სიყვარული

ბრმა სიყვარული და გენიალური ოკულისტი ოჯახური ცხოვრება

567
(განახლებულია 12:44 02.01.2020)
აბსურდია იფიქრო, რომ მამაკაცს არ შეუძლია ბედნიერი იყოს ერთ ქალთან. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ კარგ მუსიკოსს პიესის დასაკრავად სხვადასხვა ვიოლინო სჭირდება.

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ დიდი ადამიანების მოსაზრებებს სიყვარულზე, ქალზე, მამაკაცზე, ქორწინებაზე...

 

 

567
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (66)
მოძალადე ქალი

„შიში შეიქმს სიყვარულს“? როგორ მოქმედებს მუქარა და დაშინება ბავშვებზე

88
(განახლებულია 22:21 02.12.2020)
ნებისმიერი სახის ძალადობას თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, საჯარო შეურაცხყოფით და სხვ.

ფიზიკურ ძალადებობაზე არანაკლები ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ემოციურ კეთილდღეობაზე, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება ბვშვს.

ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის დაშინების, მუქარის და მის მიმართ ძალადობრივი ქმედების გამოყენების შესახებ ისაუბრა. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ბავშვთან მსგავსი მიდგომის გამოყენება არაეფექტიანი და საზიანოც კია.

- ძალადობრივ ქმედებას არ მივყავართ ბავშვის კეთილდღეობამდე. არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ შიშით შეიქმნება სიყვარული. რატომ დასჭირდა საზოგადოებას იმაზე საუბარი, რომ შიში შეიქმს სიყვარულს, ეს ძალიან საინტერესო თემაა. თუ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო, შიში არის მართვის ერთ-ერთი ბერკეტი. თუ სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ შიშით მართოს თავისი მოქალაქეები, ძალიან ადვილია, რომ ეს მოდელი გადაიღოს ოჯახმა. შიში შეიქმს მორჩილებას, შიში ადამიანს ასწავლის, როგორ შეასრულოს დავალებები, როგორ დაუჯეროს იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება. ოჯახი არის სისტემა. დედას ან მამას აქვს ძალაუფლება, ამასთან აქვს ის, რაც სჭირდება ბავშვს. თუ მშობელი მოითხოვს შიშსა და მორჩილებას, ამის სანაცვლოდ კი ბავშვს შეუძლია მიიღოს ბანანი, ნაყინი, გასეირნება, ის მოერგება ამ სისტემას. ბავშვი მშობელს აჩვენებს: „კი, დედიკო, მიყვარხარ. ოღონდ შენ არ მიყვირო და მე ვიმეცადინებ!“ სად მივდივართ აქედან? ჩვენ ვთვლით, რომ შიში არის ის, რაც გვიმარტივებს პრობლემის მოგვარებას, ბავშვს ვეტყვით რამეს და ისიც აკეთებს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის სიყვარული.

მშობლები მიზნად არ უნდა ისახავდნენ მორჩილი ადამიანის შექმნას. თუ ჩვენ გვინდა, რომ თვითონ გააკეთოს, თვითონ იპოვოს გზები, თვითონ იყოს შემოქმედი ადამიანი, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მორჩილი ადამიანის შექმნა.

შიშით აღზრდილი ადამიანი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდება საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთ ადამიანს აქვს სომატური ჩივილები, ფსიქოლოგიური პრობლემები, ნაკლებად ეფექტიანია. თუ ოჯახი ამბობს, რომ მე ვარ ის, ვინც ცდილობს ბავშვს შეუქმნას კეთილსაიმედო გარემო, რათა მან შეძლოს გააკეთოს ის, რაც მისთვის სასიამოვნოა, რაც მას რეალიზების შესაძლებლობას მისცემს, მაშინ აქ შიშის მონაწილეობა ნაკლებია.

შიში ძალიან ძლიერი ფაქტორია. ის ძლიერი მოტივატორია. შიში ემოციაა, რომელიც გადარჩენასთან არის დაკავშირებული – მე რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს შიში შევამცირო, დავძლიო, გადავლახო, ან საპასუხოდ ვიმოქმედო.

არიან ბავშვები, რომლებიც ახერხებენ, რომ შიშის საპასუხოდ იმოქმედონ. ისინი არღვევენ იმ წნეხს, რომელიც ძალადობრივ ოჯახში სუფევს. ასე ის ბავშვები იქცევიან, რომლებსაც ჰყავთ საიმედო მეწყვილე ოჯახის შიგნით – დედა, და-ძმა, ბებია. მსგავსი პოზიტიური მხარდამჭერი შეიძლება ოჯახის სისტემას ბრძოლას არ უცხადებდეს, მაგრამ აგულიანებდეს ბავშვს. ბავშვისთვის ეს დამცავი ფაქტორია. ბავშვს ეს აძლევს ძალას, რომ მან თქვას: „მე ასეთი ურთიერთობა არ მომწონს. მე არ მინდა, რომ მსჯიდნენ“. ბავშვი ახერხებს, რომ თავისი თავი დაიმკვიდროს, თუმცა საბოლოო ჯამში ვხედავთ იმას, რომ ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს ოჯახის მოდელებს და მერე თავის შვილებთან ცდილობს, რომ ეს მოდელი არ გამოიყენოს. რაც ახასიათებს ამ ძალადობრივ სისტემას, ძალიან კარგად ჯდება ჩვენი ტვინის სტრუქტურებში. ლაპარაკია იმაზე, რომ ძალადობა ეფექტს ახდენს ტვინის ანატომიაზე. ტვინი იცვლება სტრუქტურულად. შიშზე ორიენტირებული ტვინი არის სხვანაირი. ის არის ორიენტირებული გადარჩენაზე. ასევე შიშით აღზრდილი ტვინი, და არა მხოლოდ ტვინი, სხეულიც არის სხვანაირი, რადგან ეს არ არის მხოლოდ თავის ტვინში მიმდინარე პროცესები. შიში მთლიანად დაკავშირებულია მთელი ჩვენი ენდოკრინეული სისტემის აქტივაციასთან. შიშზე საპასუხო რეაქცია მოითხოვს ძალიან ბევრ ენერგიას. ამიტომ ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

 

88
ეთერ გოგოლაძე შვილიშვილთან ერთად

„ამ გამარჯვებას ბებოს ვუძღვნიო“ ემიგრანტი მხატვარი, რომელიც ბებია 33 წლის ასაკში გახდა

587
(განახლებულია 21:12 02.12.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს ეთერ გოგოლაძეს გაგაცნობთ.

ხელოვნების სიყვარული მისი ცხოვრების თანმდევი იყო. პროფესიით ბუღალტერი, თეატრისა და ფილმებისთვის ქმნიდა ესკიზებს. ხატვას წლების შემდეგ, ემიგრაციაში მიუბრუნდა. სალონიკში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, მისი ნახატები გაზეთ „ელადაში“ იბეჭდება. როგორც გვითხრა, სულ მალე ქართველ ემიგრანტებზე გამოდის წიგნი, სადაც მისი ნამუშევრებიც შევა.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- ქალბატონო ეთერ, როგორ აღმოჩნდით 14 წლის წინ ელადის მიწაზე?

- საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა და უმუშევრობის გამო გადავწყვიტე საბერძნეთში წამოვსულიყავი. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მანამდე არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, არ მომეწონა ეს ქვეყანა და აქაურ ცხოვრებასაც ვერ ვეგუებოდი. თუმცა იძულებული გავხდი მემუშავა, რომ ჩემს შვილებს დავხმარებოდი.

ეთერ გოგოლაძე საბერძნეთში ღონისძიებაზე
ეთერ გოგოლაძე საბერძნეთში ღონისძიებაზე

- საქართველოში რას საქმიანობდით?

- პროფესიით ბუღალტერი ვარ, ვმუშაობდი კომერციულ მაღაზია „დურუჯში", სადაც ბუღალტერიც, საქონლის მიმღებიც და გამყიდველიც თავად ვიყავი. ამასთან ერთად თეატრისა და ფილმებისთვის ვქმნიდი ესკიზებს, ვხატავდი სტენდებს და აფიშებს. შემდეგ ეს სისტემა ახალი ტექნოლოგიებით შეიცვალა და ხელით შესრულებული სტენდები და აფიშები უკვე აღარავის სჭირდებოდა.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- ბავშვობა სად გაატარეთ?

- დავიბადე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, უბრალო მშრომელი გლეხის ოჯახში, სადაც არ იყო ტყუილი და ღალატი. იქაური მეგობრები დღემდე მომყვებიან დიდი სიყვარულით. ბავშვობიდან ვხატავ, სკოლაში აქტიური მოსწავლე ვიყავი. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ვმონაწილეობდი სახალხო თეატრში. მაშინდელი კულტურის სახლის დირექტორი ბატონი დავით ბარბაქაძე იყო. ჩემზე, როგორც ნორჩ მსახიობზე რაიონის გაზეთშიც დაიბეჭდა. აკადემიაში სწავლის სურვილი მქონდა, მაგრამ მამამ ამაზე უარი თქვა. ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი და ორი შვილი გოგიტა და ნანა შემეძინა.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- უცხო ქვეყანასთან შეგუების პერიოდი რამ გადაგატანინათ?

- ჩემი აქ ჩამოსვლა ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა - დამეღუპა ძმა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. თანაც მძიმე ავადმყოფთან ვმუშაობდი და ამ ყველაფრისგან დეპრესია დამეწყო. საკუთარ თავში ჩავიკეტე და აღარავისთან ვკონტაქტობდი. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი... ერთ დღესაც ფანქრით დავიწყე ხატვა, მერე ამ ნახატებს სოციალურ ქსელებში ვდებდი და ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვდიოდი. ერთხელ აქ ჩატარდა კონკურსი, რომლისთვისაც დავდე ნახატები „ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში", რამაც მოწონება დაიმსახურა.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ამ კონკურსს გამოხმაურება თუ მოყვა?

- დიახ, ამის შემდეგ შემეხმიანა მწერალთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების, ორგანიზაცია „გურჯის" დამფუძნებელი და გაზეთ „ელადის“ რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი თამარ-ლეილა სეფაშვილი-სოლოღაშვილი, რომელმაც ჩემი ნამუშევრები თავის გაზეთში გამოაქვეყნა. ეს ქალბატონი საბერძნეთში რაც ტარდება, ყველაფრის უშუალო ინიციატორი გახლავთ. შემდეგ მან მიმიწვია პრეზენტაციაზე, რომელიც თესალონიკში გაიმართა. ეს იყო ეკატერინე ჰორნის (გველუკაშვილის) წიგნის პრეზენტაცია, სადაც მხატვრებიც ვიყავით მიწვეული – ვაჟა ბიბილაშვილი, დარეჯან გოგიჩაიშვილი და მე. საღამოს ესწრებოდა გენერალური კონსული მუხრან გულაგაშვილი, ასევე საკონსულოს ვიცე-სპიკერი, ანუ ელჩის მოადგილე გოჩა გოჩაშვილი, მოძღვარი, მამა გიორგი მათურელი და სხვები. იმ საღამომ ემოციურად ჩაიარა და დღემდე მახსოვს. მას შემდეგ ბევრ შემოქმედებით საღამოში მივიღე მონაწილეობა. ამჟამად საბერძნეთში იბეჭდება წიგნი ქართველ ემიგრანტებზე, რომლის რამდენიმე გვერდი ჩემს შემოქმედებას დაეთმობა. საერთოდ, ბუნებით ბავშვური და ლაღი ვარ, წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ ერთი თვისება დღემდე შემომრჩა: ვერაფრით ვიმეგობრებ ისეთ ადამიანთან, ვისაც ტყუილი უყვარს. მეგობრის გულისთვის თავი ბევრჯერ გამიწირავს. მყავს უერთგულესი შვილები, რომლებიც მეამაყებიან, თითქმის ერთად გავიზარდეთ.

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ვიცი, რომ ბებია ძალიან ადრე გახდით...

- დიახ, ბებია 33 წლის ასაკში გავხდი, სხვათა შორის, მაშინ საქართველოში ყველაზე პატარა ბებია ვიყავი. სიცოცხლე მიხარია და მინდა, რომ შვილებს დიდხანს ვყავდე. ულამაზესი შვილიშვილი მყავს, ანი მარანელი, რომელიც 16 წლის იყო, როცა „ვიცე-მის საქართველო“ გახდა. იმ კონკურსს აქ ვუყურებდით ტელევიზიით, ანის წარმატებას ყველა მილოცავდა. მაშინ ინტერვიუში თქვა, ამ გამარჯვებას ბებოს ვუძღვნიო. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, სიხარულისგან დავფრინავდი. რვა წლამდე მე გავზარდე, ვერავის ვანდობდი, მეგონა, ჩემნაირად ვერავინ მოეფერებოდა. დღემდე ყველა სურვილს ვუსრულებ. სხვათა შორის საბერძნეთშიც ჩამოვიყვანე, მაგრამ სამ თვეში უკან გაიქცა, არ მოეწონა ელადა...

ეთერ გოგოლაძის შემოქმედება
ეთერ გოგოლაძის შემოქმედება

- ისევე, როგორც უცხოეთში მყოფ ქართველების უმრავლესობას, ალბათ თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვთ...

- მეტსაც გეტყვით, თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. კვირაში ერთი დღე ვისვენებ და ის დღე ვცდილობ გავატარო ჩემ შვილებთან, რომლებიც აქ შარშან ჩამოვიყვანე. ვეფერები 13 წლის უნახავ შვილებს და ამით ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დრო თითქმის არაფრისთვის მრჩება, მაინც შევძელი და საბერძნეთში სხვადასხვა საოცარი ადგილები მოვინახულე.

ეთერ გოგოლაძე
ეთერ გოგოლაძე

- სამშობლოს მონატრება როგორ აისახება თქვენს ნახატებში?

- საქართველო საოცარი ქვეყანაა, რომლის სურნელიც კი განსაკუთრებულია და ეს სურნელი სულ მენატრება... ამ მონატრებამ დამახატინა კახური რქაწითელი და ადესა, ქართული ბროწეულები, პეიზაჟები. ამ მონატრებით დავხატე უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე პირადად შეხვდი და მისგან ლოცვა-კურთხევაც მივიღე. თითქმის 40-მდე ნახატი მაქვს და თითქმის ყველა სამშობლოს მონატრებას ასახავს. ჩემები მენატრებიან, დედა მენატრება და ძმა, როცა ჩამოვდივარ, პირდაპირ მათ საფლავზე მივდივარ, გული მწყდება, რომ ვერ დავემშვიდობე... ყოველ წუთს მანდ ვარ სულიერად, აქ მხოლოდ ხორციელად ვარ. ყოველდღე ვუყურებ მოვლენებს და როცა საშინელებები ხდება ხოლმე, ძალიან მტკივა გული. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით უკან დასაბრუნებელი გზა არ ჩანს...

 

587
თემები:
ქართველები უცხოეთში
გუდაური

რა საფრთხეს შეიცავს ზამთრის კურორტები: თურნავას განმარტება

0
საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

 

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ზამთრის კურორტები ევროპაშიც  ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორადაა მიჩნეული,  რის გამოც  ევროპული სახელმწიფოები ამ სეზონზე კურორტებს არ გახსნიან , - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია  „იმედის“ ეთერში. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა – სასტუმროები საკარანტინე სივრცეებად გადაკეთდა.

„კორონავირუსის გავრცელების იმ დონის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდება, მოსალოდნელი იყო, რომ ზამთრის კურორტები ახალი ეპიდკერა გახდებოდა.  ამიტომ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაციებსა და მოთხოვნას. დროებით შევზღუდეთ კურორტების საქმიანობა“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც ადრე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ქვრივიშვილმა განაცხადა, თუ ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდვითარება იქნება, საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომაც ამ სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული  დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. 

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტი ითვალისწინებს საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობას იმ სფეროებში დასაქმებულ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი-იანვარში. ამასთან, გრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ.
საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა