ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმარიამ ხერხეულიძე
მარიამ ხერხეულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ინგლისში მცხოვრებ მომღერალსა და მსახიობს მარიამ ხერხეულიძეს გაგაცნობთ.

თავის დროზე უმაღლესი სასწავლებლის University of West London მუსიკალური ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი მაგისტრატურა ჯაზის განხრით. დღეს მარიამი 24 წლისაა, უკრავს ვიოლინოზე, აქტიურად წერს სიმღერებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სარეკლამო კლიპებში.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში, ტულუზაში დაიბადა და ინგლისში გაიზარდა, ბრწყინვალედ საუბრობს და წერს ქართულად. ბავშვობაში მშობლებმა მცდელობა არ დააკლეს, რომ მარიამში ბევრი ქართული თვისება გაეღვივებინათ და ქართული კულტურის სიყვარული ჩაენერგათ. სიმღერა ბავშვობიდან უყვარს, მისი პირველი გამარჯვება დაკავშირებულია მუსიკალურ კონკურსთან „ანა-ბანა”, სადაც ოქროს მედალი დაიმსახურა.

ძალიან უყვარს საქართველო, სადაც თითქმის ყოველ წელს ჩამოდის. საქველმოქმედო კონცერტები უკვე ჩაატარა ბახმაროსა და ბათუმში. წელს დაგეგმილი ჰქონდა, რომ მამასთან ერთად საქართველოში ჩაატარებდა კონცერტს და შემოსავალს მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადარიცხავდა, მაგრამ პანდემიის გამო ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმარიამ ხერხეულიძე
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ხერხეულიძე

- მარიამ, რომელია პირველი ემოციური მოგონება, რაც საქართველოსთან გაკავშირებს?

- პირველი დიდი ემოცია, რაც საქართველოსთან მაკავშირებს, მუსიკალური კონკურსი „ანა-ბანა“ იყო. ამ კონკურსის მონაწილედ სრულიად შემთხვევით ამირჩიეს. მაშინ ლონდონში ჩამოსული იყო გადამღები ჯგუფი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ ბავშვებს ეძებდა. ისინი მოვიდნენ ქართულ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი და საკონკურსოდ შემარჩიეს. ჩემი მშობლების დიდი შრომის და ნებისყოფის შედეგია ის, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ, პიროვნება და მოქალაქე და ჩემი ნიჭის გამოვლენის მრავალმხრივი საშუალება მაქვს.

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმამასთან ერთად
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება - Sputnik საქართველო
მამასთან ერთად

- ჯაზის სიყვარული რომელი მომღერლის მოსმენის შემდეგ გაგიჩნდა?  

- ბავშვობიდან მოვიხიბლე ჯაზის დედოფალ ელა ფიცჯერალდით, მისი პიროვნებით, რთული და მტკივნეული ბიოგრაფიით, მისი ნიჭით და ხმის ტემბრით. ჯაზი ჩემთვის ყველაფერია – შინაგანი განწყობა, პოეზია და წონასწორობა. როცა ჯაზს ვმღერი, თავისუფალი და ბედნიერი ვარ. რამდენად გამომდის ამ ემოციის გადმოცემა, ალბათ მსმენელის გადასაწყვეტია. პანდემიამდე ინგლისის ჯაზ-კლუბებში ვმღეროდი. იმედი მაქვს, რომ მუსიკალური ცხოვრება მალე აღდგება. ჩემი მსმენელები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლია ჩემი ნამღერი აკადემიურად აღიქვას და ამისგან სიამოვნება მიიღოს.

- ინგლისში სცენური სახელით Maria Lidze გიცნობენ...

- ეს სასცენო სახელი ერთმა სასაცილო შემთხვევამ გადამაწყვეტინა: ერთ-ერთ კონცერტზე ჩემი გვარი რამდენჯერაც გამოაცხადეს, იმდენჯერ შეცდომით და წამყვანმა კინაღამ ენა მოიტეხა, ამიტომ მარტივად გადავწყვიტე და ასე დავირქვი.

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმარიამ ხერხეულიძე
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ხერხეულიძე

- თქვენი ქართული წარმომავლობის შესახებ თუ იციან?

- დიახ, იქ ბევრმა იცის ჩემი ქართული წარმომავლობა, ვფიქრობ, ბევრი თვისება მაქვს ქართული. მინდა, რომ ბრიტანეთში ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრმა გაიგოს. სულ ვცდილობ ყველგან, სადაც გამოვალ და აღმოვჩნდები, ჩემს ქვეყანაზე ვილაპარაკო და ქართველებზე და საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეთ...

- ძირითადად ინგლისურ ენაზე მღერი, მაგრამ ქართული მუსიკაც გიყვარს...

- ვთვლი, რომ ქართველ მსმენელს ყველაზე დახვეწილი ყური აქვს და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მათ წინაშე გამოსვლა. ძალიან მიყვარს ქართველი კომპოზიტორები, გამორჩეულად კი გია ყანჩელი, თავისი სევდიანი და ძალიან ქართული მუსიკით. სულ ვცდილობ, რომ ჩემი ხელოვნებით რაიმეთი გამოვხატო სიყვარული საქართველოს მიმართ.

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმარიამ ხერხეულიძე
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ხერხეულიძე

- საქართველოში ხშირად ატარებ საქველმოქმედო კონცერტებს...

- ინგლისში ბევრ სცენაზე, პრესტიჟულ და საქველმოქმედო საღამოებზე ვარ გამოსული, მათ შორის ბრიტანეთის პარლამენტშიც. ხშირად მიღებენ ხოლმე პრესტიჟულ რეკლამებში და ვიდეოკლიპებში, სადაც გადახდილი ჰონორარით ობოლ ქართველ ბავშვებს ვეხმარები. ვფიქრობ, საქართველოში არ უნდა იყვნენ მშიერი ბავშვები, ეს ამბავი ყველას უნდა აწუხებდეს. საერთოდ მსოფლიოში არავინ არ უნდა შიმშილობდეს. წელს დაგეგმილი გვქონდა საქველმოქმედო კორცერტები საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, მაგრამ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, გადაიდო. როცა ყველაფერი ძველებურად აღდგება, ჩემს სმენელს დიდ სიამოვნებას ვპირდები. მე და მამამ საქველმოქმედო კონცერტი ადრე ბახმაროსა და ბათუმში ჩავატარეთ.

- ვფიქრობ, გურიაში კონცერტი კურიოზის გარეშე ვერ ჩაივლიდა...

- ბახმაროში გამოსვლის დროს სცენაზე ორი ცოტა ნასვამი ბიჭი ამოვიდა და ჩვენთან ერთად სიმღერა მოისურვა. რამდენჯერაც სთხოვეს გაჩუმება და გაიყვანეს, იმდენჯერ უკან დაბრუნდნენ. მოკლედ, ბოლოს ერთად ვმღეროდით – ისინი ქართულ საქეიფო სიმღერებს, მე – ინგლისურს. ამან ყველა ძალიან გაამხიარულა და ხალხი ტაშს ორივეს გვიკრავდა – იმათაც და ჩვენც.

© photo: courtesy of Mariam Kherkheulidzeმარიამ ხერხეულიძე
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze და მისი ქველმოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ხერხეულიძე

- რა ასოციაციები გიჩნდება ნისლიან ალბიონზე, როდესაც მზიან საქართველოზე ფიქრობ?

- საქართველო ჩემთვის ასოცირდება მუსიკასთან, ხელოვნებასთან, სამყაროს განსხვავებულ ხედვასთან, ადამიანებს შორის სრულიად სხვა დამოკიდებულებასთან, უზომო მეგობრობასთან, გულიან, ერთგულ და მებრძოლ ადამიანებთან. სურვილი მაქვს, რომ საქართველოში ოდესმე მოხუცებისთვის კვების უფასო პუნქტები გავხსნა და საქართველოს მთიანი რაიონების მცხოვრებლებს დავეხმარო. სამშობლო ჩემთვის მარტივად ასახსნელი სიტყვა არ არის. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი სიყვარული ხშირად გამოვხატო ქართული პუბლიკის წინაშე და იმედია, მომავალში ამის შესაძლებლობა მომეცემა.

 

ყველა ახალი ამბავი
0