კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე
ლალი ცენტერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
„ბავშვივით მიხარია და მაბედნიერებს, როცა ჩემი მოსწავლეები გაღიმებული და ხელგაშლილი მხვდებიან“- მასალაში ამ სიტყვების ავტორს გაიცნობთ.

იყო დრო, როცა ჩვენში სკოლის ატესტატთან ერთად, მუსიკალური შვიდწლედის დამამთავრებელ ცნობასაც იღებდნენ. შემოქმედებითი ნიჭის მქონე ბავშვები რეალიზებას ადვილად ახერხებდნენ. კონკურსები და კონცერტები არა მარტო ქალაქებში, საქართველოს რაიონების კულტურის სახლებშიც აქტიურად ტარდებოდა.

დღეს რა სიტუაციაა ამ მხრივ და რეგიონებში რამდენად ახერხებენ მუსიკალური სკოლები ფუნქციონირებას, ამის შესახებ ერთდროულად ორი სკოლის, ურეკისა და სუფსის სამუსიკო სკოლების მასწავლებელი, ლალი ცენტერაძე მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე

ის ფაქტი, რომ მასწავლებელი 36 წლის მანძილზე, ქართულ სოფლებში ბავშვებს მუსიკის სიყვარულს უნერგავს, იმის დასტურია, რომ მისი პროფესიონალიზმი პატრიოტიზმის ტოლფასია.

- ქალბატონო ლალი, მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ და ალბათ თქვენი პროფესიული არჩევანიც არავის გაკვირვებია...

 -მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბაბუა, მამა, მამიდა და ბიძები შესანიშნავად მღეროდნენ. მამა ხალხური სიმღერების მცოდნე, ლოტბარი იყო და შვილებს სიმღერებს პატარა ასაკიდან გვასწავლიდა. სამი-ოთხი წლის ასაკში, მე და ჩემი და-ძმა ხმებში მამასთან ერთად ვმღეროდით. მამა ბანს გვეუბნებოდა. ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ მე და ჩემმა ძმამ სწავლა მუსიკის განხრით გავაგრძელეთ.

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeკოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
კოლეგებთან ერთად

- ის, თუ როგორ ეყვარება ბავშვს მუსიკა, ბევრადაა  დამოკიდებული მასწავლებელზე, თქვენ როგორ გახსენდებათ მუსიკის გაკვეთილები?

- რა თქმა უნდა, მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული.  პირადად მე რაც შემეხება, სკოლაში სიმართლე გითხრათ, თავიდან მეზარებოდა, მაგრამ მერე ისეთი კარგი მასწავლებელი მყავდა, რომ მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. ხალხური სიმღერა თავისთავად მიყვარდა, კლასიკაც მაინტერესებდა და ფორტეპიანოზეც ნაირ-ნაირ სიმღერებსაც ვაწყობდი. ასე რომ, იმ ცუდმა მასწავლებელმა მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება, საბედნიეროდ, ვერ შეცვალა. ზოგადად ჩემი თაობის ბავშვები ძალიან მუსიკალურები და ნიჭიერები იყვნენ. მაშინ ბევრი კონცერტი და მუსიკალური კონკურსი ტარდებოდა. მონდომებულ ბავშვებს დიდი ასპარეზი ჰქონდათ.

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე ბახვის სამუსიკო სკოლაში კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე ბახვის სამუსიკო სკოლაში კოლეგებთან ერთად

- მუსიკალური განათლება სად მიიღეთ?

- თავდაპირველად ფოთის სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ კი თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის N3 სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს სპეციალობით. უკვე წლებია, 1984 წლიდან დღემდე, ფორტეპიანოს მასწავლებლად ვმუშაობ. პირველი სამსახური ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლა იყო. ის წლები დაუვიწყარი იყო, ამიტომ ჩემი პირველი მოსწავლეები და  პირველი კოლექტივი ყოველთვის მემახსოვრება. შემდეგ იყო ოზურგეთის სოფელ ბახვისა და ჩემი მშობლიური სოფელ ნატანების სამუსიკო სკოლები.1989 წლიდან კი ვმუშაობ დაბა ურეკის (რომლის მკვიდრიც მოგვიანებით გავხდი), სამუსიკო სკოლაში ვარ, პარალელურად, ბოლო ათი წელი, სუფსის სამუსიკო სკოლაშიც ვასწავლი.

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლანჩხუთში
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლანჩხუთში

- რას აკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებს მუსიკა შეაყვაროთ?

-ჯერ კიდევ მანამდე სანამ სკოლას დავამთავრებდი, მომავალში საკუთარ თავს მუსიკის მასწავლებლად წარმოვიდგენდი ხოლმე, ამიტომ ამ თემაზე ნაფიქრი მაქვს. ყველანაირად ვცდილობ, რომ ბავშვებს კლასიკა შევაყვარო, ამისთვის მათ ლამაზ-ლამაზ მელოდიებს ვურჩევ. ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვს მუსიკა მოეწონოს და მასზე გული მიუვიდეს. ვცდილობ, მათთვის ყოველი გაკვეთილი საინტერესო იყოს. არჩევანის გაკეთების საშუალებასაც ვაძლევ, რადგან მუსიკა უმაღლესი ხელოვნებაა და ძალდატანებას ვერ იტანს... სავალდებულო არ არის, რომ ყველა მოსწავლე პროფესიონალი მუსიკოსი გამოვიდეს, მთავარია, რომ გემოვნება დაეხვეწებათ, რადგან მუსიკა ადამიანს კულტურულ-ესთეტიურ უნარ-ჩვევებს უვითარებს და მთავარიც, ალბათ ესაა...

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე კოლეგებთან ერთად

- მოდი, ეს თემა ცოტა განვაზოგადოთ. ვაღიაროთ, რომ გასულ საუკუნეში, კლასიკური მუსიკალური განათლების მიმართ გაცილებით დიდი ინტერესი იყო, რით ხსნით ამ ფაქტს?

- დიახ, იმ პერიოდში ასეთი ინტერესი ნამდვილად არსებობდა და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სამუსიკო სკოლაში მიღებაზე დიდი კონკურსი ტარდებოდა. მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრული იყო და ყველას არ ჰქონდა სამუსიკო სკოლაში მოხვედრის ფუფუნება, შესაბამისად სკოლებში სწავლის მაღალი დონე იყო. იმ დროს მომავალ პროფესიად მუსიკას ბევრი ირჩევდა. სწავლას სამუსიკო სასწავლებლებში აგრძელებდნენ, ზოგიც -კონსერვატორიაში, საიდანაც თავიანთ სოფლებსა და ქალაქებს მუსიკის მასწავლებლებად უბრუნდებოდნენ.

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე მოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე მოსწავლეებთან ერთად

- დღეს როგორი რეალობაა და ახალგაზრდა სპეციალისტები თუ არიან ამ სფეროში?

-ახლა სამწუხაროდ სხვა რეალობის წინაშე ვართ. ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ბევრი მუსიკალური სკოლა და სტუდია დაიხურა. სამუსიკო სკოლებში სწავლა ფასიანია, სწავლის საფასურის გადახდა კი ბევრ მშობელს აღარ შეუძლია. მიუხედავად სურვილისა, ბევრ მშობელს შორი მანძილის გამო, არც ის შეუძლია, რომ შვილი სხვა სოფელში არსებულ სამუსიკო სკოლაში ატაროს. სამწუხაროდ დაიხურა სამუსიკო სასწავლებლებიც, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდა მუსიკის მასწავლებლები დღეს თითქმის აღარ არიან. ათი წლის მერე როცა ძალიან ბევრი მუსიკის მასწავლებელი ასაკის გამო დატოვებს სამსახურს და მათი შემცვლელი ახალი თაობა აღარ იქნება... იქნებ, შესაბამისმა უწყებებმა იფიქრონ ამაზე და მცირე რაოდენობის სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ...

© photo: courtesy of Lali Tsenteradzeლალი ცენტერაძე მოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: იქნებ, სამუსიკო სკოლები დახურვას გადაურჩნენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ლალი ცენტერაძე მოსწავლეებთან ერთად

- პანდემიამდე თუ იყო თქვენთან აქტიური საკონცერტო ცხოვრება?

 - სკოლაში ხშირად ვაწყობთ შიდა კონცერტებ. ჩვენი  წარმატებული მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებშიც იღებენ მონაწილეობას. ორივე სკოლაში ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს და მიმიხარია მისვლა. ხშირად ვაწყობთ საანგარიშო კონცერტებს, რომელზეც რაიონიდან ჩამოსული სპეციალისტები გვესწრებიან. ასეთი კონცერტები არა მარტო პატარებისთვისაა ზეიმი, არამედ მათ დედიკოებსაც უხარიათ-გოგონებს ლამაზ კაბებში გამოაწყობენ, ლამაზ ვარცხნილობას უკეთებენ და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ტვირთავენ, მოკლედ ერთ ამბავში არიან. ბავშვივით მიხარია და ძალიან მაბედნიერებს, როცა ჩემი მოსწავლეები გაღიმებული და ხელგაშლილები მხვდებიან...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0