პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი
მარიამ გრიგორიადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტი მარიამ გრიგორიადი 18 წლისაა, მაგრამ, ლექსებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მისი მუზა მასზე ცოტათი უფროსია...

„მეთექვსმეტეჯერ იანვარში ჩნდება პროლოგი.

სული კი ფიქრობს, მას აკლია კუმშვა და კვეცა,

ფოთლების კრუნჩხვით ვერ ამოხსნის მარტის მოლოდინს.

სიკვდილს ინატრებს ნოსტალგია, მოგელის რახან,

ის თეთრი ხიდიც იარსებებს ცხრავე სამყაროდ.

შენ კი... ტკივილის იმოდენა სიმძიმეს ნახავ,

უბრძანებ ღრუბელს – იარაღი ცაზე დაჰყაროს!“

ეს მარიამის ერთ-ერთი ლექსია და მასში ცხოვრებისეული სათქმელი ფილოსოფიურადაა გადმოცემული...

თინეიჯერი პოეტი ნორჩ შემოქმედთა კლუბის პრეზიდენტია. 2017 წელს მან ლიტერატურული კონკურსი „ზღვაურის“ ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა და ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძისდამი მიძღვნილი ლექსისთვის სპეციალური პრიზიც გადაეცა.

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი
პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა - Sputnik საქართველო
მარიამ გრიგორიადი

- მარიამ, სულ ახლახან ჩავლილი ბავშვობიდან, რამაც ფაქტობრივად შეგქმნა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

- ბავშვობას ძირითადად წიგნების კითხვასა და გადაცემების ყურებაში ვატარებდი. ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო ჩემთვის იყო გადაცემა უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე, რომელსაც ხშირად ვუყურებდი. სწორედ მან გამიჩინა სურვილი დავხმარებოდი სხვებს და მოხალისე გავმხდარიყავი. როცა გავიგე, რომ თურმე ჩემ ქვეყანაშიც ტარდებოდა მსგავსი რამ, მასში მაშინვე ჩავერთე. ახლა მოხალისე ვარ და თითქმის ყველა ჩემპიონატს ვესწრები, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემ ცხოვრებაზე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რაც უკვე ახდა.

- რა მოგიტანა „ზღვაურში“ გამარჯვებამ?

- „ზღვაურში” გამარჯვება შეიძლება მარტივი ჩანს, წერ და „გეხერხება", მაგრამ ასე არ არის. რამდენიმე წელი ვშრომობდი და ვიბრძოდი იმისთვის, რომ ეს შედეგი დამედო და ბოლოს დასახულ მიზანსაც მივაღწიე. ამ გამარჯვებამ მაჩვენა, რომ მეტი შემიძლია და თუ ადამიანი მოინდომებს და იშრომებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს...

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი
პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა - Sputnik საქართველო
მარიამ გრიგორიადი

- 18 წლის გოგოსთვის ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობ წუთისოფლის წარმავალობასა და ამაოებაზე?

- რა გითხრათ, თქვენ კითხვაზე მახსენდება ჩემი ბაღი... ბავშვობაში გიმნაზიის ბაღი დავამთავრე. იქ გვასწავლიდნენ, რომ ამ სამყაროში მხოლოდ სტუმრები ვართ და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ალბათ ეს აზრი ჩემ გონებაში ჩაჯდა და ნაწილობრივ ლექსებშიც აისახა... თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ დავწერო ისე, რომ ლექსში ყველამ საკუთარი აზრი ამოიკითხოს.

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი სკოლაში
პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა - Sputnik საქართველო
მარიამ გრიგორიადი სკოლაში

- როგორ ფიქრობ, რა არის ამ ასაკში ყველაზე დიდი ბედნიერება და შენი თაობის ყველაზე დიდი პრივილეგია?

- ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ასაკში ისაა, რომ იყო თავის'უფალი. დღეს უმეტესობას თავისუფლება აღვირახსნილობაში ერევა, რაც ძალიან სამწუხაროა. პრივილეგიები არ ვიცი... ჩემს თაობას მილენიალების თაობას უწოდებენ, რაც ტექნოლოგიების თაობას ნიშნავს. ალბათ იმაშია ამ თაობის პრივილეგია, რომ დღეს კომუნიკაცია უფრო ადვილი და მოსახერხებელია. თუმცა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. არ ვამართლებ რეალური სამყაროს მთლიანად ვირტუალურით ჩანაცვლებას, რაც ამ თაობის მთავარ ნაკლად მიმაჩნია. მომწონს ის, რომ გახსნილები ვართ, მზად ვართ ცვლილებებისთვის და იმისთვის, რომ ისინი თავად მოვახდინოთ.

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი
პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა - Sputnik საქართველო
მარიამ გრიგორიადი

- ადამიანი, ვინც შენ ცხოვრებაზე კვალი დატოვა...

- ასეთი ადამიანი არის ჩემი პედაგოგი, ქალბატონი ბელა ქებურია, რომლის დამსახურებითაც ბევრ რამეს მივაღწიე პოეზიაში და ამის გამო მისი ძალიან მადლობელი ვარ.

- „იქნებ ამინდმა შეგვიჩეროს სისხლდენა... ივლისს

მტერმა შიგნიდან ჩაუმსხვრია სულის დარაბა!

გვითხარით მაინც... ამ მიწაზე რამდენ ხანს ვივლით,

რამდენ მეომარს მოინელებს კიდევ მარაბდა?!“ – ეს სტროფი ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილი შენი ლექსიდანაა...

- კონკურსს „ზღვაური“ თანდართული ნომინაცია ჰქონდა, რომელიც ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილ ლექსს გულისხმობდა. ეს ლექსიც სწორედ საკონკურსოდ დაიწერა და მან მთავარი პრიზიც დაიმსახურა, რაც ძალიან მახარებს.

© photo: courtesy of Mariam Grigoriadiმარიამ გრიგორიადი
პოეტი გოგო მილენიალების თაობიდან და ასაკით მასზე უფროსი მუზა - Sputnik საქართველო
მარიამ გრიგორიადი

- ყველაზე მისაბაძი ადამიანი ვინ არის შენთვის?

- პირადად მე ძალიან მიყვარს სებასტიან სტენი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და მათ აღმოფხვრას ჩემი თაობის ადამიანებში.

- 20 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი?

- 20 წლის შემდეგ არ ვიცი რა იქნება, ჩემი გეგმები ჯერ მოკლევადიანია და მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრებამდე, ანუ ოთხ-ხუთ წელზეა გათვლილი. ფიზიკურად ყველა იცვლება და, ბუნებრივია, მეც შევიცვლები. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია, ნებისმიერ ასაკსა თუ დროში იყო ის, ვინც ხარ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატო, შენს ოცნებას გაჰყვე და ადამიანად დარჩე...

 

ყველა ახალი ამბავი
0