„მოხარშული დედამიწა" და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის!

© courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილი
ჩიბუ დუდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია, რომ ყველაზე ადრე ის მასალა, რისგანაც ადამიანმა პირველად ჭურჭელი შექმნა, გამომწვარი თიხა იყო...

საქართველოში ნეოლითური ხანიდან ცნობილი ეს მასალა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია, ხოლო თუ იგი ისეთი ხელოვანის ხელში მოხვდება, როგორიც ჩიბუ დუდაშვილია, მაშინ მისგან დამზადებული ნივთები აქტუალობასთან ერთად ესთეტიკურ სილამაზესაც შეიძენს. ამასთან მის მიერ შექმნილი ფერადი ნივთების სამყარო დადებითი ენერგეტიკის მატარებელიცაა...

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილი
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილი

- თუ შეიძლება, საუბარი დავიწყოთ თქვენი უჩვეულო სახელით თუ თიკუნით - ჩიბუ, რომელთანაც, ვფიქრობ, რაღაც ისტორია იქნება დაკავშირებული, ასეა?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ არასოდეს მქონია ასოციაცია იმ სახელთან, რომელიც მშობლებმა დამარქვეს, აი, ძალიან აცდენილი ვიყავი... მოკლედ, ვერ ვეგუებოდი, მაგრამ პროტესტიც დიდად არ გამომიხატავს, უბრალოდ მიკვირდა. ისე მოხდა, როცა მივედი სახელოსნოში ხატვის პირველ მასწავლებელთან გია ეძგვერაძესთან, ეტყობა, ჩემი სახელი მანაც ვერ დამიძახა. ჰოდა, მომნათლა და სახელად დამარქვა ჩიბურაშკა, რადგან, ეტყობა, ამ ანიმაციურ გმირს მაშინ ძალიან ვგავდი ხასიათითაც და გარეგნობითაც. ეს სახელი ცოტა გრძელი იყო, ამიტომ ჩიბუ – ასე შეამოკლეს. ახლო მეგობრები ჩისაც მეძახიან. ეს მარტო სახელის შეცვლა არ იყო, ადამიანები ხშირად იცვლიან თავიანთ სახელს და ამით ბედსაც იცვლიან. მე ვფიქრობ, ზუსტად ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. ძალიან მადლიერ ვარ უფლის იმისთვის, რომ ცხოვრებაში მომივლინა ამდენი საოცარი პიროვნება და ამდენი სასწაული.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილი
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილი

- თქვენი კერამიკული სამყარო ძალიან ფერადია, სახლში თუ სარგებლობთ კერამიკული ნივთებით, თუ ისინი მხოლოდ ალამაზებენ ინტერიერს?

- ვისაც კი შეხება ჰქონდა ჩემს ნამუშევრებთან, ყველა მეუბნება, რომ მათ ძალიან დადებითი ენერგეტიკა აქვთ. ძირითადად ორ ფერს ვიყენებ – ლურჯს (კობალტს) და ყავისფერს (ოხრას). იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნამუშევრები დღეს ჩემი შემოსავალის ერთადერთი წყაროა, თავდაუზოგავი მუშაობა მიწევს, ამიტომ სახლში, სამწუხაროდ, აღარაფერი მრჩება. აი, ჩემს მეგობრებთან თუ შეხვალთ, იქ ნამდვილი გალერეა გეგონებათ. მიყვარს, როცა ჩემს ნამუშევრებს ვჩუქნი და მათ თვალებში უსაზღვრო სიხარულს ვხედავ. ეს მხოლოდ ჩემი ნაკეთობა არ არის, ეს ჩემი სულის ნაწილია და არასოდეს მიწევს იმაზე ფიქრი, თუ ვის რა მივართვა დაბადების დღეზე. პირადად მე ვიყენებ ჩემს ზარდახშებს, რადგან უსაზღვრო რაოდენობის სამკაულები მაქვს. კიდევ მაქვს ჩემი საყვარელი ჭიქა, რომლიდანაც შესმულ ყავას განსაკუთრებული გემო აქვს...

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობა
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობა

- საერთოდ როდის დაინტერესდით კერამიკით და რა იყო ის, რაც პირველად შექმენით?

- მაშინ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ფაკულტეტი არ მქონდა არჩეული. ისე მოხდა, რომ ამ დროს ღვთის განგებით გავიცანი ისეთი დიდი პიროვნებები, როგორებიც არიან აწ განსვენებული რეზო იაშვილი და ალდე კაკაბაძე. სწორედ მათ ხელოვნებასთან შეხებამ და მათმა პიროვნულმა თვისებებმა გადამაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა. პირველად მეგობართან ერთად დავიწყე სააღდგომო კვერცხების (სუვენირების) გაკეთება, მაშინ ჩვენთან, საქართველოში ეს ტრადიცია ჯერ არ იყო პოპულარული. ჩვენმა ნახელავმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მალე გაიყიდა.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილი
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილი

- გამოფენები სად გქონდათ?

- ძირითადად საქართველოში მქონდა, თუმცა იყო ხელოვნების ცენტრის მიერ მოწყობილი გამოფენები სანქტ-პეტერბურგში, იტალიასა და ესპანეთში.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობა
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობა

- ძველად თიხას „მოხარშულ დედამიწას" ეძახდნენ, თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რითია ეს მასალა საინტერესო?

- დიახ, ტერაკოტა ნიშნავს დედამიწას, ეს სიტყვა მოდის ლათინურიდან, და იტალიურ ენაზეც ეს „დამწვარ ან მოხარშულ დედამიწას“ ნიშნავს. ეს ტექნოლოგია ძალიან ცეცხლმედეგია. ის მიწიერი ტონისაა, რომელსაც სითბოს განცდა დღევანდელ ინტერიერშიც მოაქვს. პირადად მე ვიყენებ საქართველოში დამზადებულ მასალას, ფაიფურს და ფაიანსს. ჩემთვის ამ მასალასთან ურთიერთობის მომენტი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სირთულე. ძალიან საინტერესოა მასთან ურთიერთობა. ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგში ხდება, ამ შემთხვევაშიც ეს პროცესი შენი სულიერი მდგომარეობის გამოხატვის საშუალებაა.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები

- თქვენზე როგორ მოქმედებს თიხა და რა განცდებს აღძრავს?

- რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, თიხას შევეხები თუ არა, მაშინვე მავიწყდება ჩემი პრობლემები და ფიზიკური ტკივილებიც კი. უფრო მეტიც, შეიძლება გაგიკვირდეთ და ნირვანაში მყოფი ადამიანის მდგომარეობას განვიცდი ხოლმე, დროისა და სივრცის მიღმა ვარ. ჩანახატი არასოდეს გამიკეთებია, სანამ რამის შექმნას დავაპირებ, გულის არეში უცბად ამომიტივტივდება რაიმე კომპოზიცია. მერე ერთი სული მაქვს ხოლმე, ეს ჩანაფიქრი სახელოსნომდე მივიტანო და მასალაში განვახორციელო. მე ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის კავშირშია თავის უძველეს ფესვებთან და ეს განვლილმა საუკუნეებმაც გვაჩვენა.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები

- ანუ თიხის ნაწარმი აქტუალობას არასოდეს დაკარგავს...

- თიხის ჭურჭელი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ეკოლოგიურ და გამძლე მასალად, მით უმეტეს, თუ ის შემოქმედებითი ფანტაზიით გამდიდრებულია, აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. სხვათა შორის, თიხას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია – დადასტურებულია, რომ ბავშვებს თიხასთან მუშაობის დროს სხვადასხვა სახის სტრესი ეხსნებათ. თიხას აქვს უნარი, რომ ადამიანისგან უარყოფითი ენერგია აიღოს და დადებითი გადასცეს.

© photo: courtesy of Chibu Dudashviliჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები
„მოხარშული დედამიწა და მისგან მოზელილი ხელოვნება, ანუ თიხა ნამდვილად მღერის! - Sputnik საქართველო
ჩიბუ დუდაშვილის ნაკეთობები

- ალბათ გახსოვთ ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა: „თიხა მღერის“, თქვენ თუ „გსმენიათ“ ეს სიმღერა?

- თიხა ნამდვილად მღერის! თიხასთან მუშაობის დროს ჩვენც მასთან ერთად მღერით და ვტირით, რადგან ძალიან გრძელი და შრომატევადი პროცესია – თიხის ზელვიდან დაწყებული, იქამდე, რასაც ბოლოს ღუმელიდან გამოიტან... მოკლედ, სიურპრიზებით სავსე ხელოვნებაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0