28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი
სოფიო დემეტრაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ნამდვილი ბუნება ალბათ ყველაზე კარგად ვლინდება რთულ სიტუაციებში, როცა სხვების დახმარების სურვილი შინაგან მოთხოვნილებად იქცევა ხოლმე.

ამ მხრივ პანდემიამ გარკვეული ლუსტრაცია მოახდინა. ბოლო დროს სხვების დახმარების მსურველი ბევრი გამოჩნდა, საბედნიეროდ, მათ შორის ახალგაზრდები მრავლად არიან.

დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს – სოფიო დემეტრაშვილს, რომელიც ამ დღეებში თავის მეგობართან, იურისტ ოთარ ნარჩემაშვილთან ერთად, შეიძლება ითქვას, სიკეთის მარათონშია ჩართული. ყოველი აქტივობის შემდეგ ის თავს მოვალედ თვლის და სოციალურ ქსელებში დახარჯული თანხების თაობაზე ინფორმაციასაც აქვეყნებს.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი

სოფიო წარმატებული ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტია. მას სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ამასთან დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც გახლავთ და მინიჭებული აქვს „საუკეთესო ლექტორის წოდება“.

პარალელურად მეცხრე წელია, რაც საჯარო მოხელეა, ბოლო ექვსი წელი სამგორის რაიონის გამგეობაში მუშაობს. და ამ ყველაფერს მან 28 წლის ასაკში მიაღწია.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი

- სოფიო, სიკეთე მართლაც გადამდებია და ამაში თქვენი მაგალითიც გვარწმუნებს...

- პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ძალიან შეცვალა, ფაქტობრივად, დედამიწა გაჩერდა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ოჯახები, რომლებიც საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ, სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან. ამიტომ ვერ გავჩერდებოდით – მათ დასახმარებლად მე და ჩემი მეგობარი ოთარ ნარჩემაშვილი გავერთიანდით. დღეს ბევრია ისეთი, ვისაც ელემენტარული საკვებიც კი არ აქვს, ვინც უიმედოდაა დარჩენილი, ვისაც სცივა, შია და დახმარებას არავისგან ელოდება. თუმცა არც ისეთი ცოტანი არიან ისეთებიც, ვისაც თანაგრძნობის უნარი აქვს და სურვილი – სხვას დაეხმაროს. გვიხარია, რომ მათ რიცხვში ჩვენც ვართ.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი და ოთარ ნარჩემაშვილი საქველმოქმედო აქციის წინ
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი და ოთარ ნარჩემაშვილი საქველმოქმედო აქციის წინ

- ვიცი, თავიდანვე შეთანხმდით, რომ ვისაც ეხმარებით, მათ ფოტოებს და დახმარების ამსახველ კადრებს არსად გამოაქვეყნებდით...

- დიახ, თავიდანვე შევთანხმდით, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ვეხმარებით, ჩვენი იქ მისვლის დროს ფოტოებს არ გადავუღებდით. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. არ გვინდა „ერთჯერადი პიარი“ და თანაც ამით სხვისი ინტერესების შელახვა. ამას გარდა, ინფიცირების გავრცელების რისკიდან გამომდინარე, მიტანილ ნობათს ოჯახის კარებთან ვაწყობთ და ვცდილობთ მათთან მხოლოდ დისტანციური კონტაქტი დავამყაროთ. ამის შემდეგ ახალ მისამართზე მივდივართ, ოღონდ მანამდე ვისთანაც ვიყავით, მათთან ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ პროდუქტები მივიტანეთ. როცა ვრწმუნდებით, რომ ჩვენი მიტანილი სახლში შეიტანეს, იქიდან მხოლოდ მაშინ მოვდივართ.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი საჯარო ლექციაზე
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი საჯარო ლექციაზე

- რამდენ ადამიანს ეხმარებით და სხვებსაც თუ აქვთ საშუალება, რომ მათ დაეხმარონ?

- პირველ დღეებში დავეხმარეთ ათ ოჯახს, რომლებთანაც საკვები პროდუქტები მივიტანეთ. ახლა პროდუქტებზე ფასები მომატებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, დახმარების მსურველი ბევრი აღმოჩნდა და სწორედ მათი დახმარებით შევძელით იმ ოჯახების გახარება. ჩვენ ვსარგებლობთ პირადი ანგარიშით, რომელზეც მსურველები გარკვეულ თანხას რიცხავენ. (საქართველოს ბანკი GE43BG0000000161955116; თიბისი ბანკი GE75TB7861445061100016) იმედი გვაქვს, ამ  შემოწირულობით საახალწლოდ კიდევ ბევრს გავახარებთ.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი

- ამ ეტაპზე კომენდანტის საათი მოქმედებს და ამის გამო ალბათ დროში შეზღუდულები ხართ, რამდენად ასწრებთ ადგილებზე მისვლას?

- ყოველთვის ვცდილობთ, რომ დილით დაწყებული საქმე იმავე დღეს დავასრულოთ, რადგან ჩვენც ოჯახები გვყავს და სამსახური გვაქვს. ჩვენი დილა იწყება რომელიმე მარკეტთან დილის ათ საათზე, როცა ის იხსნება. შესაბამისად, დაახლოებით 11-12 საათისთვის ვხვდებით ერთმანეთს და პროდუქტების ყიდვას ვიწყებთ. ძირითადად გადაადგილება მაშინ გვიწევს, როცა კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა გამოსავალი მაინც ვიპოვეთ. პროდუქტის ყიდვის და გადანაწილების შემდეგ ვსხდებით მანქანაში და ჯერ ყველაზე შორს მცხოვრები ოჯახებისკენ მივდივართ. ამის შემდეგ უკვე გვიწევს „144“-თან დაკავშირება, რომ ჩვენზე ერთჯერადი საშვი დაუშვან. მგონი, უკვე ყველა ოპერატორი გვიცნობს. მადლობებს გვიხდიან და გვეუბნებიან, კარგ საქმეს აკეთებთო. მათი სიტყვები ჩვენთვის დამატებითი ბონუსი და სტიმულია.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილის სერთიფიკატი
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილის სერთიფიკატი

- მკითხველს შევახსენებ, თქვენი მშობლები არიან ავთანდილ დემეტრაშვილი და მედეა დემეტრაშვილი, მაინტერესებს ამ სფეროს არჩევანი ოჯახიდან გამომდინარე გააკეთეთ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი არჩევანი უჩვეულოდ გადაწყდა. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვეცადე მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი მშობლების მფარველობისგან. ბაკალავრიატზე ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. იმ დროს შიდა გამოცდით წყდებოდა ის, თუ რომელ სფეროს აირჩევდი. ჩემი თავდაპირველი არჩევანი ჟურნალისტიკა იყო. დღემდე მახსოვს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალბატონის გაფართოებული თვალები, როდესაც უკან შევბრუნდი და ანკეტაში პროფესია შევცვალე.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი მშობლებთან ერთად
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი მშობლებთან ერთად

- ანუ საბოლოოდ როგორ გადაწყდა საკითხი?

- საბოლოოდ ბაკალავრიატი კერძო სამართლის მიმართულებით დავამთავრე და, შეიძლება ითქვას, გავთავხედდი კიდეც, როდესაც იმავე წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე. გამოცდაზე მივედი ახალშობილ შვილთან ერთად, რომელიც მაშინ თვის და 12 დღის იყო. გამოცდის შედეგებს გულისფანცქალით ველოდებოდი. შედეგად – ჩავაბარე ბიზნესის სამართალზე. იმ პერიოდში ისევ გავურბოდი მშობლების მფარველობას. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ჩავაბარე დოქტორანტურაზე, რა დროსაც მხოლოდ საჯარო სამართლის მიმართულებით იყო მიღება.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი

- გამოდის, რომ გადამწყვეტი როლი გარემოებებმა ითამაშა?

- ფაქტობრივად ასე გამოვიდა, რაც „იბოდიალე“ სამართლის სხვადასხვა დარგში, საკმარისია და ახლა მამის გზას გაჰყევიო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნაშრომის ავტორი ვიყავი, მაინც ვერიდებოდი საკონსტიტუციო სამართალს. ბოლოს, დავიცავი დისერტაცია და უკვე ერთი წელია ვატარებ სამართლის დოქტორის ხარისხს, რაც უზომოდ მეამაყება. ვერასოდეს დავივიწყებ მშობლების ამაყ და თვალცრემლიან თვალებს, როდესაც დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ. მე და მამას შორის დღემდე ერთგვარი „ჩელენჯია“. სულ ვეკითები, შენ რომ იყავი 28 წლის რას აკეთებდი–მეთქი. და ასე გრძელდება ყოველ წელს. ჯერჯერობით პროფესიული თვალსაზრისით ვუსწრებ და მიხარია.

© photo: courtesy of Sophio Demetrashviliსოფიო დემეტრაშვილი პარლამენტში შეხვედრაზე
28 წლის საუკეთესო ლექტორი, სიკეთის „ბაცილა“ და კომენდანტის საათის დროს აღებული საშვები - Sputnik საქართველო
სოფიო დემეტრაშვილი პარლამენტში შეხვედრაზე

- საუკეთესო ლექტორის სერტიფიკატი როდის გადმოგცეს?

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ, ასევე მიწვეული პროფესორი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში. ამის გარდა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვარ. აგრეთვე, უკვე მეცხრე წელია, რაც საჯარო მოხელე ვარ - მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურით დავიწყე. ბოლო ექვსი წელია სამგორის რაიონის გამგეობაში ვარ. რაც შეეხება საუკეთესო ლექტორის სერტიფიკატს, „საუკეთესო ლექტორის წოდება“ ფაკულტეტზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად მომენიჭა. ის დისერტაციის დაცვაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ირაკლი გაბისონიამ გადმომცა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ვართ კანონმორჩილი ერი?

- მთავარი პრობლემა განათლებისა და თავისუფლების ხარისხშია. ჩვენს სამშობლოში განათლების დონე, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. ამასთან, არ გვყავს სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება, რაც არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზეც. საქართველოს განათლების სისტემას საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ე.წ. საბჭოური გავლენა ჯერ კიდევ სახეზეა.

- საბედნიეროდ, თქვენი თაობა ამ გავლენისგან თავისუფალია...

- დიახ, ასეა, ამას სხვადასხვა დროს ვავლენთ კიდეც ჩვენი პოზიციის გამოხატვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელსაც ახალ წელს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ბედნიერი ვარ, თუ ასეთ რთულ სიტუაციაში, რომლითაც ეპიდემიის გამო აღმოვჩნდით, სიკეთის ამ საერთო მარათონში მეგობრებთან ერთად მოკრძალებული წვლილი მეც შემაქვს...

 

ყველა ახალი ამბავი
0