ემიგრანტი ქალის წერილები „ტატუ გავიკეთოთ ყველამ შუბლზე: „წამოსვლა იოლია, დაბრუნებაა ძნელი“

© photo: courtesy of Manana Jimsheleishviliმანანა ჯიმშელეიშვილი
მანანა ჯიმშელეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. ამასთან ერთად ბუნებრივი ნიჭის წყალობით პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ მათ შემოქმედებით ნატურას მატერიალური პრობლემები ვერ დაჩრდილავს...

პროფესიით ფლორისტი-დიზაინერია, ექვსი შვილის დედა და ათი შვილიშვილის ბებია. ბავშვები სხვების დაუხმარებლად გაზარდა და ამისთვის საქართველოში არც ერთ საქმეს არ თაკილობდა. დღეს ემიგრაციიდან ეხმარება შვილებს. ოპტიმიზმი არც უცხოეთში დაუკარგავს – ყველა ფოტოზე გაღიმებულია...

წყალტუბოელი მანანა ჯიმშელეიშვილის წერილში მოთხრობილ ცხოვრების ამბავს გაეცანით...

© photo: courtesy of Manana Jimsheleishviliმანანა ჯიმშელეიშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები „ტატუ გავიკეთოთ ყველამ შუბლზე: „წამოსვლა იოლია, დაბრუნებაა ძნელი“ - Sputnik საქართველო
მანანა ჯიმშელეიშვილი

ორი წელია, რაც ათენში სამუშაოდ ჩამოვედი. საქართველოში ყოფნის დროს, სიმართლე გითხრათ, უცხოეთში ცხოვრებას ადვილად ვუყურებდი. როცა ემიგრანტის წუწუნს ვისმენდი, სულ ვფიქრობდი – რას წუწუნებენ, ვინ სთხოვა შვილების დატოვება–მეთქი. სიმართლეს მაშინ ჩავხედე თვალებში, როდესაც ექვსი შვილის დატოვება და უცხოეთში იძულებით წამოსვლა მომიწია. საქართველოში თორმეტი წელია ქირით ვცხოვრობთ, ძალიან გაგვიჭირდა უმუშევრობა, იძულებული გავხდი, რომ აქეთ გამოვქცეულიყავი... მოხუცს ვუვლი და დასვენება არ მაქვს, ერთ სივრცეში გამოკეტილი ვცდილობ თავი რაღაცით შევიქციო – ვქსოვ, ვკერავ, სამკაულებს ვაწყობ და მალამოებს ვამზადებ.

© photo: courtesy of Manana Jimsheleishviliმანანა ჯიმშელეიშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები „ტატუ გავიკეთოთ ყველამ შუბლზე: „წამოსვლა იოლია, დაბრუნებაა ძნელი“ - Sputnik საქართველო
მანანა ჯიმშელეიშვილი

ორ ფრონტზე ვიბრძვი: იქით შვილების ჯავრი მკლავს, აქეთ – ბრძანებების შესრულება. არ ვიცი, ასეთ ცხოვრებას რამდენ ხანს გავუძლებ, მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ სამშობლოდან წასული ნებისმიერი ქალი გმირია. მრცხვენია, როცა მახსენდება საქართველოში ყოფნის დროს რას ვფიქრობდი მათზე. ერთხელ ხუმრობით ასეთი რამ დავპოსტე: „მოდი, ტატუ გავიკეთოთ ყველამ შუბლზე: „წამოსვლა იოლია, დაბრუნებაა ძნელი!“ – ასი წლის მერე ხომ უნდა ამოგვიცნონ პატრონებმა? შემთხვევით ვინმეს არ ავერიოთ და მდიდარმა არ დაგვავლოს ხელი, თორემ რა შეეჩვევა მერე ფუფუნებას?..

ადამიანს ცხოვრებაში ბევრის რამის ვალი აქვს: ვალი ღმერთის, ვალი მშობლების, ვალი სიყვარულის, სიკეთის, ერთგულების... ეს ის ვალია, რომელსაც ვერასდროს გადავიხდით, რადგან ამ ჩამონათვალს ვალად თითქმის არავინ თვლის. ჩვენ გვგონია, რომ ვალი მარტო ფულია. ძალიან ვცდებით! ეს ყველაზე ადვილი გადასახდელი ვალია, ვიდრე ის, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმავე სიკეთით მოვექცეთ ადამიანებს, როგორც ჩვენ მოგვექცნენ... 

© photo: courtesy of Manana Jimsheleishviliმანანა ჯიმშელეიშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები „ტატუ გავიკეთოთ ყველამ შუბლზე: „წამოსვლა იოლია, დაბრუნებაა ძნელი“ - Sputnik საქართველო
მანანა ჯიმშელეიშვილი

ექვსი შვილის გაზრდა ადვილი არ არის, როცა გვერდით ღმერთის მეტი არავინ გიდგას და მთავარიც სწორედ ესაა. დღეს არ ვნანობ ჩემ წვალებას და ცრემლებს, რაც 47 წელი ვიწვნიე, რადგან ღმერთმა მაჩუქა ჯანმრთელი შვილები, მაჩუქა კარგი ადამიანები, რომლებიც გულს მიმაგრებენ. მეტი რა უნდა ვინატრო? ბევრს შეიძლება არ სჯერა სასწაულების, მაგრამ სინამდვილეში ის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ. მე მჯერა სასწაულების, მჯერა უფლის, რომელიც ყოველთვის მეხმარება და ხსნის გზას ყოველთვის მიჩვენებს ხოლმე...

 

ყველა ახალი ამბავი
0