როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილი
გიორგი სუხიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი სუხიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც განსხვავებული თვალით, საკუთარი ფერებით აღიქვამს სამყაროს და გადმოაქვს ტილოზე.

ბავშვობაში ფერად ფანქრებზე ოცნებობდა. სურდა მისი ნახატი სხვა ნახატებთან ერთად გამოეფინათ საგამოფენო სივრცეში. იმდენად დიდი იყო ხატვის სურვილი, რომ პირველი ნახატი ფეხსაცმელის შავი კრემით შეასრულა, მაგრამ სამწუხაროდ გამოფენაზე არ გამოუფინეს, რადგან ნახატს სპეციფიკური სუნი ჰქონდა. არაერთი სირთულის მუხედავად დღეს გიორგი წარმატებული და პროფესიონალი მხატვარია. აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენა-გაყიდვებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენაც. ამასთან, არის მუსიკოსი, მსახიობი და მეთოჯინე.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- თვითნასწავლი მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი და მეთოჯინე ვარ. ხაშურში ვცხოვრობ. ჩემი ძირითადი საქმიანობაც ზუსტად ამ სფეროებს უკავშირდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბენდის „SPAM JAM“-ის ვოკალისტი და ბას გიტარისტი, თოჯინების თეატრის მსახიობი და მეთოჯინე ერთდროულად ვარ.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- რამდენი წლიდან ხატავთ და ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვრობის ნიჭი?

- ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა ყველა ნატრობდა ფერად გარემოს. არ გვქონდა არც ფანქრები, არც საღებავები. როგორც არაერთმა ბავშვმა, ხატვა მეც რვეულის უკანა ფურცელზე ვისწავლე. სკოლაში გაკვეთილებზე დროის გასაყვანად ვაკეთებდი ჩანახატებს. ჩვენს სკოლაში, ისევე როგორც ყველგან არსებობდა მოყვარული მხატვრების სტენდი, ყოველთვის მინდოდა ჩემი ნახატიც აღმოჩენილიყო ოდესმე იქ, მაგრამ არ მქონდა არც ფანქრები, არც ფლომასტერები, ამიტომ მომივიდა იდეა ნახატი შემესრულებინა ფეხსაცმლის გასაპრიალებელი კრემით. ეს იყო კაცის პორტრეტი, შესრულებული მთლაინად ამ ფეხსაცმლის კრემით, მაგრამ მოგეხსენებათ მაშინდელი „ხარიხსიანი“ პროდუქციისა, ნახატი ისე ყარდა, რომ არავინ გამოფინა, თუმცა ჩემი მეგობარი დღემდე ინახავს ამ ნახატს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 90-იან წლებში გაზრდილ ბავშვებს, მით უმეტეს პროვინციულ ქალაქებში გაზრდილებს გვაკლდა ხატვის წრეების ფუფუნება,  ყველაფერი რაც ხატვის მხრივ ვისწავლე, ვისწავლე ჩემით, სხვა მხატვრებზე დაკვირვებით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამხატვრო შემოქმედება მთლაინად ნაივურია.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- ძირითადად რა თემატიკაზე ხატავთ და რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო?

- თვალი ადამიანის მხოლოდ ვიზულურ მხარეს აღიქვამს, მაგრამ ვიზუალის იქით მთელი გალაკტიკაა. მე ვცდილობ ეს „გალაქტიკა“ ტილოზე გადავიტანო ფორმებით, ფერებით და ისე დავანახო ადამიანების შინაგანი სამყაროს სიღრმე. ძირითადად ჩემი ნამუშევრები მოიცავს პორტრეტებს, თუმცა ამასთან ერთად ვცდილობ ერთ ჟანრში არ ჩავიკეტო და მეტი სივრცე მივცე საკუთარ თავს. ვხატავ მურალს, ილუსტრაციებს, აბსტაქციებს,  ვქმნი მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს და ა.შ.

რაც შეეხება ინსპირაციის წყაროს, ხანდახან  ნახატებს დაგეგმილად ვხატავ, უმეტესწილად კი ეს ყველაფერი სპონტანურად ხდება, ტილოს დავადებ ფუნჯს და ნახატი თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად იხატება.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის როგორი გარემოა მნიშვნელოვანი, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ?

- ჩემი ნაყოფიერი მუშაობისთვის აუცილებელია სიჩუმე, ხატვის მომენტში არაფერი არ უნდა ახდენდეს ჩემზე ზეგავლენას, არც მუსიკა, არც ჩიტების ჭიკჭიკი და მსგასვი ხმები, ეს მაკარგვინებს კონცენტრაციას. გარდა ამისა ჩემი სამუშაო ოთახი უნდა იყოს ძალიან კარგად განათებული. მიყვარს სინათლე, ნათელი გარემო. იმდენად, რომ  მთელი ღამის მანძილზე არ ქვრება ოთახში შუქი, თუმცა ჩემს ნახატებში ეს სინათლე ნაკლებად იგრძნობა.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- ფერების შერჩევა რამდენად მნიშვნელოვანია ხატვის  დროს?

- როგორც ნახატში ფორმებია მნიშვნელოვანი, რომ წარმოაჩინო საგნები, გარემო, ისევე მნიშვენელოვანია ფერები. ფერებით ხასიათების სიღრმეს იძენს საგნები, ამიტომ განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ ხოლმე როცა ფერებს შერჩევაზე დგება საქმე.

- რა ფერები ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში?

- ზოგადად, არ მიყვარს მკვეთრი ფერები და ძირითადად მუქ ტონებში ვხატავ. ამისი მიზეზი ხშირად შინაგანი მდგომარეობაა. ჩვენ, მხატვრები ხომ ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ფიქრებს და ემოციებს გადმოვცემთ ნახატებით?!

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის? ვისი აზრია თქვენთვის მიშვნელოვანი?

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი საკუთარი თავია. ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემი შესაძლებლობები და მხოლოდ მე შემიძლია ჩემს თავს მაქსიმალურად მოვთხოვო დახარჯვა. თუმცა რაც შეეხება აზრის გათვალისწინებას, ხშირად ვითვალისწინებ ჩემი მეგობრების აზრსაც, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე იგებენ ჩემი ნამუშევრების აზრს. მოხდა ისეც, რომ ერთ-ერთმა, ჩემი „მდგომარეობით“ შეწუხებულმა მირჩია ფსიქოლოგისთვის მიმემართა, მიზეზით, რომ ნახატებში დაინახა მხოლოდ უარყოფითი ემოციები და იფიქრა მეც მქონდა ფსიქიკური პრობლემები.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- გამოფენებში რამდენად ხშირად იღებთ მონაწილეობას ან სამომავლოდ თუ ფიქრობთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვხატავ, გამოფენებში მხოლოდ ბოლო ორი წელია, რაც მონაწილეობას ვიღებ. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო ხაშურში, ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში, სადაც წარმოვადგინე ჩემი 40 ნახატი, ძირითადად სხვადასხვა ტექსნიკაში შესრულებული პორტრეტები. ამის შემდეგ კიდევ ათამდე გამოფენა და გამოფენა-გაყიდვაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ხაშურში, ასევე საქართველოს მასშტაბით. პანდემიის პირობებში ახლა ნაკლებად იმართება გამოფენები და მეც ძირითადად მხოლოდ ახალი ნამუშევრების შექმნით ვარ დაკავებული. ვიმედოვნებ მალე შეიცვლება არსებული სიტუაცია და ისევ მოგვეცემა მხატვრებს შესაძლებლობა საჯაროდ გამოვფინოთ ჩვენი ნახატები.

© photo: courtesy of Giorgi Sukhiashviliგიორგი სუხიაშვილის შემოქმედება
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას - Sputnik საქართველო
გიორგი სუხიაშვილის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ისეთ სფეროებში ვმოღვაწეობ, რომლებიც ითხოვენ ჩემგან მაქსიმალურად გამოვხატო ემოციები. თუმცა არის შემთხვევები, რომ ერთი რომელიმე სფერო ვერ წვდება იმას, რისი გამოხატვაც მინდა. მაგალიუთად, შეიძლება მუსიკაში ვერ ჩაატიო შენი მთელი ემოციები და ეს მოახერხო მხატვრობის საშუალებით და პირიქით. ჩემი აზრით, ადამიანი იმიტომ ხატავს, რომ გაიცნოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს ახალი სამყაროები და სივრცეები, დაინახოს შორიდან თავისი თავი, ებრძოლოს და თუნდაც დაამარცხოს ის. მხატვრობამ მასწავლა გარემომცველ სამყაროში დამენახა ის, რაც შეუნიღბავი თვალით არ ჩანს.

ბოლო პერიოდში, რაც იმატა ქალზე ძალადობის შემთხვევბმა, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში, გამიჩნდა იდეა, რომ კონცეპტუალური არტის ხაზით დამენახვებინა ადამიანებისთვის თავიანითი გულგრილი დამოკიდებულება მსხვერპლების მიმართ და მომავალშიც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე ვგეგმავ გამოფენა მივუძღვნა ამ თემას, რათა საზოგადოებას დავანახო თავიანთი ნამოქმედარი, მათი ირონიული დამოკიდებულება, გენდერული გამიჯვნის უარყოფითი შედეგები და სტიგმები.

 

ყველა ახალი ამბავი
0