ეკლესიაში სიარული ქრისტიანად არ გაქცევს, ისევე, როგორც გარაჟში სიარული – მძღოლად

გამოწერა
კულტურული ადამიანის იდეალი – ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებს ნამდვილ ადამიანურობას...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ალბერტ შვაიცერის მოსაზრებებს.

ალბერტ შვაიცერი (Albert Schweitzer, 1875-1965) – გერმანელი და ფრანგი პროტესტანტი თეოლოგი, კულტურის ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, მუსიკოსი, ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1952).

უდაბნო - Sputnik საქართველო
საშიში სექსი, საშიში სიყვარული და ორნი უდაბნოში...

შვაიცერს ძალიან აინტერესებდა ისტორიული იესოს ძიება – სახარების კრიტიკა. ამ ძიებების აღწერისა და კრიტიკის შემდეგ ის ძალზე პოპულარული გახდა. ქრისტე შვაიცერისთვის უბრალოდ ადამიანია.

შვაიცერი ასევე ცნობილი იყო, როგორც ორგანისტი და მუსიკისმცოდნე. ის დაინტერესებული იყო იოჰან სებასტიან ბახის მემკვიდრეობით. მას კომპოზიტორის შესახებ წიგნიც აქვს დაწერილი.

შვაიცერი ორგანის კონსტრუქციის უდიდესი ექსპერტი იყო. მისმა წიგნმა (1906) ბევრი ორგანი გადაარჩინა გაუმართლებელ მოდერნიზაციას.

1913 წელს მეუღლესთან ერთად გაემგზავრა აფრიკაში, ლამბარენეში (გაბონის პროვინცია, საფრანგეთის კოლონია), სადაც საკუთარი სახსრებით საავადმყოფო ააშენა.

ადამიანი და სამყარო - Sputnik საქართველო
დანებდა თუ დამარცხდა, კმაყოფილებების მთელი ვაგონი და 3-4 ტონა პრობლემა

ბოლო სამი ათწლეული შვაიცერი ორ კონტინენტზე ცხოვრობდა – ხან აფრიკაში მუშაობდა, ხან ევროპას სტუმრობდა ლექციების წასაკითხად, საორგანო კონცერტების გასამართად, ან საკუთარი წიგნების გამოსაცემად. რამდენიმე ევროპულმა უნივერსიტეტმა მას საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, 1953 წელს შვაიცერი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. მიღებული სახსრებით მან ლამბარენეში ააგო სოფელი კეთროვანებისთვის.

ბოლო წლებში ის ლამბარენეში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1965 წლის 4 სექტემბერს. მის მიერ დაარსებული საავადმყოფო დღემდე არსებობს და ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0