მარია ფონ ებნერ-ეშენბახი

სიყვარული წამება, უსიყვარულობა სიკვდილი

362
(განახლებულია 14:36 19.12.2019)
ჩვენი კეთილი საქციელის შედეგები შეუბრალებლად დაგვდეს თან და მისი გადატანა ხანდახან უფრო რთულია, ვიდრე ცუდი საქციელის შედეგების...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ მარია ფონ ებნერ-ეშენბახის მოსაზრებებს.

ბარონესა მარია ფონ ებნერ-ეშენბახი (Marie Freifrau Ebner von Eschenbach, 1830-1916) – ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი. მას დიდი პოპულარობა მე-19 საუკუნის ბოლოს მოუტანა ფსიქოლოგიურმა რომანებმა და მოთხრობებმა. მწერალი ასევე ცნობილია თავისი ბრძნული გამონათქვამებით.

მარია ფონ ებნერ-ეშენბახის ნაწარმოებები გამოირჩევა ცხოვრების თავისებური, ღრმა დაკვირვებების ასახვით, დახვეწილი იუმორით.

მწერალს დიდი წარმატება მოუტანა 1883 წელს დაწერილმა Dorf- und Schlossgeschichten-მა. ამის შემდეგ მარია ფონ ებნერ-ეშენბახი იმ დროის თანამედროვე გერმანელ მწერალთა რიგებს ჩაუდგა სათავეში. მის კალამს ეკუთვნის ასევე Gesammelte Schriften, Aphorismen, Parabeln, Märchen und Gedichte, დიდი მოთხრობები: Das Gemeindekind Unsühnbar, მოთხრობები: Jakob Szela, Die Unverstandene auf dem Dorfe, Er lässt die Hand küssen, Lotti, die Uhrmacherin, Nach dem Tode, Wieder die Alte, Die Freiherrn von Gemperlein, Oversberg, Die Kapitalistinnen და სხვ.

 

362
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (50)