დაუჯერებელია, მაგრამ... წარმოუდგენელი ფაქტები პაგანინისა და „პაგანინის ქვრივის" შესახებ

© AP Photo / Marcio Jose Sanchezვიოლინო
ვიოლინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენუაში გვარნერის ვიოლინო ინახება, რომელიც პაგანინიმ მშობლიურ ქალაქს უანდერძა. მისი გარდაცვალების შემდეგ მას „პაგანინის ქვრივი" უწოდეს.

ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini, 1782-1840) – იტალიელი ვირტუოზი მევიოლინე, კომპოზიტორი.

პაგანინის სიცოცხლეში მისი ძალიან ცოტა ნაწარმოები დაიბეჭდა, რასაც მისი თანამედროვეები იმით ხსნიდნენ, რომ ავტორი შიშობდა – მისი ვირტუოზობის მრავალ საიდუმლოს აღმოაჩენდნენ. მისი იდუმალება და უჩვეულო პიროვნება ადამიანებში ბადებდა ეჭვებს, რომ მევიოლინე ცრუმორწმუნე და ათეისტი იყო.

პაგანინის საოცარი წარმატება უკავშირდებოდა არა მხოლოდ მის უდიდეს მუსიკალურ ნიჭს, არამედ უჩვეულო ტექნიკასაც, უზადო სისუფთავეს, რომლითაც ის ურთულეს პასაჟებს ასრულებდა, სავიოლინო ტექნიკის ახალ ჰორიზონტებს, რომლებიც თვითონ აღმოაჩინა. სხვადასხვა ავტორის შესრულებისას ის მიხვდა, რომ ინსტრუმენტის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული. მან დაკვრის დროს სავიოლინო ტექნიკაში სხვადასხვა ახალი ეფექტი გამოიყენა.

პაგანინი იყო ინდივიდუალობის უმაღლესი დონის მქონე ნამდვილი ვირტუოზი. ჰქონდა სამი უდიდესი ოსტატის – ამატის, გვარნერისა და სტრადივარიუსის ვიოლინოების კოლექცია. აქედან საყვარელი გვარნერის ვიოლინო მშობლიურ ქალაქ გენუას უანდერძა. მას არ სურდა, რომ ვინმე სხვას დაეკრა ამ ვიოლინოზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0