მაკა ნიჟარაძე

ირლანდიაში მცხოვრები ოჯახი რომელსაც ფესტივალებზე იწვევენ და ჯგუფი „ძმები საქართველოდან”

1890
(განახლებულია 18:43 29.07.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს და მის საქველმოქმედო საქმეებს გაგაცნობთ.

„სრულყოფილი ბედნიერება შემიძლია მაშინ შევიგრძნო, როცა სხვას ვაბედნიერებ, ამიტომ მათ გამო არასდროს ვამბობ სიტყვას დავიღალე“- ეს მაკა ნიჟარაძის სიტყვებია, ქალბატონის, რომელსაც შორეულ ირლანდიაში არა მარტო ქართული, საქველმოქმედო  საქმეებითაც იცნობენ. ის ოჯახთან ერთად ირლანდიის ქალაქ კარიკ-ონ- შურში ცხოვრობს.

მაკა ნიჟარაძე
მაკა ნიჟარაძე

უცხო ქვეყანაში აქტიურადაა ჩაბმული იქ მცხოვრები ქართველების კულტურულ ცხოვრებაში, სხვადასხვა ფესტივალებზე კი ირლანდიელებს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს აცნობს. ამაყობს იმით, რომ საკუთარი შვილები უცხოეთში ეროვნულ ფასეულობებზე აღზარდა. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ქალბატონ მაკას უფროსი შვილი, რომელიც ფანდურზე უკრავს, ძმასთან ერთად გამოდის მუსიკალურ ჯგუფში „ძმები საქართველოდან”. მათ რეპერტუარში მხოლოდ ქართული სიმღერებია. ბიჭები სხვადასხვა ფესტივალებზე გამოდიან და ქართული მუსიკით არა მხოლოდ თანატოლების ყურადღებას იქცევენ, არამედ ყველა ასაკის მუსიკის მოყვარულის მოწონებასაც იმსახურებენ. ირლანდიელებმა ამ ქართულ ოჯახზე ადგილობრივ პრესაშიც დაწერეს და ფილმიც გადაიღეს...

სტატია მაკა ნიჟარაძეზე ირლანდიურ პრესაში
სტატია მაკა ნიჟარაძეზე ირლანდიურ პრესაში

- ქალბატონო მაკა, რა გზა გაიარეთ მაკა ფირცხალავადან - მაკა ფეერიულნუსამდე?

- ფეერიულნუსი ჩემი ფსევდომინია, ის ზუსტად ასახავს ჩემ შინაგან სამყაროს და თუ რას ნიშნავს ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ფირცხალავა ჩემი ქალიშვილობის გვარია, მაგრამ ამჟამად ყოფილი მეუღლის გვარი მაქვს და ირლანდიური საზოგადოება მაკა ნიჟარაძედ მიცნობს. ბავშვობა აფხაზეთში გავატარე, შემდეგ დაწყებული და მარცხით დამთავრებული ომი, თითქოს ჩემი ბავშვობის დასასრულიც იყო, რადგან დიდი დროის განმავლობაში მშვიდი და მზიანი დღეების ნაკლებობას განვიცდიდი. შემდეგი ცხოვრება სირთულეებით სავსე იყო. მე მაინც ვიმედოვნებდი, რომ მალე შიშისგან თავისუფალი ცხოვრება დადგებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გარდამეცვალა ბიძა, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანი იყო არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის, ვინც გარშემო მყავდა. მაშინ მივხვდი, რომ მასთან ერთად ბედნიერი ოჯახიც დავკარგე. თუმცა ხელები მაინც არ დავუშვი და ცხოვრების ტალღებში წინ მივიწევდი, რადგან ვხვდებოდი, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მივხვდი იმასაც, რომ დავრჩი ბავშვი - ბავშვობის გარეშე.

მაკა ნიჟარაძე
მაკა ნიჟარაძე

- ირლანდიაში გამგზავრებამდე თბილისში ცხოვრობდით...

- თბილისში ჩვენი ცხოვრება იმდენად სასიამოვნო იყო, გამიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ უნდა დავმშვიდობებოდით: საყვარელ მე-11-ე სკოლას, ანსამბლს „ჩოხოსნები“, თეატრს, პედაგოგებს, მანანა ბარდაველიძეს და ნინო რაზმაძეს, რომლებიც მთელი გულით იყვნენ ჩართული ბავშვების აღზრდა-განათლებაში. ეს მათი დამსახურებით იყო, რომ ჩემი შვილები ბევრი დიპლომის, სიგელისა და ბოლოს, ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაგვაკლდებოდა ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ ამაზე რთული იქ დარჩენა და ცხოვრების ძველ რითმში გაგრძელება აღმოჩნდა...

კადრი ერთ -ერთი ღონისძიებიდან
კადრი ერთ -ერთი ღონისძიებიდან

- რადგან ასე კარგად იცით დახმარებისა და გვერდში დგომის ფასი, ეს ხომ არ გახდა იმის სტიმული, რომ ირლანდიაში ჩასვლის შემდგომ ოჯახთან ერთად თავად ეხმარებით ქართველებს?

- მათ არა, ამით უფრო საკუთარ თავს ვეხმარები, რათა მეტი სიმშვიდე და ბედნიერი დღე მოვიპოვო. ადამიანებზე ზრუნვა, მათი პრობლემების საკუთარივით აღქმა და გამოსავლის პოვნა-ჩემთვის მართლმადიდებლური ვალდებულებაა. მე რომ მხოლოდ საკუთარ შვილებზე  ვზრუნავდე, მათი ცხოვრება ხელოვნურ ყვავილს დაემსგავსება, უბრალოდ, ვიზუალური სილამაზით შემოიფარგლება და დროთა განმავლობაში გაუფასურდება. სხვებზე ზრუნვით ჩემი შვილების სულიერ აღზრდაზეც ვზრუნავ. არ მინდა ვიყო უნაყოფო ხე, რომლის ფესვები მხოლოდ საკუთარ ტოტზე გამოსხმულ ფოთლებს ასაზრდოებს. ჩემთვის მთავარია მადლიერება, რადგან ეს გრძნობა თავადაც მავსებს, უმადურობის დროს კი ვდარდიანობ, რადგან ეს გრძნობა უფალს კარს უხურავს.

მაკა ნიჟარაძის და მისი შვილების დიპლომები
მაკა ნიჟარაძის და მისი შვილების დიპლომები

- ვიცი, რომ ირლანდიაში ქართული კულტურასა და სამზარეულოს უწევთ პოპულარიზაციას...

- პირველი შემოთავაზება მივიღეთ ფესტივალიდან "SHAIRING OF CULTURES" -Food, Music, Sport, Dance, Poetry, Language. იქ წარდგენილმა ჩვენმა პრეზენტაციამ ყველას მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. მას შემდეგ ჩვენს გარეშე არც ერთი ფესტივალი არ ჩატარებულა. ირლანდიელებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ღონისძიება "Clancy Brothers Music & Arts Festival". ამ ფესტივალში ჩვენი აქტიურად  ჩართულობის გამო, ბევრი მადლობის წერილი და სერთიფიკატი მივიღეთ. სხვათა შორის ამის შესახებ ირლანდიური პრესაც (WRAP UP IN CULTURE, Entertainment and Liestyle, INTERNATIONAL WOMEN'S DAY SHOWCASE და მრავალი სხვა.) წერდა. ჩვენს ასეთ კეთილგანწყობილ ურთიერთობასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ირლანდიელებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს.

- ვიცი, რომ ირლანდიიდან საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებსაც ეხმარებით...

- ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. სამწუხაროდ არასწორი და ცრუ ინფორმაციის გამო ისეთები, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება, ჩრდილში დგანან ხოლმე. როცა ფიზიკურად ვერ ვახერხებდი მცირედით მაინც შემემსუბუქებინა ასეთების მდგომარეობა მაშინ სანთელს ვანთებ ხოლმე მათთვის და უფალს მათ დახმარებას ვთხოვ. მწამს, რომ ლოცვა უპირველესია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია მადლმოსილი საქმის შესრულება.

მაკა ნიჟარაძე
მაკა ნიჟარაძე

- შორეულ ირლანდიაში შვილებს ქართულად ზრდით და მათ ქართულ ლიტერატურას აზიარებთ...

- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ საუბრებით ბავშვებთან ვერაფერს გავხდებით. მათთვის აუცილებელია სწორად შერჩეული გარემო, ატმოსფერო, რომელსაც შევუქმნით. მე რომ ვთხოვო ან ვაიძულო ბავშვები -სიყვარული რუსთაველისგან ისწავლონ, სამყარო ვაჟასეულად აღიქვან, სამშობლო დაიცვან დავითის მსგავსად, შუბლის ძარღვზე იფიქრონ როგორც დუმბაძე გვასწავლის და ამ დროს, მხოლოდ დაკავებული ვიყო სოც-ქსელებით და მაინტერესებდეს ბრენდული სამოსი ან აქსესუარები, ისინი ძალაუნებურად, მომბაძავენ და მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ყოველივე, რაც სულიერი აღზრდა-განათლებისთვის მნიშვნელოვანია. მადლობა ღმერთს, შემწევს იმის ძალა, რომ ბავშვები აღვზარდო ისე, რომ მარტო საკუთარ მომავალზე კი არ იფიქრონ, არამედ ყველაფერი ღმერთის სიყვარულით აკეთონ...

მაკა ნიჟარაძის შვილები
მაკა ნიჟარაძის შვილები

- თქვენმა შვილებმა რით მიიქციეს ირლანდიელების ყურადღება?

- ჩემი უფროსი შვილი ადგილობრივ თეატრში მოღვაწეობს. თემოს, თეატრი ძალიან უყვარს და მას ადგილობრივი თეატრის ორი სიგელი გადაეცა. ჩემი შვიდი წლის შვილის, დავითის ნახატმა პანდემიის დროს გაიმარჯვა. მას დავალებად ჰქონდა, გამოესახა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ COVID -19-ს. დავითმა დახატა დედამიწა და მის ირგვლივ ხელიხელ ჩაკიდებული ბავშვები, ნახატს კი მიაწერა: „გავერთიანდეთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. რამდენიმე დღის შემდეგსკოლის დირექტორმა ამ  ნახატის გამოფენის ნებართვა მთხოვა. დავითმა სკოლისგან მიიღო მადლობის წერილი და მისი ნახატი სკოლის კულტურულ განყოფილების კედელზე დღემდეა გამოფენილი.

მაკა ნიჟარაძე
მაკა ნიჟარაძე

- ამ საქმეში მარტო არ ხართ, ვინ არიან ის ქართველები, ვინც ირლანდიაში მცხოვრებ ჩვენიანებს პატარა საქართველოს უქმნიან?

- დიახ, გარშემო მყავს ადამიანები, რომლებსაც ფასდაუდებელი ამაგი აქვთ ჩემს შვილებზე და აქ მცხოვრებ პატარა ქართველებზე. დიდ როლს ასრულებს ამ საქმეში ქალბატონი თამარ ჟორდანია, რომელიც მიუხედავად დატვირთული და აქტიური ცხოვრებისა, ირლანდიაში მყოფ ქართველებს გვეხმარება ქართული ხელოვნებისა და კულტურის უკეთ გაგებასა და ათვისებაში. რასაც ქალბატონი თამარი აკეთებს ჩვენთვის და ბავშვებისთვის-სამაგალითოა. ხელოვნება სულიერების ნაწილია, ის სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას აწვდის ბავშვებს და ამდენად მათ სწორად განვითარებაში ეხმარება. მინდა ვახსენო დუბლინში არსებული ქართული საკვირაო სკოლის „ლამპარი“ დამაარსებელი, ქალბატონი ანელი აწკარუნაშვილი და მისი ამაგი ქართველი ბავშვების სულიერ განვითარების საქმეში. „ლამპარის“ სხვა პედაგოგებთან ერთად ემიგრანტი ბავშვების აღზრდა-განათლებაში აქტიურადაა ჩართული ქალბატონი ეკა ფეიქრიშვილი.

მაკა ნიჟარაძე შვილთან ერთად
მაკა ნიჟარაძე შვილთან ერთად

- თუ იცით რა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის?

- თქვენს ამ კითხვაზე გამეღიმა და დადებითი ემოციით ავივსე...  ბედნიერება დამოკიდებულია ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე, ადამიანს უნდა ჰქონდეს აწმყოს სწორად შეფასების უნარი, რადგან ბედნიერება არ გააფერმკრთალოს. ბედნიერად ყოფნის მეცნიერება არ არის რთული, ამისთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი მოვალეობები და  უშიშრად და იმედიანად შევხვდეთ ცხოვრების ყოველ ახალ გამოწვევას. ადამიანი კეთილზნეობრივი უნდა იყოს რათა ბედნიერად ყოფნა შეძლოს. თუკი გსურთ ბედნიერება, გულწრფელად გიყვარდეთ ადამიანში ღმერთი და თუ ასე იქნება, მაშინ შური, ბოროტება, ეგოიზმი და სულის მომაკვდინებელი სხვა გრძნობები ვერ მოახერხებს თქვენში ჩაკლას ბედნიერების სხივი, თქვენ კი შეძლებთ ასხივებდეთ ბედნიერებას...

1890
თემები:
ქართველები უცხოეთში (77)
თამარ კეცხოველი

ძველთბილისური სახლების ნოსტალგია და პანდემიის დროს გამოფენილი ნახატები

81
(განახლებულია 17:07 07.08.2020)
ხატვა მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო... მანამდე მის მეხსიერებაში ქვეცნობიერად გროვდებოდა ნანახისა და განცდილის ფრაგმენტები. მისი ნახატების სახელწოდებებიც ამის დასტურია: „ქალაქი”, „სამკითხველო”, „საზაფხულო სახლი”, „მწვანე აბაჟური”, „ძველი ბუფეტი“.

ამაში უჩვეულოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რაც გახდა ხატვის დაწყების სტიმული და ერთგვარად, მისი განკურნების საუკეთესო საშუალებაც...

თამარ კეცხოველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით არქეოლოგია, ხატვა 2019 წლის სექტემბერში, ინსულტის გადატანის შემდეგ დაიწყო. დღეში ძალიან ბევრს, დაახლოებით ათ საათს ხატავდა. პირველი პერსონალური გამოფენა პანდემიის დროს ჰქონდა.

თამარ კეცხოველი
თამარ კეცხოველი

- ქალბატონო თამარ, თქვენს ნახატებში წარსულის ნოსტალგიური განწყობაა და ამ გზით გამუდმებით ცდილობთ ბავშვობაში „დაბრუნებას“, ასეა?

 - საერთოდ სადმე დაბრუნება მაშინ გინდა როცა იქ კარგი იყო და კარგად გრძნობდი თავს. დიახ, შესაძლოა, არის რაღაც ნოსტალგიური მომენტები, თუმცა უფრო მეტად ძველებური ინტერიერი მომწონს და ვხატავ, ვიდრე ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროს იყო. სიძველის მომხიბვლელობას ასაკთან ერთად ვხვდები და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- როგორი იყო თქვენი პლეხანოვური ბავშვობა, თუ არ ვცდები პლეხანოვზე არსებული 23-ე სკოლა თბილისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლათა რიცხვშია, თქვენთვის თუ ჰქონდა ამგვარ იარლიყს მნიშვნელობა?

- დიახ, ჩემი 23-ე სკოლა „ელიტარული” სკოლების სიაში შედიოდა, მაგრამ იქ ამიტომ არ მოვხვედრილვარ. უბრალოდ უბნით მეკუთვნოდა (მაშინ ასე იყო) და ტრადიციითაც, რადგან თავის დროზე იქ დედა და დეიდა სწავლობდნენ და ჩვენც იქ მიგვიყვანეს. პლეხანოვი და ჩემი უბანი ძალიან მიყვარს, ჩემი სახლი ეგაა... საერთოდ  მაპატიონ ახალუბნელმა თბილისელებმა და, თბილისი ჩემთვის ძველი უბნები და ძველი თბილისია. როდესაც ყველა ხეს ცნობ, ყველა მეეზოვეს, ფეხსაცმლის მწმენდავს და ქუჩის მოვაჭრეს სახელით იცნობ, ისაა შენი სახლი და შენი უბანი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- 90 -იანი სტუდენტობა არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც, იმ „ბნელი“ დროის რომელ ნათელ მომენტს გაიხსენებდით?

- თავისი ხიბლი იმ ბნელი, 90-იანების სტუდენტობასაც ჰქონდა. მაშინ დაიწყო მიტინგების ეპოქა და ჩამოინგრა „სსრკ“. ჩვენ, სტუდენტები კი მიტინგებიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან კარვებით პირდაპირ ქალაქგარეთ მივდიოდით. რაც კი ლამაზი ადგილი იყო ქალაქის გარშემო სწორედ მაშინ შემოვიარე ყველა, უფრო სერიოზულად კი მთაში სიარულით ვიყავი დაკავებული. მაშინ სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა ბევრი ახალი ყაიდის ლექცია, სადაც ვესწრებოდით და თავისუფალ აზროვნებას ვცდილობდით... მოკლედ ძალიან დატვირთული და საინტერესო სტუდენტობა მქონდა და მას არაფერში გავცვლიდი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- ინსულტის მერე დაწყებული ხატვა თქვენთვის ერთგვარი შვება და გადარჩენის გზა იყო?

- ინსულტამდე სხვა ცხოვრება იყო, სახლი-სამსახური და სხვა არაფერი.  ხატვით ყოველთვის ვხატავდი, უბრალოდ ამის დრო არასდროს მქონდა. აი, ინსულტის მერე კი, როცა სამსახურიდანაც წამოვედი და სახლში დავჯექი, უცებ და ინტენსიურად დავიწყე მეგობრების პორტრეტების ხატვა. ვეღარ გავჩერდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ათი საათი მაინც ვხატავდი. ხატვა არ მბეზრდებოდა და სწორედ ამან გადამარჩინა და პანდემიის დროს მძიმე კარჩაკეტილობაც ამან გადამატანინა.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- პანდემიის დროს პირველი პერსონალური გამოფენის გამართვა  მონატრებული სამყაროს გამომზეურება იყო? 

- დიახ, ეს გამოფენა მეგობრებთან შეხვედრის და მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის მიზნითაც მოვაწყვეთ. ამაში გალერისტი მეგობარი დამეხმარა. ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა.

თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები
თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები

- თქვენს ნახატებში ხშირად ჩნდება ძველი სახლი, რომელიც სიმყუდროვის განცდას გიჩენს...

- ამჟამად არ ვარ ქალაქში და აქ, აგარაკზეც დავხატე რაღაცეები. სიმყუდროვე თითქოს არ მაკლია სახლში, მაგრამ ეტყობა, ეს უფრო ბავშვობის და ბებიების, ძველთბილისური სახლების ნოსტალგიაა, სადაც გაიარა ჩვენი თაობის უმრავლესობის სტუდენტობამ. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი და ის, რაც ფანჯრებს მიღმა ხდებოდა ძველ უბნებში, სულ ესაა...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- რაშია დეპრესიიდან გამოსავალი და ხსნა?

- რაშია ხსნა? ცხადია, ერთ-ერთი გზა საამისოდ ხელოვნებაცაა, რომელიც თერაპიაა... ჩემი აზრით, თუკი ადამიანს რაიმეს შექმნა ხელეწიფება,  უნდა გააკეთოს და არ გაჩერდეს, მერე ყველა მძიმე სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს...

 

81
საჰაერო ბურთები

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...

154
(განახლებულია 21:57 06.08.2020)
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი...

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ ანატოლ ფრანსის გამონათქვამებს.

ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
© photo: Sputnik /
ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი

ანატოლ ფრანსი (Anatole France, ნამდვილი გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგულად Anatole Thibault, 1844-1924) - ფრანგი მწერალი, რომანტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1921). მისი ნაწარმოებებია: „თაისი“, „ჟერონ კუანიარის აზრები“, „სილვესტერ ბონარის დანაშაული“, „პინგვინთა კუნძული“, „ანგელოზთა აჯანყება“ და სხვა.

სიყვარულში მამაკაცებს ფორმები და ფერები სჭირდებათ, მამაკაცები სურათს ითხოვენ. ხოლო ქალები - მხოლოდ შეგრძნებებს. მათ უკეთესად უყვართ, ვიდრე მამაკაცებს, ისინი ბრმანი არიან.
ჩვენ საშიშად მიგვაჩნია ისინი, ვისი ტვინიც სხვაგვარადაა მოწყობილი, და უზნეოდ ისინი, ვისი ზნეობრიობაც ჩვენსას არ ჰგავს. სკეპტიკოსებს ვუწოდებთ მათ, ვისთვისაც უცხოა ჩვენი ილუზიები და კითხვაც არ გვიჩნდება, ხომ არ იციან მათ რაიმე სხვა ილუზიებიც.
გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ხოლო როცა ვუყვარვართ, ან გვაწამებენ, ან ყელში ამოჰყავთ.
მტრები მყავს, და ამით ვამაყობ.
ირონია - იმედგაცრუების ბოლო სტადიაა.
რელიგიამ სიყვარულს დიდი სამსახური გაუწია, როცა ის ცოდვად აქცია.

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს>>

ცივილიზაცია - ეს მეცნიერული ბარბაროსობაა.
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი.


ადამიანს სჩვევია ბრძნული მსჯელობა და სულელური საქციელი.
ყველა ილუზიას შორის დიდება ყველაზე აბსურდული და ყველაზე დამღუპველია.
ძალზე ბრძენი უნდა იყო, რომ სიბრძნე ტვირთად არ აქციო.
ყველაზე იშვიათი სიმამაცე - ეს აზრის სიმამაცეა.
ის, ვინც რევოლუციები მოაწყო, სხვებს არ მისცემს უფლებას, მის მაგალითს მიბაძონ.
კანონები კარგია ან ცუდი არა თავისთავად, არამედ მათი გამოყენების ხერხის მიხედვით. ამა თუ იმ უკიდურესად უსამართლო დადგენილებას ბოროტება არ მოაქვს, თუ მოსამართლე მას ცხოვრებაში არ იყენებს. ზნეობა კანონებზე ძლიერია. ზნეობისა და ჩვეულებების კულტურულობა და სირბილე ერთადერთი წამალია კანონიერი ბარბაროსობის წინააღმდეგ.
სისულელე ხშირად ხელს უშლის სისულელის ჩადენას. ყველაზე სულელურად ყველაზე სულელი ადამიანები არ იქცევიან.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

უფრთხილდით მათ, ვინც საკუთარ თავს იტანჯავს: ისინი უნებლიეთ თქვენც დაგასახიჩრებენ.
კაცობრიობას ყველა დროში სიგიჟისა და სისულელის ერთნაირი მარაგი გააჩნია.
გიყვარდეს მგზნებარედ - ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ გიყვარდეს თავდადებით - კიდევ უკეთესი... ჭეშმარიტად უყვართ ის, ვინც უყვართ თავიანთი სისუსტეებით... დანდობა, პატიება, ნუგეში - აი, სიყვარულის მთელი მეცნიერება.

როცა ადამიანები შეწყვეტენ ერთმანეთზე გამარჯვებას, ისინი, ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან საკუთარ თავზე გამარჯვებას.
გონებრივი კულტურის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი გრძნობები.
ომი - ბარბაროსობაა, რომელიც ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად გაქრება.
მოგზაურობა სხვა ყველაფერზე მეტად გვასწავლის. ხანდახან სხვა ადგილას გატარებული ერთი დღე მეტს გვაძლევს, ვიდრე სახლში ათი წელი ცხოვრება.
გონივრულ დასკვნებს ჯერ არავინ დაურწმუნებია.
სჯობს, ცოტა გაიგო, ვიდრე ცუდად.
სიტყვაზე მძლავრი არაფერია... სიტყვა ამარცხებს მრისხანეს და ანგრევს ციხესიმაგრეებს. ეს უხილავი იარაღია. მის გარეშე სამყარო უხეში ძალის ხელში იქნებოდა.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

ხშირად ბედნიერებას იმას ვუწოდებთ, რაც ჩვენ თვითონ არ განგვიცდია.
თვალმომჭრელი ჭეშმარიტება ფუჭი სიტყვაა იქ, სადაც მას თავს გახვევენ.
ყველა ღიმილი სიხარულს არ გამოხატავს ისევე, როგორც ყველა ცრემლი - უბედურებას.
ქალი მამაკაცის უდიდესი აღმზრდელია.

გულს შეუძლია ჭკუის მომატება, მაგრამ ჭკუა გულს ვერ გაზრდის.
როცა ადამიანი აზროვნებს, მას ეჭვები იპყრობს, მაგრამ როცა მოქმედებს - დარწმუნებულია.
არ ვიცით, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეს, მაგრამ მაინც მარადიული სიცოცხლე გვინდა.
გულწრფელს ვუწოდებთ ქალს, რომელიც აუცილებლობის გარეშე არ ტყუის.
შური დემოკრატიული სახელმწიფოების კეთილისმყოფელია და მათ ტირანებისგან იცავს.
მხოლოდ ქალებმა და ექიმებმა იციან, როგორი აუცილებელი და სასარგებლოა ტყუილი.
ჭეშმარიტი სიყვარული არ საჭიროებს არც სიმპათიას, არც პატივისცემას, არც მეგობრობას; ის ცოცხლობს სურვილით და იკვებება სიცრუით. ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან.
არ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე იყო ეჭვიანობაზე უფრო დამამცირებელი ტანჯვა.
დაიმორჩილეთ თქვენი ვნებები და მათი ძალა გახდება თქვენი ძალა, მათი სიდიადე - თქვენი სილამაზე.
დემოკრატია ცუდად მართავს, სამაგიეროდ - ცოტას.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

მომავალი - აწმყოშია, მაგრამ მომავალი წარსულშიცაა. ეს ჩვენ ვქმნით მას. თუ ის ცუდია, ჩვენი ბრალია.
ყოველთვის მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო ვიტანჯებით.
მამაკაცები სიყვარულში უტყდებიან, სანამ მას იგრძნობენ, ხოლო ქალები - მას შემდეგ, რაც სიყვარულს გამოცდიან.

154
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის

0
(განახლებულია 18:12 07.08.2020)
სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოტურები უკვე გაიმართა აჭარაში,  ხევსურეთსა და სამეგრელოში, სადაც  გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურებში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდები და სატრანპორტო კომპანიები.

„ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას". - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც.

  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
1 / 4
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა გიორგი შერმაზანაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანი COVID-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში