რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე

© courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
ბორის კომახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ვირუსმა, სახელად COVID-19 მთელ მსოფლიოს თვალნათლივ აჩვენა ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში სხვადასხვა ერები განსხვავებულად რეაგირებენ და იქცევიან.

ზოგადად, ამა თუ იმ ერის ქცევას, იმას, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური ერთობა, სუბკულტურა ისე, როგორც იქცევა, ანთროპოლოგია შეისწავლის. როგორც სამეცნიერო დარგი, ის მეცხრამეტე საუკუნიდან ჩამოყალიბდა, თუმცა მანამდე ამ საქმეს მოგზაურები, ვაჭრები და ჟამთააღმწერები აკეთებდნენ. ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით, რა კულტურული მახასიათებლებით გამოირჩევა სხვადასხვა რასის საზოგადოება...

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ახალგაზრდა ანთროპოლოგს ბორის კომახიძეს ვესაუბრეთ.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

 - ბატონო ბორის, საკმაოდ სპეციფიური თემაა და, თუ შეიძლება, დასაწყისისთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ: რა არის ანთროპოლოგია და რას შეისწავლის ის?

- საზოგადოებაში ანთროპოლოგიის შესახებ ცოდნა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ენციკლოპედიური ხასიათისაა. ანთროპოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ქცევას სოციალურ გარემოში. მისი ამოსავალი სოციალური ჯგუფია, სადაც კულტურა ყალიბდება. მას აინტერესებს როგორც ადამიანთა ფიზიკური მახასიათებლები, ისე ქცევის მოდელები, რწმენა-წარმოდგენები, ადამიანებს შორის კომუნიკაციის ფორმები, ადამიანთა ჯგუფების მიერ შექმნილი მატერიალური და არამატერიალური კულტურის ელემენტები და ა.შ. ანთროპოლოგიის ორიგინალური მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ იგი ცდილობს გაიგოს ადამიანის ქცევა და გაუგოს თვითონ ადამიანს, დასვას შეკითხვა – რატომ? და მუდამ ეძებდეს პასუხს ამ კითხვაზე.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ბორის კომახიძე

- ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებას თავისი ტრადიცია გააჩნია...

- ანთროპოლოგიას სხვადასხვა სამეცნიერო სივრცეში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია და ა.შ. ქართულ ეთნოლოგიურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა გიორგი ჩიტაიამ, რომელიც ეთნოლოგიას, ეთნოგრაფიას და ანთროპოლოგიას ერთმანეთის სინონიმებად მოიხსენიებდა. როდესაც ვსაუბრობ ეთნოლოგიაზე და კულტურულ და სოციალურ ანთროპოლოგიაზე, ამ ტერმინებს ერთმანეთის სინონიმებად მოვიხსენიებ.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeლექციაზე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ლექციაზე

- ანუ ანთროპოლოგები შეისწავლიან, თუ რა კულტურული მახასიათებლებით განსხვავდებიან სხვადასხვა ერები ერთმანეთისგან...

- დავაზუსტებ: კულტურული და სოციალური ანთროპოლოგები შეისწავლიან, თუ რა მახასიათებლებით განსხვავდებიან ან ჰგვანან სხვადასხვა ერები და ნებისმიერი სოციალური ერთობები (მაგალითად, ეთნიკური ჯგუფები, სუბკულტურები და ა.შ.) ერთმანეთს. ანთოროპოლოგია არ ეძებს განმასხვავებელ და უნიკალურ მოვლენებს, ანთროპოლოგიის მიზანია გაიგოს მიზეზები, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ერი, ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური ერთობა, სუბკულტურა ისე, როგორც იქცევა. თუმცა, სამეზობლოებთან კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ყველა ერს თუ ეთნიკურ ჯგუფს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური კულტურის ელემენტი გააჩნია.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ბორის კომახიძე

- როგორ დაახასიათებდით თანამედროვე ქართველებს, ამ ერისთვის დამახასიათებელ რომელ თვისებას გამოყოფდით?

- რაც შეეხება ქართველებს, მათთვის უნიკალური კულტურული ელემენტი ქართული ენა და დამწერლობაა. ენა, რომელზეც ქართველების გარდა სხვა ხალხი არ მეტყველებს, და დამწერლობა, რომელზეც მხოლოდ ქართველები წერენ, რომელიც სამი სახისაა და დღემდე გამოიყენება ყოველდღიურობაში. ქართველების დახასიათებას არ დავიწყებდი უძველესი დროიდან, რადგან ამ საკითხის შესახებ ძალიან ბევრი არაქართველი და ქართველი განსწავლული წერდა ძველი ბერძენი ჰეროდოტედან მოყოლებული. ყურადღებას თანამედროვე ქართველების ერთ თვისებაზე გავამახვილებ: მათ ძალიან დიდი თანაგანცდის გრძნობა აქვთ. განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან (უკანასკნელი პერიოდის ვერეს ტრაგედია, COVID-19 პანდემიის დროს განვითარებული მოვლენები და ა.შ.). ეს ტრადიციულად არსებული სოციალური სოლიდარობის ფორმების დამსახურებაა. ქართველებს სოლიდარობის არაერთი ტრადიციული ფორმა გააჩნდათ - ნადი, ოჩხარი და სხვ., რაც ოჯახის დახმარებას გულისხმობდა - მკაში, სახლის აშენებაში, ჭირისა და ლხინის გაზიარებაში და ა.შ.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ბორის კომახიძე

- ანთროპოლოგია შედარებით ახალი მეცნიერებაა, როდის და რატომ დადგა დღის წესრიგში მისი არსებობა?

- ანთროპოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, მეცხრამეტე საუკუნიდან ყალიბდება, თუმცა მანამდე ეთნოლოგების/ანთროპოლოგების საქმეს მოგზაურები, ვაჭრები და აღმწერები აკეთებდნენ. მაგალითად, მარკო პოლოს მოგზაურობა, იოანე ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და ა.შ. თანამედროვე ეთნოლოგებისა და ანთროპოლოგებისთვის შესწავლის ობიექტს წარმოადგენს. რაც შეეხება ანთროპოლოგიის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას, იგი დაკავშირებულია იმ ცოდნასთან, რომელიც მოგზაურების, ვაჭრების, აღმწერების, კოლონიზატორების მიერ მოპოვებული ინფორმაციების შედეგად მსოფლიოში არსებულ სოციალური ჯგუფების შესახებ დაგროვდა.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ბორის კომახიძე

- სხვადასხვა დროს თუ იცვლებოდა ამ დარგის კვლევის ობიექტი?

- თავდაპირველად ანთროპოლოგია შეისწავლიდა ევროპელებისგან განსხვავებით ტექნოლოგიურად „განვითარების დაბალ საფეხურზე“ მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით მსოფლიო ომებმა და პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისებმა განაპირობა იმის საჭიროება, რომ ანთროპოლოგიას ინტერესი ე.წ. ცივილიზებული სამყაროს შესწავლისკენაც მიეპყრო. საქართველოში ეთნოლოგია/ეთნოგრაფია/ანთროპოლოგია იმით განსხვავდებოდა კოლონიალიზმის პერიოდის ანთროპოლოგიისგან, რომ დასაწყისშივე მისი შესწავლის ობიექტს ლოკალური, აუთენტური კულტურული ერთობები და მათი ყოველდღიურობა წარმოადგენდა.

ნესი დანიელი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2020
„როცა პირველად გავიარე ძველ იაფოში, მივხვდი, ეს იყო ჩემი თბილისი“ – ნესი დანიელის ოცნება

- საბჭოთა კავშირის დროს არ სწყალობდნენ ამ მეცნიერებას...

- დიახ, ამ მეცნიერებას საბჭოთა პერიოდში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. რადგან ეთნოლოგია მიიჩნეოდა როგორც ხალხში ეროვნული ღირებულებების გამღვიძებელი მეცნიერება, ეს ტერმინი საერთოდ აიკრძალა, ანთროპოლოგიას კი უწოდებდნენ მხოლოდ სხვადასხვა ჯგუფების რასობრივი, ფიზიკური მონაცემების შესწავლას. მეცნიერებას ეთნოგრაფია საბჭოთა პერიოდში დაერქვა, თუმცა მისი საფუძველის ჩამყრელის გიორგი ჩიტაიას მონდომებით ის საბჭოთა სივრცეში მოწინავე სკოლას წარმოადგენდა. როდესაც ქართველი ეთნოგრაფების შექმნილ სტატიებს და წიგნებს ვკითხულობ, მიჩნდება განცდა, რომ ისინი არაფრით ჩამოუვარდება საყოველთაოდ ცნობილი მალინოვსკის, კლიფოდ გირცის, კლოდ ლევი-სტროსისა და სხვათა ნაშრომებს. დღეს ანთროპოლოგია/ეთნოლოგია საქართველოში მიმზიდველი სამეცნიერო დარგია, რომლის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეთნიკური კულტურის, ტრადიციული სამართლის, რელიგიის, გენდერის, ქალაქების, სუბკულტურების, კონფლიქტების, საზღვრების და ა.შ. შესწავლა.

© photo: courtesy of Boris Komakhidzeბორის კომახიძე
რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა – ანთროპოლოგის მოსაზრება ქართველებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
ბორის კომახიძე

- რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ადამიანთა ქცევისა და მათი მოღვაწეობის შედეგების შესწავლა?

- ადამიანთა ქცევაზე დაკვირვება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავიგოთ საზოგადოების საჭიროებები და მოთხოვნილებები, რაც გვიადვილებს იმას, რომ დავეხმაროთ ჯგუფებს თავი უკეთესად იგრძნონ. პირველ რიგში, ხდება იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი მარტო არსად არსებობს, მას სჭირდება იცხოვროს სოციალურ გარემოში, სადაც მისი ქცევა წეს-ჩვეულებების მეშვეობით იქნება გაკონტროლებული და გაზიარებული. აქ შემოდის თავისუფლების ცნების გააზრებაც, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი ხარ იმდენად, რამდენადაც სხვას არ უშლის ხელს შენი თავისუფლება და იგი გაზიარებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლის წევრებადაც ადამიანები თავს მოიაზრებენ. ჩვენი ქცევა კონკრეტულ ჯგუფში მემკვიდრეობითი ხასიათისაა. ადამიანი წინაპარი თაობისგან სწავლობს როგორ იცხოვროს და შეეგუოს სამყაროს, ისწავლოს ქცევის ეს მოდელები (სოციალიზაციის გზით), საჭიროების შემთხვევაში იგი თანამედროვე რეალობას მოარგოს და მომავალ თაობებს გადასცეს. სწორედ ესაა კულტურა და ტრადიცია. კულტურა ცვალებადია, ტრადიციულ კულტურას აქვს უნარი, თანამედროვე რეალობას მოერგოს, რაც მისი შენარჩუნების გარანტიას წარმოადგენს.

ნათია ჯანელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2020
ემიგრანტი ქალის წერილები: „გუშინ ქუთაისში უჩემოდ დაასაფლავეს დედა“

- მულტიკულტურა ხომ არ შეიცავს ისეთი პატარა ერების გაქრობის საფრთხეს, როგორიც ჩვენ ვართ?

- არა, პირიქით. ისე, როგორც არასდროს, თანამედროვე სამყაროში პატარა ეთნოსებს აქვთ შესაძლებლობა, გაერკვიონ თავიანთ კულტურულ ღირებულებებში. ქართველს, როგორც ეთნოსს, გაქრობის საფრთხე არ უდგას, რადგან თანამედროვე ტენდენციები აჩვენებს, როგორი მზარდია ინტერესი ქართული აუთენტური კულტურის ელემენტების შენახვისკენ. ქვევრში ღვინის დაყენების წესი, ქართული დამწერლობა, გელათი, მცხეთა - ეს ხომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია? ეთნოსს გაქრობის საფრთხეს შეიძლება მხოლოდ საკუთარი ხალხი უქმნიდეს, თუმცა ქართველების შემთხვევაში ამ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან დიდია ინტერესი ქართული კულტურის შესწავლის, დაცვის და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემის მიმართ. თანამედროვე ქართველი ახალგაზრდები არც ისეთი ტრაგიკულები არიან, როგორც ამას წარმოაჩენენ. მზარდია ინტერესი განათლების მიმართ და ასევე ინფორმაციის სწრაფად მოპოვების და გენერირების კუთხით. ამიტომ ქართველების, როგორც პატარა ეთნიკური ჯგუფის ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს ვერც ერთი მულტიკულტურა ვერ შეუქმნის. ოსმალების, ირანის, რუსეთის და ა.შ. მიერ ანექსირებულმა ქართველმა ხალხმა მოახერხა ტრადიციული კულტურის ელემენტების შენარჩუნება ანექსიის პირობებში და თანამედროვეობამდე მათი მოტანა, რასაც ხელი შეუწყო მეცხრამეტე საუკუნეში თერგდალეულების მოღვაწეობამაც. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს.

ვეფხია სამსონიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2020
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე

- გლობალიზაციის საფრთხე როგორ ავიცილოთ თავიდან? რადგან ეს სფერო მსგავს თემასაც შეისწავლის, ამის საფუძველზე რა პრობლემების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი?

- დავიწყებ იმით, რომ გლობალიზაცია არ დაწყებულა დღეს, გლობალიზაციის წინარე ფორმები უძველესი დროიდან არსებობს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ელინისტური კულტურა იყო, რომელიც მთელ მაშინდელ სამყაროს მოედო. თანამედროვე გაგებით გლობალიზაცია ინდუსტრიალიზაციასთან, მოდერნიზაციასთან ერთად იწყება. საბჭოთა კავშირის იდეაც ხომ გლობალური იყო და გლობალური საბჭოთა მოქალაქის აღზრდას უკავშირდებოდა. თანამედროვე სამყაროში გლობალიზაცია მთლიანად დაუკავშირდა საბაზრო ეკონომიკას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მტრობა ხომ ეკონომიკური კონკურენციის გამოა. ეკონომიკური ღირებულებების გავრცელებასთან ერთად გლობალური სახელმწიფოები ითხოვენ პატარა სახელმწიფოებისგან პოლიტიკური ღირებულებების გაზიარებას, რაც ხშირად ვლინდება ისეთ რეკომენდაციებში, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური მოდელების შეთავაზება ლოკალური მცირე კულტურებისადმი და ა.შ. რასაკვირველია, იქნება რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა თუ სხვა სახელმწიფო, ყოველთვის ეცდება თავის პროდუქტს რაც შეიძლება გასაღების მეტი ბაზარი მოუძებნოს და კულტურული, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური დახმარებებით პატარა სახელმწიფოების ლოიალობა მოიპოვოს.

ელენე კილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2020
ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“

- აქ ამოსავალი ალბათ ისაა, თუ როგორ იქცევა პატარა სახელმწიფო და რამდენად ახერხებს გლობალური პროცესების სათავისოდ გამოყენებას?

- კომპიუტერი, ტელეფონი, ინტერნეტი მთლიანად ეს გლობალური ფენომენი საქართველოში გაქართულდა და ადგილობრივ რეალობას მოერგო. ამას დაემატა ქართული ანბანი ინტერნეტში, ტელეფონსა და კომპიუტერის კლავიატურებზე, ასე უნდა მოხდეს ღირებულებების შემთხვევაშიც. საქმე ისაა, რამდენად გაქვს გააზრებული ეს, რაში და როგორ გამოიყენებ გლობალიზაციის ფენომენს. აქ ჯერი ხალხზეა, რამდენად კარგ ხელისუფლებას აირჩევს, რომ ადგილობრივი კულტურული ინტერესები არ დაიჩრდილოს. უკანასკნელმა კოვიდ–აფეთქებამ გვაჩვენა, რომ სამყარო პრობლემების წინაშე (იქნება ეს ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები თუ ინფექციები), ერთნაირად აღმოჩნდება და ერთი წერტილიდან დაწყებული კრიზისი გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს.

ელინა მიმინოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2020
ხელოვანი–დედა, მისი არტ-სიახლე სასტუმროებში და კაქტუსებით მოხატული კედლები თბილისში

- ანუ გლობალურ გამოწვევებს პასუხის გაცემა გლობალურად სჭირდება, როგორ უნდა აიცილოს კაცობრიობამ თავიდან პრობლემები?

- ყველანი ერთად უნდა ვფიქრობდეთ გლობალურ დათბობაზე, რომელიც ახლო მომავალში მსოფლიოს სერიოზულ გამოწვევებს უმზადებს. კლიმატის ცვლილება, რომელიც ადამიანის ბუნებისადმი უხეში ჩარევის შედეგადაა გამოწვეული, ახლო მომავალში გავლენას მოახდენს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზეც. ამ პროცესში, დარწმუნებული ვარ, საქართველო თავის სათქმელს იტყვის, რადგან ამის საშუალებას მისი ბუნებრივი რესურსები მისცემს, მთავარია, ამ პროცესებს მომზადებული დავხვდეთ. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ–კრიზისის შესახებ საუბრისას ევროპის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა (2015-2016 წლებში), ნორვეგიელმა ანთროპოლოგმა თომას ჰილანდ ერიქსენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვიფიქროთ არა უფლებებზე, არამედ მოვალეობებზე. თუ კულტურას, ეკონომიკას, პოლიტიკას რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება, მთავარია, რომ ადამიანების მიერ მოხდეს ამ საფრთხეების გააზრება და გაცნობიერება. უნდა ვიფიქროთ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. პრობლემების მოგვარების გზები უმთავრესად ჩვენივე ძალისხმევით უნდა ვეძებოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0