10800 ოჯახის სასურველი სტუმარი -პატარების საყვარელი „ლიტა დეიდა“

გამოწერა
 საქველმოქმედო ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგია -The  Caucasian Synergy", რომლის საქმიანობასაც სისტემაურად ვაშუქებთ, თავისი არსებობის მერვე წელს ითვლის. მისი აქტიურობა განსაკუთრებით ახალი წლის დღეებშია შესამჩნევი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ორგანიზაციის მიერ დღემდე ჩატარებული აქტივობების ჩამონათვალი სამი თაბახის ფურცელს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია 2011 წლის ხუთ აგვისტოს  დაარსდა და ქალბატონ ლიკას ინფორმაციით, მან უკვე შეძლო სხვადასხვა სახის დახმარება აღმოეჩინა 10800 მოზარდისთვის, საქართველოს მასშტაბით კი რამდენიმე ასეული საქველმოქმედო პროექტი განახორციელებინ

გადავწყვიტეთ არ ვუღალატოთ ტრადიციას და ამ წინასაახალწლოდაც გავესაუბროთ ორგანიზაციის დამაარსებელს, ქალბატონ ლიკა ბებურიძეს.

© photo: courtesy of Lika Beburidzeლიკა ბებურიძე
10800 ოჯახის სასურველი სტუმარი -პატარების საყვარელი „ლიტა დეიდა“ - Sputnik საქართველო
ლიკა ბებურიძე

- ქალბატონო ლიკა, ამჯერად რა გაქვთ დაგეგმილი და ვის გახარებას აპირებთ?

- ჩვენი ორგანიზაციის ოფისში (მის: ჩუბინაშვილის N36)  2020 წლის 1- დან 15 იანვრის  ჩათვლით დაიწყება საახალწლო ღონისძიებები, რაც ბევრ აქტივობას ითვალისწინებს. წელსაც დაგეგმილია სოციალურად დაუცველ ოჯახებში მისვლა, საჩუქრების დარიგება, გრძელდება უფასო კვება პროექტის  „მახარებლები" ფარგლებში, ასევე „ფსიქოსეანსების“ ვაუჩერების დარიგება-რაც  მეტად მნიშვნელოვანი გახდა გახშირებული ბულინგის, სუიციდის მცდელობის და სხვა ამგვარი მიზეზების ფონზე. ტრადიციულად დავეხმარებით სოციალურად დაუცველ ჩვენს მცირეწლოვან ბენეფიციარებს, მოხუცებსა და ვეტერანებს. ამას გარდა საახალწლო ტკბილეული დაურიგდება ქუჩაში და მიწისქვეშა გადასასვლელებში მოწყალებისთვის გამოსულ ადამიანებს. აქვე კიდევ ერთხელ მივმართავთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ ამ კეთილ საქმეებში გვერდით დაგვიდგეთ. მათ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ ჩვენთან ერთად გაწიოს სიკეთე, ორგანიზაციის "კავკასიონის​ სინერგია-The Caucasian Synergy" რეკვიზიტებს მოგაწვდით: ს/ტ:555727767 Email: thecaucasiansynergy@mail.ru ს/კოდი:40490650 ს/ანგარიში. GE63BG0000000346191900- ერთად​ დავეხმაროთ​ ჩვენს​ გენოფონდს!

© photo: courtesy of Lika Beburidzeლიკა ბებურიძე
10800 ოჯახის სასურველი სტუმარი -პატარების საყვარელი „ლიტა დეიდა“ - Sputnik საქართველო
ლიკა ბებურიძე

- ვიცი, რომ აქამდე ძალიან ბევრი პროექტი გაქვთ ჩატარებული, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მაინც, იქნებ, ნაწილი მაინც შევახსენოთ მკითხველს...

 - ესენია: პარლამენტის​ საჯარო​ ბიბლიოთეკაში, სტუდიებში, ოფისში​ და​ სხვა​ საჯარო​ სივრცეში ჩატარებული​ საქველმოქმედო​ მასტერ-კლასები", ფსიქოლოგის​ დახმარების​ სერვისი, არტთერაპია​ და​ გეშტალტთერაპია, კინოთეატრ "რუსთაველთან” ​შვიდ წლიანი​ თანამშრომლობის შედეგად უფასოდ გაცემული ბილეთები, ასეთივე კავშირი გვაქვს: რუსთაველის თეატრთან, თავისუფალ თეატრთან, პანტონიმის თეატრთან, თოჯინების თეატრთან და სხვ. აქტუალურია საჯარო სივრცეებში გამართული „არტ-თერაპიები“ მოზარდებისთვის, ვეტერანებისთვის​ და​ შშმ​ პირებისთვის,​ სხვადასხვა ექსკურსიები​ ​ წარჩინებულ​ მოზარდთა​ მოტივაციის​ მიზნით,  ღონისძიებები: "ვერის სტიქიით დაზარალებულთა​ თანადგომა", "სტუმრად​ ქართლში-​საზღვრისპირა​ რეგიონში", "სააღდგომო​ დღესასწაულები," უმწეოთათვის უფასო კვება​ რესტორნებში​: (“ალავერდი", რესტორანი " ბაბილო", ბარი" ბოტანიკურ ბაღში",​ კვება​ "რუსთაველზე  აჭარულები ლაღიძეზე"", კონცერტები​ " ენკიბენკის" სტუდიაში, საქველმოქმედო​ კონცერტები ქართლის რეგიონში და​ თბილისში.

© photo: courtesy of Lika Beburidzeლიკა ბებურიძე
10800 ოჯახის სასურველი სტუმარი -პატარების საყვარელი „ლიტა დეიდა“ - Sputnik საქართველო
ლიკა ბებურიძე

- ყველაზე უჩვეულო შემთხვევები გაიხსენეთ, რაიმე უჩვეულო ხომ არ გთხოვეს ბავშვებმა, ან უჩვეულო ფორმით გამოხატეს შენდამი მადლობა?

- მადლობის გამოსახატავად ეს უსაყვარლესი ბავშვები მჩუქნიან ხოლმე მათ მიერ გაკეთებულ ნახატებს და თავის საყვარელ პაწაწინა სათამაშოებს, რომელსაც ისევ მათივე თხოვნით დაავადებულ და უმწეო ბავშვებს ვჩუქნი, რადგან ასეთი საჩუქრები საოცარ დადებით ენერგეტიკას ატარებენ. ისინი სიყვარულით ლიკა დეიდას, პაწაწინები კი  ლიტას მეძახიან - როცა მხედავენ ასე ამბობენ: ჩვენი ლიტა მოვიდაო. მე  უფრო სინერგიული მაშველი გახლავართ, ჩემთვის სამყაროდან  ბოძებული შესაძლებლობის მათი სიკეთისთვის გამომყენებელი. ვცდილობ, რომ უმწეოებს მძიმე ყოფა გავუფერადო. ჩვენი არსებობის  მანძილზე უკვე 10800 ოჯახის სტუმარი გახლდით...

© photo: courtesy of Lika Beburidzeლიკა ბებურიძე
10800 ოჯახის სასურველი სტუმარი -პატარების საყვარელი „ლიტა დეიდა“ - Sputnik საქართველო
ლიკა ბებურიძე

-სამომავლოდ რაიმე დიდი გეგმე ხომ არ გაქვთ?

-ჩემი მთავარი მიზანია დღის აკადემია -პანსიონის აშენება და მისი ამუშავება, სადაც ყოველ ათ დღეში 50 წარჩინებული უფროსკლასელი  დაჯილდოვდება, მათ გადაეცემათ სხვადასხვა სახის სერვისების ვაუჩერები. გამოცდილი პროფესორები ჩაუტარებთ ლექციებს საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში. აუცილებელია, რომ ასეთ პროცესებში ყველა ჩაერთოს. ერის გენოფონდის დაცვა და მისი დახმარება ჩემი ორგანიზაციის მთავარი  მიზანია. ახალ წელს ვისურვებ, რომ იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ყველა საკუთარ სახლში შეხვდეს მას. ყველა უმწეოს ჰქონდეს დაუყვედრებელი საკვები და მათი ბავშვური ნატვრები ასრულდეს! გილოცავთ ახალი 2020 წლის შემობრძანებას, სიყვარული და ხვავი მოეტანოს ყოველი ჩვენთაგანისთვის. რაც მთავარია, სიკეთის ჩადენის სურვილი არ გაგვიქრეს ადამიანებს...

ყველა ახალი ამბავი
0