ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა

ერთადერთი რამ, რასაც ადამიანი ვერ აკონტროლებს

158
(განახლებულია 14:26 31.10.2019)
ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თავისუფალია, იმ ნასროლ ქვასა ჰგავს, რომელიც ფიქრობს, რომ დაფრინავს...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ბენედიქტ (ბარუხ) სპინოზას გამონათქვამებს.

ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (Benedictus de Spinoza, 1632-1677) – ებრაული წარმოშობის ნიდერლანდელი რაციონალისტი ფილოსოფოსი, ნატურალისტი, ახალი დროის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია.

სპინოზას ბაროკოს (ევროპული ხელოვნების სტილი XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე) ფილოსოფოსსაც უწოდებენ. მისი ფილოსოფია მოიცავს ანტიკური სტოიციზმის, შუა საუკუნეების ებრაული რაციონალიზმის, აღორძინების ეპოქის ჰუმანისტი ფილოსოფოსებისა თუ მისი თანამედროვეობის ბუნებისმეტყველების კონცეფციების ელემენტებს.

სპინოზა ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა სამშობლოში – ნიდერლანდებში. ყველაზე პრესტიჟული პრემია მეცნიერების სფეროში მის სახელს ატარებს – სპინოზას პრემია (Spinoza Prize). ევროს შემოღებამდე ის ეროვნული ვალუტის ქაღალდის კუპიურაზეც იყო გამოსახული.

წაიკითხეთ აქ: ახალი ტოტალიტარიზმი, ბოსების კოჰორტა და მონობაზე შეყვარებული მონები

სპინოზას თხზულებათა გავლენა ფილოსოფიის საზღვრებს სცილდება. სპინოზას შემოქმედებამ დიდი როლი შეასრულა გოეთეს, აინშტაინის, ირვილ იალომისა და სხვათა მოღვაწეობაზე.

 

158
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (35)