სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა

© courtesy of Miho Neiman სიღმაღი
სიღმაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის სიღნაღი აუცილებლად სანახავ ქალაქთა ნუსხაშია. ბოლო პერიოდში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ ისევ თავიდან გასაკეთებელი, ან გადასაკეთებელია...

ამაზე სპეციალისტებთან ერთად ბევრს ფიქრობენ თავად სიღნაღელებიც, ვისაც ძველი ქალაქიდან ხელოვნურად განადგურებული ღირშესანიშნაობები ახსოვთ, რაც ქალაქს სხვა ადგილებისგან აშკარად გამოარჩევდა...

როგორც წესი, სიღნაღში ჩამოსულ უცხოურ ტურისტულ ჯგუფებს თავისი გიდი ახლავს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობი რჩება ის, თუ რას და როგორ უხსნიან ისინი აქ ჩამოსულ სტუმრებს...

© photo: courtesy of Leqso Elashviliსიღნაღელი პაპა
სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა - Sputnik საქართველო
სიღნაღელი პაპა

საბედნიეროდ, აქ არიან ქალაქზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობადაც კი თვლიან, რომ უცხოელებს ქალაქის ისტორია თავად მოუთხრონ... თუკი სიღნაღში მოხვდებით, ცენტრში სხვადასხვა სავაჭრო დახლებს შორის, ერთ ძველებურ საბჭოურ მანქანასთან, ლექსო ელაშვილს დაინახავთ.

მას ძველი, საბჭოური მანქანის ძარაზე საკუთარი ხელით დაწურული ღვინის კოლექცია აქვს გამოფენილი. იქვე ადრე გამოცემული წიგნებია, რომლებშიც ძველი სიღნაღის ამსახველი ფოტო - ქრონიკა და ამბებია...

ბატონი ლექსო მასთან მისულ ყველა სტუმარს საკუთარი წარმოების ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ისტორიადქცეული ამბების გაცნობას საკუთარი ინიციატივითა და დიდი სიყვარულით სთავაზობს... ბევრ რამეზე წუხს ქიზიყელი კაცი, პირველ რიგში, იმაზე, რომ ქალაქში არ არის ძეგლი იმ კაცისა, ვინც სიღნაღს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი... აქ მხოლოდ ნიკალას ქმნილება „ექიმი სახედარზეა“...

© photo: courtesy of Leqso Elashviliლექსო ელაშვილის კოლექცია
სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა - Sputnik საქართველო
ლექსო ელაშვილის კოლექცია

სამაგიეროდ, ცენტრში აღმართულია, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ძეგლი შეძლებული ადამიანის მამისა, რომლის შესახებ, გაკითხვის შედეგადაც გავიგეთ, რომ პროფესიით ექიმი, ანაგაში ყოფილა დაბადებული და მთელი ცხოვრება თბილისში უცხოვრია... ბატონი ალექსანდრე ელაშვილი ადგილობრივია, მისმა ახალგაზრდობამ სიღნაღში გაიარა. სანერგე მეურნეობაში მევენახე- ბრიგადირად იმ დრომდე მუშაობდა, სანამ ყველაფერი საბოლოოდ არ დაიშალა. ამის მერე, გვითხრა: „ყველგან ვიმუშავე, სადაც კი შეიძლებოდა ოჯახი გამომეკვებაო“... ბოლოს ისევ მამისგან შესწავლილ საქმეს მიუბრუნდა და ვენახის მოშენება დაიწყო... დღეს საკუთარი ხელით დაწურული ღვინისა და შამპანურის კოლექცია აქვს, მათ შორის კი-მის მიერ აღმოჩენილი ვაზის ნაჟურიცაა...

© photo: courtesy of Leqso Elashviliლექსო ელაშვილი
სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა - Sputnik საქართველო
ლექსო ელაშვილი

-ბატონო ლექსო, სიღნაღში თქვენს ღვინოს აქებენ...

- ბოლო წლებია მივუბრუნდი მეღვინეობას, იმას, რასაც მე და მამა სახლისთვის მთელი ცხოვრება ვაკეთებდით. ჩემი ღვინის კოლექციაში არის როგორც ტრადიციული- ევროპული, ტკბილი, დანახევრად ტკბილი ღვინოები, ასევე ბუნებრივი გზით დამზადებული შამპანიურიც.. ჩემი ღვინის ახლანდელ კოლექციაშია: ქინძმარაული, მაყვალი, იზაბელა, ბროწეული, ცისარტყელა, ატამი, თითა, უბატონო, მშრალი, ნახევრადტკბილი, მანავის მწვანე, შამპანიური და ნახევრად ტკბილი. მაქვს მუხისა და ნუშის კონიაკი, ატმის არაყი და ტარხუნის ჭაჭაც...

- „უბატონოზე“ რას გვეტყვით?- ასეთი დასახელების ღვინო არ გამიგია...

- ორი წლის უკან, სოფელში, ერთ ოჯახში, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ველური ვაზი, რომელიც არ ისხვლება არ იწამლება. ამასთან გაცილებით მუქი ფერისაა, ვიდრე საფერავი. სად არ ვიყავი, ვის არ ვაჩვენე: ვერც ერთმა ძველმა მეღვინემ ვერ ამოიცნო რა ჯიშია და ვერ მითხრა მისი სახელი. ავდექი და ჩემი კუთხის საპატივცემულოდ მას „უბატონო“ ვუწოდე.

© photo: courtesy of Leqso Elashviliლექსო ელაშვილის კოლექცია
სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა - Sputnik საქართველო
ლექსო ელაშვილის კოლექცია

- თავად ვარ მოწმე იმისა, საკუთარი ინიციატივით როგორ ასრულებთ გიდის მოვალეობას და ძველ წიგნებსაც უჩვენებთ ხოლმე ტურისტებს...

- არიან უცხოელები, რომლებსაც საქართველო დღემდე ისევ საბჭოთა კავშირის ერთ- ერთი რიგითი რესპუბლიკა ჰგონიათ...სწორედ მათ ვუხსნი ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. რაც შეეხება წიგნებს, ერთი მათგანი, 1977 წელს საქართველოზე გამოცემული წიგნია. აქ ბევრი ისეთი რამაა შესული, რაც დღეს სიღნაღში აღარ არის... ჩემი ბავშვობის სიღნაღი- ჩემი ტკივილი და ნოსტალგიაა. დღეს იმ ძველი ქალაქიდან მხოლოდ გალავანი, წმინდა ნინოს მონასტერი, ბარათაშვილის და გორგასლის ქუჩები დარჩა - დანარჩენი სტამბულის ბაზარია, მეტი არაფერი... იქნებ, ბევრს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ სიღნაღს ჰქონდა წნორამდე გადაჭიმული საბაგირო გზა, რომელიც სიგრძით მეორე იყო მსოფლიოში. 2005 წელს ის საბაგირო მოჭრეს და ჯართად ჩააბარეს. აქ იყო ტურბაზა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათას კაცს იტევდა, ისიც დაანგრიეს... - დასანანია, რომ სიღნაღში დღემდე არ არის ნიკალას ძეგლი...

© photo: courtesy of Leqso Elashviliლექსო ელაშვილის კოლექცია
სიღნაღზე შეყვარებული ქიზიყელი, რომელმაც ვაზის უცხო ჯიში აღმოაჩინა და „უბატონო“ უწოდა - Sputnik საქართველო
ლექსო ელაშვილის კოლექცია

-მსოფლიოს უდიდესი მხატვარი ფიროსმანი სიღნაღიდანაა. გული მწყდება, რომ საქართველოში მისი ძალიან ცოტა ნახატია დარჩენილი, ამიტომ ყველა ტურისტს, ვინც დაინტერესებულია ნიკალას შემოქმედებით, ერთი წიგნიდან, რომელშიც მისი ბიოგრაფია და ნახატებია მასზე ფოტოებს ვაჩვენებ ხოლმე... რაც შეეხება ძეგლებს, ნიკალას ძეგლი ან მისი სევდიანი სიყვარულის ამსახველი რაიმე ძეგლი არ უნდა იდგეს აქ? კარგად მახსოვს,1989 წელს ცენტრალური პარკის შესასვლელში აღმართული ლენინის ძეგლი როგორ ავიღეთ. მას შემდეგ 30 წელი გავიდა და ნუთუ ვერ ვნახეთ ისეთი პიროვნებაც, ვის ძეგლსაც შეეძლო ლენინის ძეგლის ადგილი დაეკავებინა?.. კიდევ სიღნაღში იდგა თავისუფლების სიმბოლო ამირანის ძეგლი, რომელიც გააქრეს და დღეს კაცმა არ იცის, სად წაიღეს... არ მინდა, რომ ჩვენი ლამაზი ქალაქი უსულო დეკორაციად იქცეს, მას ის სული უნდა დავუბრუნოთ, რაც თავის დროზე ჰქონდა...

ყველა ახალი ამბავი
0