წელს დავკარგე მხედველობა. მერე უფრო მიუარსდებოდა მდგომარეობა, ამიტომ 2014 წელს აქ სამკურნალო პროგრამით  ჩამოვედი. ჩემი მეუღლეც აქააა, ისიც უსინათლოა და ამავე პროგრამაშია ჩართული. ამ ეტაპზე მკურნალობა ნორმალურად მიდის. ახლა კვლევებს ვიტარებ, რომ მხედველობა აღდგეს.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე

- ემოციური თუში ავსტრიულ „სიცივეს“ როგორ უძლებთ?

- სხვა გზა არ იყო... გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ჩამოვედი. იმ დროს აქ მთარგმნელობითი ჯგუფი იყო და იმ ჯგუფის წევრი გავხდი. ამან გადამატანინა უცხოეთში ყოფნა. აქ სხვადასხვა პროექტებს აკეთებდნენ და მის ფარგლებში სპექტაკლებს დგამდნენ. ერთხელ დადგეს სპექტაკლი „უუფლებონი“, რომელიც ლტოლვილების ცხოვრებაზეა. იმ სპექტაკლზე დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე

- სპექტაკლს „უუფლებონი“ ჰქვიაო, რომელია ადამიანის ყველაზე დიდი უფლება?

- ადამიანის ყველაზე დიდი უფლება არის სიცოცხლე, მერე კი თავისუფლება. როცა საშუალება აქვს, როგორც სურს, ისე რომ გადაადგილეს – ამას ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ...

- ავსტრიაში სცენიდან ქართული ლექსები გაქვთ წაკითხული...

- აქ ერთი ქალია, ერფრიდე ელენიკი და ის სპექტაკლი მისი წიგნის მიხედვითაა დადგმული ვენის ყველაზე დიდი თეატრის სცენაზე, რომელზეც მეც გამოვედი. სპექტაკლში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები იღებენ მონაწილეობას და მშობლიურ ენაზე ზოგი ლექსს კითხულობს, ზოგი მღერის...

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeმეუღლესთან ერთად
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
მეუღლესთან ერთად

- თქვენ ვისი ლექსი წაიკითხეთ?

- მე საკუთარი ლექსი წავიკითხე:

„ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეს გაუმარჯოს,

რომელსაც უფალმა უწოდა თუშეთი,

კურთხეულ მიწაზე მადლიან ქართველებს,

უფალი დალოცავს თავისი თუშებით“.

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeსიმონ არშაულიძე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სიმონ არშაულიძე

- თქვენი გაცნობის მერე თუ გაუჩნდა ვინმეს თუშეთის ნახვის სურვილი?

- დიახ, ვინც დაინტერესდა, ბევრმა ნახა თუშეთი. ერთი ჩემი ავსტრიელი მეგობარიც იყო და ძალიან მოეწონა. სხვებიც აპირებენ წასვლას, როცა საშუალება მიეცემათ.

- უკვე ორი წიგნი გამოეცით – „თუშნო წყალობა ჯვარისა“ და „თუშეთში გვიდგას ფესვები“. ვენაშიც თუ გრძნობთ ამ კავშირს ფესვებთან?

- რა თქმა უნდა, ვგრძნობ, ამის გარეშე ერთი დღეც არ მაქვს. სიზმარში სულ იქ ვარ, მთებში. იშვიათად, რომ იქ არ ვიყო... ბოლოს თუშეთში 2014 წლის ზაფხულში, ივლისის თვეში ვიყავი. ძალიან მეტარებიან ჩემი ახლობლები, ჩემი მთები და მდინარეები მენატრება. თუშეთი ფეხით და ცხენით მაქვს მოვლილი. ჩემს ცხენს ვაჟა ერქვა და ის ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა. ისე მენატრება ის ადგილები, ვერ წარმოიდგენთ...

© photo: courtesy of Simon Arshaulidzeვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე
თუში პოეტი და ვენის თეატრის სცენიდან წაკითხული მისი ლექსები „ზეციდან ჩამოტანილ სამოთხეზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ვენის თეატრის სპექტაკლის რეპეტიციაზე

- რაიმე ამბავი ხომ არ ჩაგრჩათ მეხსიერებაში?

- ერთხელ ცხენით მივდიოდი ჭანჭახონიდან გომეწრის ხეობაში. მაღალ მთაზე ავედი და საოცარი ვაკე ადგილი ვნახე, დიდი ფართობი იყო და მთელ იმ ადგილზე სულ ერთი ზომის, დაახლოებით ათსანტიმეტრიანი სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო გაფენილი. ამის მერე ასეთი უცნაური ფერების, მთელ კილომეტრზე გაჭიმული ყვავილების ხალიჩა არც მინახავს.

- ავსტრიულ-გერმანულად ხომ არ თარგმნეთ რომელიმე ქართველი ავტორი?

- აქ არის ავსტრიელი მთარგმნელი, იულია დენგი, რომელმაც ქართული იცის და საქართველოშიც ბევრჯერ იყო ჩემთან. მე და ამ გოგომ ლადო ასათიანის ლექსები გერმანულად ვთარგმნეთ და ერთ კონკურსზე გავიმარჯვეთ. პირველი ადგილი ავიღეთ, ფულადი პრემია და სიგელი გადმოგვცეს.

- ესმით მანდ ქართული სათქმელი?

- ზოგადად ავსტრიელებს ქართული პრობლემები არ აინტერესებთ. ვინც ლიტერატურის დარგშია, მათ ჩვენი ლიტერატურა აინტერესებთ, მაგრამ ზოგადად არ ესმით. ვენაში ბიბლითეკაა, სადაც ქართული კუთხეა. იქ ქართულ წიგნებს შორის ჩემი წიგნიცაა, რომელიც მათ ოფიციალურად გადავეცით.

- ქართველები ბევრი ხართ?

- ვენაში საკმაოდ ბევრი ქართველია, თუშეთიდან ოთხნი ვართ. როცა ერთად ვიკრიბებით, თუშურად ვლაპარაკობთ და ამით ცოტა ვმშვიდდებით ხოლმე.

- რას ეტყვით თუშეთს შორიდან?

- ვეტყვი: მიყვარხარ, მენატრები და მალე დავბრუნდები! ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს და როცა საშუალება მექნება, ეგრევე წამოვალ...

ყველა ახალი ამბავი
0