მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი
შოთა იმერლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაერთიანებული ერების მიერ იყო ორგანიზებული.

წლების მერე კი გაეროს ასამბლეაში ახალგაზრდა დიპლომატისა და დელეგატის სტატუსით წარდგა. არის დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წევრი, 2019 წელს ევროპარლამენტში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატის სტატუსი მიენიჭა.

დიპლომატი შოთა იმერლიშვილი ხატვას წლების მერე ისევ მიუბრუნდა. შარშან ბრიუსელში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ გამოფენაზე თავისი ახალი ნამუშევრებით წარდგა.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი საკუთარ ნახატებთან ერთად
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილი საკუთარ ნახატებთან ერთად

- ბატონო შოთა, ბავშვობიდან ხატავთ, მაგრამ პროფესიული არჩევანი სხვა მიმართულებით გააკეთეთ…

- დიახ, ბავშვობიდან ვხატავ. რვა წლის ასაკში გაერთიანებული ერების მიერ ორგანიზებულ კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაში გავიმარჯვე. ამ გამოფენის სახელი იყო „კავკასიელი ბავშვები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის“. ჩემ პროფესიულ არჩევანში ძალიან დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელიც სულ მასწავლიდა, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა და ხალხი უნდა მყვარებოდა. მან მასწავლა ისიც, რომ ცხოვრებაში რაც უნდა მომხდარიყო, ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი. ვფიქრობ, ჩემი ამ სფეროში მოხვედრა გარკვეულად მისმა რჩევა-დარიგებებმა განაპირობა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ამის მერე სტაჟირება ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის მიმართულებით გავიარე.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი ბელგიაში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც მხატვარმა გადასცა საკუთარი ნამუშევარი.
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილი ბელგიაში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც მხატვარმა გადასცა საკუთარი ნამუშევარი.

- ყველაზე ხშირად რა თემები ჩნდება დიპლომატი-მხატვრის ნახატებში?

- გამომდინარე იქიდან, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ვარ დაბადებული, ჩემ შემოქმედებაზეც, ბუნებრივია, იმ წლების გარემომ მოახდინა გავლენა. დაძაბულობა, ომიანობა, სამოქალაქო დაპირისპირება, გაუთავებელი ქიშპობა, ერთმანეთის მტრობა და ტერიტორიების მიტაცება – ყოველივე ის, რაც მაშინ ხდებოდა, ჩემში როგორც ხელოვანში, დიდ ემოციას და პროტესტს იწვევდა. ამიტომაც ჩემს ნახატებში ხშირია მშვიდობისა და თავისუფლების თემები. ქართველები მშვიდობისმოყვარე ერი ვართ და თავისუფლებისადმი მისწრაფება ოდითგან გვახასიათებს. დღევანდელი რეალობისადმი ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად აბსტრაქციონიზმი ვარჩიე, რადგან ეს მიმართულება ყველაზე კარგად გადმოსცემს ადამიანის შინაგან სამყაროს – თავისი ქაოსითა და არეულობით, პროტესტითა და წინააღმდეგობებით. ჩემი ნახატებით საერთაშორისო საზოგადოებას ვცდილობ დავანახო, თუ რა მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ და რომ მომავალშიც ჩვენ ამ გზით გვსურს განვვითარდეთ.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილს დიპლომს გადასცემს ევროკავშირის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი რომან შტრასე
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილს დიპლომს გადასცემს ევროკავშირის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი რომან შტრასე

- იშვიათია ქართველი დიპლომატი, რომელიც საკუთარ ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავს, ძალიან სპორტულ ფორმაში ხართ...

- ფიზიკურ აქტივობას ყოველთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებდი. სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და ეს დიპლომატიასა და ცხოვრებაშიც ძალიან მეხმარება. პირველ რიგში, წესრიგს მაჩვევს, საკუთარ ძალაში მარწმუნებს, უფრო თავდაჯერებულს მხდის. ადრე რაგბსა და კრივში ვვარჯიშობდი. დღეს სიამოვნებით დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, რათა ყოველთვის ტონუსში ვიყო. დიპლომატი მორალურად და ფიზიკურადაც ძლიერი პიროვნება უნდა იყოს.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილის შემოქმედება
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილის შემოქმედება

- დიპლომატი საკუთარ დამოკიდებულებას ალბათ ყოველთვის მოზომილად უნდა გამოხატავდეს, მაინც მინდა გთხოვოთ ემოციური შეხვედრები გაიხსენოთ...

- ჩემი პირველი ყველაზე დიდი ემოცია იყო დღე, როდესაც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში პირველად შევდგი ფეხი. საინტერესო იყო ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში ახალგაზრდა დიპლომატების შეხვედრა. მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რომან შტრასემ დიპლომი გადმომცა. საქართველოზე ასე შეყვარებული ადამიანი ბევრი არ მინახავს. მან მითხრა, რომ საქართველო მისთვის მეორე სამშობლოა და აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს. თვლის, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთხელ მაინც ყველამ უნდა ნახოს.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილის შემოქმედება
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილის შემოქმედება

- მხატვრისთვის თუ არის საჭირო დიპლომატია?

- რა თქმა უნდა, საჭიროა. ხელოვნება სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატიაა, მხატვრები კი სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან. ოღონდ ისინი ჩვეულებრივი ელჩებისგან განსახვავებულ გამოხატვის ფორმას ირჩევენ. ჩემში მხატვარი ყოველდღიურად იცვლება, იზრდება და გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის. ვფიქრობ, ხელოვანმა, ისევე, როგორც დიპლომატმა ყოველდღიურად უნდა ისწავლოს, საკუთარი თავის განვითარებაზე იმუშაოს, რათა საინტერესო გახდეს და ყოველ ჯერზე საკუთარი თავისგანაც კი განსხვავებული იყოს.

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილის შემოქმედება
მხატვრის დიპლომატია ან ახალგაზრდა დიპლომატის მიერ აბსტრაქციონისტულად გამოსახული სინამდვილე - Sputnik საქართველო
შოთა იმერლიშვილის შემოქმედება

- წარმოიდგინეთ, როგორც ქართველ დიპლომატ მხატვარს, გთხოვეს გაეროს სამშვიდობო მისიისთვის თემატური ლოგოს შექმნა, რას გამოსახავდით მასზე?

- როგორც დიპლომატი და ასევე ხელოვნებით გატაცებული ადამიანი, გაეროს ლოგოს წარმოვადგენდი შემდეგნაირად: დედამიწაზე წრიულად გამოვსახავდი ხელჩაკიდებულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხს, თავისი ქვეყნის ნაციონალური ტანისამოსით. ამით კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ერთმანეთზე ახლობელი და ძვირფასი არსება ადამიანებს არავინ გვყავს მთელ გალაქტიკაში, დედამიწა კი ჩვენი სახლია, რომელსაც ჩვენი ერთად დგომა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0