„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeლანა ჩაკვეტაძის პროექტი
ლანა ჩაკვეტაძის პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
ლანა ჩაკვეტაძე პროფესიით არქიტექტორია – კერძო კომპანიების Millimetre Architecture და Millimetre LL დამფუძნებელი და მფლობელი. ამას გარდა დასთან ერთად აწარმოებს ხელნაკეთ სანათებს La Light-ის სახელწოდებით.

მისი არქიტექტურული პროექტები სტილისტურად მრავალფეროვანი და გამორჩეულია. ლანა არაერთ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა და საინტერესო რჩევებიც გაგვიზიარა.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeლანა ჩაკვეტაძე
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ლანა ჩაკვეტაძე

- ჩემი პროფესიის გარდა დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხელნაკეთი ნივთების შექმნა–დამზადება, კერძოდ, საათების, სანათების და აქსესუარების. რამდენჯერმე მონაწილეობა მივიღე გამოფენაში, სადაც წარდგენილი მქონდა ხელნაკეთი განათების ინსტალაცია, ზეთში შესრულებული ნახატები და სხვ.

- რამდენად საინტერესოა თქვენი პროფესია და როგორ მოხვდით არქიტექტურის სფეროში?

- მოღვაწეობა არქიტექტურით სულაც არ დამიწყია. თავდაპირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ეკონომიკის ფაკულტეტზე და მხოლოდ ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საყვარელი პროფესია არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე ბავშვობის ნიჭი გამეღვიძებინა ჩემში და მომავალი პროფესია ისევ ხელოვნებას დავუკავშირე – არქიტექტურას. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeხელნაკეთი საათი
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ხელნაკეთი საათი

- ძირითადად რა სახის პროექტებზე მუშაობთ?

- ძირითადად ვმუშაობ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტებზე, ასევე ცალკეული საცხოვრებელი თუ საზოგადო სივრცეების ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობაზე.

- დღეს როგორი სტილის საცხოვრებელზეა მოთხოვნა და როგორია მოდური?

- დღევანდელ არქიტეტურაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ეკლექტიკურ სტილშია გადაწყვეტილი, რაც თავის მხრივ გულისხმობს „ყველაფრის ერთად აღრევას“, რადგან ეს არის ხელოვნებაში სხვადასხვა სტილის, განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების აღრევა. ძირითადად კი მინიმალისტური და ნეოკლასიკური სტილების შერევით ვიღებთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

ჩემი აზრით, სახლის ექსტერიერი შენობის სავიზიტო ბარათია. მისი საშუალებით პირველი შთაბეჭდილება გვექმნება მფლობელის არა მხოლოდ ესთეტიკურ გემოვნებაზე, არამედ ზოგადად მსოფლმხედველობაზე, მის დამოკიდებულებაზე გარემოსთან. შენობის ექსტერიერი უნდა იყოს არა უბრალოდ ესთეტიკურად ლამაზი, არამედ უნდა გამოხატავდეს მის შინაარსობრივ–ფუნქციონალურ დატვირთვას, ეხამებოდეს გარემოს და სივრცეს.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeხელნაკეთი სანათი
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ხელნაკეთი სანათი

- სანამ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას, რას ითვალისწინებთ და რას ანიჭებთ უპირატესობას? 

- ბედნიერებაა ქმნიდე და ხედავდე საკუთარი შრომის შედეგს, რომელიც კომფორტს, სასურველ გარემოს და ჰარმონიას უქმნის ადამიანს უკეთესი ცხოვრებისათვის.

სახლი ის ადგილია, სადაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ. თითოეული პროექტი მოითხოვს დამკვეთის როგორც ოჯახურ მდგომარეობაზე, ასევე მათ ცხოვრების წესზე და სურვილებზე მორგებას. ამასთან, ყველაზე მთავარი ფაქტორი ფართობის მაქსიმალურად და სარგებლიანად ათვისებაა, რაც საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.

- ხელნაკეთი სანათების და საათების შექმნა რატომ დაიწყეთ?

- უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ მიერ შექმნილი თითოეული, თუნდაც პატარა დეტალი, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახდეს, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

თავდაპირველად უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, დაახლოებით 6-7 წლის წინ განათების ინსტალაციების დამზადება დავიწყე გამოფენისთვის, საიდანაც წამოვიდა ინტერესი „ახალი ნათებისგან“, მივიღე დაფინანსება და დავამზადე რამდენიმე მოდელი. მალევე არქიტექტურასა და დიზაინზე მუშაობის პროცესში ჩემი ოჯახის წევრთან, ასევე არქიტექტორ ლაშა ქვარცხავასთან ერთად გაჩნდა იდეა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში ესა თუ ის ელე­მენ­ტებიც თა­ვად შე­გვექ­მნა და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ კომ­პა­ნია MILLIMETRELL, მივიღეთ ტექნოპარკის დაფინანსება და დავიწყეთ საათების წარმოება. რაც შეეხება სანათებს, სახელწოდებით La Light ჩემს დასთან ანა ჩაკვეტაძესთან ერთად დავიწყე მათი დამზადება დაახლოებით ორი წლის და ბაზარზეც დიდი პოპულარულობით ვსარგებლობთ.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeხელნაკეთი საათი
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ხელნაკეთი საათი

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?

- ინტერიერის მოწყობა მარტივი და უმნიშვნელო პროცესი ნამდვილად არ არის. აუცილებელია სახლში ყველა დეტალი ყურადღებით ავარჩიოთ და ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც უზრუნველი ცხოვრების გარდა გემოვნებიანი და ლამაზი სივრცეც გვექნება. ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია განათების ელემენტი – სანათი.

სწორად შერჩეული განათების ელემენტები უკეთესობისკენ ცვლის დაგეგმარებას, ინ­ტე­რი­ე­რის იერ­სა­ხეს და ბი­ნა­დარ­თა გან­წყო­ბას. შე­ნო­ბა­ში რომ სივ­რცე, ფორ­მე­ბი და ფაქ­ტუ­რე­ბი „გა­ცო­ცხლდეს“, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­აზ­როთ შუქჩრდი­ლე­ბის გა­დას­ვლის დი­ნა­მი­კა კაშ­კა­შა ფე­რი­დან და­ბუ­რულ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ – რის­თვი­საა ეს ოთა­ხი გან­კუთ­ვნი­ლი (მი­სა­ღე­ბი, სა­ძი­ნე­ბე­ლი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვ.) და შე­ვარ­ჩი­ოთ ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ნა­თე­ბის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო ად­გი­ლებ­ში მოგ­ვცე­მენ მი­მარ­თულ კაშ­კა­შა შუქს. ეს სა­ნა­თე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­იძ­ლე­ბა იყოს.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ფიქ­რდეთ და კარ­გად შე­ვუ­ხა­მოთ გა­ნა­თე­ბის ფერი ინ­ტე­რი­ე­რის ფე­რებს (ცივი გა­ნა­თე­ბა, თბი­ლი გა­ნა­თე­ბა). თი­თო­ე­უ­ლი ოთა­ხის­თვის უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რო­გო­რი ფორ­მე­ბის სა­ნა­თი გვჭირ­დე­ბა. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ერ­თნა­ი­რი დი­ზა­ი­ნის იყოს, ან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ერ­თი­ან სტილს უნდა ქმნიდ­ნენ. სა­ნა­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­კარ­გოს ინ­ტე­რი­ერ­ში, ან სუ­ლაც დო­მი­ნი­რებ­დნენ.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeხელნაკეთი სანათი
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ხელნაკეთი სანათი

- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე?

- ჩემი პროფესიიდან და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, საქმიანობა არ შემიჩერებია. თუმცა, რასაკვირველია, პანდემიის პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ყველა სფეროში, გარკვეული დისკომფორტი ჩვენს საქმიანობაშიც შეიქმნა. მაგალითად, ჩვენი საქმიანობა მოითხოვს საპროექტო ობიექტებზე მისვლას, დამკვეთთან ურთიერთობას, მათთან პირად შეხვედრებს, მათი ემოციების უშუალოდ ნახვას და გაზიარებას, რასაც ფიზიკურად ამ პერიოდში მოკლებული ვიყავით. მეორე ფაქტორი კიდევ ის არის, რომ ზოგადი ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე შეკვეთების რაოდენობამაც იკლო.

მიუხედავად ამისა, ვცდილობდი დადებითი კუთხითაც შემეხედა შექმნილი ვითარებისთვის და შევეცადე მაქსიმალურად რაციონალურად გამომეყენებინა სახლში ყოფნის პერიოდი. შევისწავლე ბევრი ახალი რამ და, შესაბამისად, უფრო წინ წავიწიე ჩემს სფეროში, რასაც უკვე აქტიურად ვიყენებ პრაქტიკაში ახალი პროექტებისთვის.

© photo: courtesy of Lana Chakvetadzeხელნაკეთი საათი
„სახლის ექსტერიერი გვიქმნის შთაბეჭდილებას მფლობელის გემოვნებაზე“: რას გვირჩევს არქიტექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ხელნაკეთი საათი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ მაქვს ძალიან დიდი გეგმები და, რაც მთავარია, ენთუზიაზმი, რომელიც დამეხმარება – სისრულეში მოვიყვანო ყველა ჩემი მიზანი. რამდენიმეს სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენც. უპირველეს ყოვლისა მინდა მყავდეს საკუთარი გუნდი, რომელთან ერთადაც ვიმუშავებ და განვახორციელებ ჩემს ყველა პროექტს და ჩანაფიქრს. ასევე მინდა ვიმოგზაურო, რომ გავეცნო სხვადასხვა არქიტექტურულ ნამუშევრებს, პროექტებს, სიახლეებს და ეს ყველაფერი დავნერგო ჩვენს ქვეყანაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემი პროფესია არის მუდმივი დინამიკა, სიახლე და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა. ასე ვთქვათ, გამუდმებით დამკვეთის მაჯისცემას უნდა გრძნობდე, მუდამ უნდა გესმოდეს, თუ რა სურს შენს მომხმარებელს, რა არის პოპულარული და აქტუალური, შემოგქონდეს ახალი ტენდენციები ბაზარზე. სწორედ ეს მინდა, რომ შევქმნა საკუთარი ნიშა და ვთქვა ჩემი სიტყვა არქიტექტურაში.

ასევე, როგორც მოგახსენეთ, ვმუშაობ ხელნაკეთი ნივთების დიზაინზე და ამ სფეროშიც მინდა განვვითარდე. სამომავლოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს მქონდეს საკუთარი სახელოსნო, ყველა საჭირო დანადგარით, სადაც ხორცს შევასხამ ჩემს იდეებს და ბევრ საინტერესო პროდუქტს შევთავაზებ ჩემს მომხმარებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0