რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუა
მანუჩარ ქორთუა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
როდესაც მანუჩარ ქორთუას ნამუშევრებს უყურებ, ალბათ დაკვირვების შემთხვევაშიც კი გიჭირს გაარჩიო რეალური - ნახატისგან.

მხატვარი თვლის, რომ რეალისტული პორტრეტი ფოტო ასლი არ უნდა იყოს, ამიტომ მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში სახასიათო შტრიხები მხატვრულადაა გადმოცემული. ძირითადად შეკვეთებზე მუშაობს, ამ მიზეზით გამოფენის მოწყობას ვერ ახერხებს.

ხატვის გარდა დაკავებულია სატელევიზიო სივრცეშიც, ტელეკომპანია „იმედში“ ფაილ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუა
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუა

-მანუჩარ, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ჰიპერრეალისტურ მიმართულებაზე?

- როცა ვხატავ, ხელი რომ იტყვიან, ჰიპერრეალიზმისკენ გამირბის, მაგრამ ვცდილობ, რომ ნახატში საკუთარი შტრიხებიც შევიტანო. არ მინდა, რომ ჩემი ნახატები ძალიან რეალისტური გამოვიდეს. თუმცა როცა შეკვეთებზე ვმუშაობ, ეს სხვა თემაა, რადგან ყველას უნდა, რომ დახატული სახე რეალურს ძალიან ჰგავდეს. 

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუა
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუა

- შემკვეთებს ნატურით ხატავთ თუ ფოტოს საშუალებით?

-ადრე ნატურით ვხატავდი, რაც გაცილებით რთულია, მაგრამ ამგვარი ნამუშევარი უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან. დღეს ფოტოთი ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამუშევარი პირი, ანუ ასლია, მაინც ვთვლი, რომ რაღაც ახალს ვქმნი. ასლი კი ისაა, როცა ვიღაცის ნახატს ზუსტად გადაიხატავ. სხვათა შორის დღევანდელი მხატვრები ხშირად მიმართავენ ხატვის ამ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებაში ადვილ გზებს ეძებენ.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

- შესაბამისად რეალისტური ტილოების შექმნისთვის უფრო დიდი დროცაა საჭირო...

- რა თქმა უნდა რეალისტური ნახატის შექმნას უფრო მეტი შრომა და დრო ჭირდება, ჰიპერეალისტური კი ყველაზე რთულია. მე მაქვს ნამუშევარი, რომელიც აბსტრაქციაში დავხატე, თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის. აბსტრაქცია უფრო გაადვილებული მხატვრობა მგონია.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

- შემკვეთები თუ გთხოვენ, რომ რეალურზე უფრო ლამაზად დახატოთ ისინი, მაგალითად, ცხვირი გრძელი მაქვს და დამიმოკლე ან თვალის ჭრილის ფართო დამიხატეთ?

- დიახ, ასეთი შემკვეთებიც მყავდა, რომლებიც ანალოგიურ რაიმეს მთხოვდნენ, მაგრამ მე ასეთი ცვლილებების მომხრე არ ვარ. ადამიანი ცხვირის ოპერაციის მერე ისედაც სხვას ემსგავსება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ჩემთვის მთავარია, ვისაც ვხატავ, მის ხასიათს ჩავწვდე და მისთვის დამახასიათებელი შტრიხები გადმოვცე.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

-პანდემიის დროს ძალიან ბევრმა დაიწყო ხატვა, თქვენ მოგემატათ შეკვეთები თუ პირიქით?

- პანდემიის დროს სამყაროს აღქმა სხვაგვარად მოხდა. ბევრმა საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. შეკვეთებს რაც შეეხება, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო მეტი შეკვეთა წამოვიდა. ხალხს სურვილი გაუჩნდა, რომ ხელოვნებასთან ჰქონოდა შეხება. თანაც, ინტერნეტში მხატვრების ისეთი დიდი არჩევანია, რომ ადამიანს შედარებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცა.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

-მედიაში როგორ აღმოჩნდით?

-თავიდან მონტაჟით დავიწყე. დღეს ფაილ-მენეჯერი ვარ, ანუ რა გზავნილებიც შემოდის „იმედში“, ყველა ჯერ ჩემთან მოდის და მერე მათ კონკრეტულ ადრესატამდე ვაგზავნი. ლაივში რასაც იღებენ, ის მასალაც ჩემთან მოდის. საერთოდ ხელფასიანი სამუშაო მხატვარს აუცილებლად ჭირდება, რათა შემოსავლის სტაბილური წყარო ჰქონდეს და ოჯახი არჩინოს.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

-გამოფენა არ გქონიათ?

- სამწუხაროდ, გამოფენა არასოდეს მქონია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნახატებს ვერ ვაგროვებ. როდესაც სახლში ჩემს რომელიმე ნახატს ხედავენ, ბავშვები მეკითხებიან: ამას ყიდი თუ უნდა დაგვრჩესო?! ჩემმა პატარებმაც დაიწყეს ხატვა. მათ ნელ-ნელა ვასწავლი ფორმების გამოყვანას და ფერების გაზავებას.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუა
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუა

-დიდ ტილოებზე შეკვეთა გქონდათ?

- თბილისში რამდენიმე კაფე-ბარის კედლები მაქვს მოხატული. ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელშიც 20 000 ლარი გადამიხადეს, ბათუმში მქონდა. ეს იყო ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

-მაინტერესებს, ცხოვრებაშიც რეალისტი ხართ?

- დიახ, ცხოვრებაშიც რეალისტი ვარ. არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ირეალური რაღაც დამეხატოს. საერთოდ როცა დღეს მხატვრები აცხადებენ ხოლმე, რომ უცნაური სიზმარი იხილეს და მერე ის ტილოზე გადაიტანეს, არ მჯერა. მსგავსი რამ მარტო ისეთ ერთეულ მხატვრებს ემართებათ, როგორიც ფიროსმანი იყო...

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

- თქვენ ოცნებაც რეალური გექნებათ, ასეა?

- კი, ჩემი ოცნება სავსებით რეალურია და მის განხორციელებაზე უკვე ვფიქრობ. ეს სახელოსნოს ეხება... დღეს სახლში, მისაღებ ოთახში ვმუშაობ, სადაც სულ თავზე მადგანან და მუშაობა ძალიან რთულია. მე კერძო სახლი მაქვს, პატარა ეზოთი და იქ ვაპირებ სახელოსნოს მოწყობას.

© photo: courtesy of Manuchar Kortua Artმანუჩარ ქორთუას შემოქმედება
რეალისტი მხატვარი და „შემინულ ჩარჩოში“ ჩასმული რეალური ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება

- რახან ეზო გაქვთ, იქ შეიძლება ზამთრის ბაღის მსგავსად, შემინული სახელოსნოს მოწყობა...

- საოცარია, თქვენ ზუსტად ამიწერეთ ის, რაზეც ვოცნებობ და რის გაკეთებასაც ვაპირებ... ჩემს ეზოში შეიძლება დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის შემინული ჩარჩოს გაკეთება. ეზოში გამწვანებაა, ვაზიც მაქვს, ყვავილებიც, ცასაც შევხედავ. მოკლედ, სამყარო ხელის გულზე მეყოლება და ხატვაც ბევრად სასიამოვნო იქნება..  

ყველა ახალი ამბავი
0