თბილისიდან სოფელში გადასახლებული დათო ბაბუა ბავშვებისთვის ეკოლოგიურ სათამაშოებს ქმნის

© photo: courtesy of Dato Mosidzeხის ხელნაკეთი სათამაშოები
ხის ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დათო ბაბუას სათამაშოები“ – სულ ახლახან ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ხის ხელნაკეთი სათამაშოების ბრენდი გამოჩნდა, რომელიც მოზარდებს ფაზლის ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს სთავაზობს.

ინჟინერ-მშენებელი დათო მოსიძე ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს რამდენიმე წელია ამზადებს. წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. 2002 წელს მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სწორედ მაშინ დაიწყო ხის ხელნაკეთი სათამაშოების დამზადება. დღეს ბატონი დათო ძირითად დროს სახელოსნოში ატარებს, სადაც ხისგან რვა სახეობის ნაკეთობას ამზადებს.

- პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ვცხოვრობდი და ვმუშაობდი დედაქალაქში. რამდენიმე წელია დავბრუნდი სოფელში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ მიქავაში. მოვაწყვე სახელოსნო და დავიწყე ხეზე მუშაობა, რაც ყოველთვის მიტაცებდა. 

© photo: courtesy of Dato Mosidze ხის ხელნაკეთი სათამაშოები
თბილისიდან სოფელში გადასახლებული დათო ბაბუა ბავშვებისთვის ეკოლოგიურ სათამაშოებს ქმნის - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათამაშოები

- რატომ გადაწყვიტეთ ხის ხელნაკეთი სათამაშოების წარმოება დაგეწყოთ?

- ბოლო დროს გააქტიურდა სპეციალისტების მიერ საუბრები საზღვარგარეთიდან შემოტანილი სათამაშოების მავნებლობაზე.  გადავწყვიტე ამ მიმართულებით მემუშავა. ვაწარმოებ სათამაშოებს, რომლებიც მზადდება ხისგან, არ ვიყენებ ლაქ-საღებავებს, არანაირ ქიმიურ შენაერთებს. სპეციალისტების რჩევით სათამაშოები არის ასაწყობი, რაც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას.

2015 წელს პროექტის „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, სადაც გავიმარჯვე და დამაფინანსეს 5000 ლარით, გავაუმჯობესე ტექნიკური ბაზა და შევიძინე ხელსაწყო-დანადგარები.

© photo: courtesy of Dato Mosidzeხის ხელნაკეთი სათამაშოები
თბილისიდან სოფელში გადასახლებული დათო ბაბუა ბავშვებისთვის ეკოლოგიურ სათამაშოებს ქმნის - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათამაშოები

- რა ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

- „დათო ბაბუას სათამაშოები“ არის ფაზლის ტიპის სათამაშოები. დაშლილი სათამაშოს დეტალებს ასაწყობად ვათავსებ ხის ყუთში და ბავშვს შეუძლია ის თავად ააწყოს. სათამაშო განკუთვნილია სამი წლის ასაკიდან. მოზარდ ბიჭუნებს კი უფრო სამხედრო თემატიკის სათამაშოები მოსწონთ.

- რა მასალით იქმნება სათამაშოები?

- დეტალებს ვამზადებ სხვადასხვა ჯიშის ხისგან – თუთა, კაკალი, ცაცხვი და სხვ. ხის მასალას ვპოულობ მდინარის პირას, ტყეში, რომლებიც ქარის მიერ არის მოგლეჯილი. საშეშე მასალაშიც შეიძლება ბევრი საჭირო ხის ნაჭრის პოვნა.

© photo: courtesy of Dato Mosidzeხის ხელნაკეთი სათამაშოები
თბილისიდან სოფელში გადასახლებული დათო ბაბუა ბავშვებისთვის ეკოლოგიურ სათამაშოებს ქმნის - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათამაშოები

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორად შერჩეული სათამაშო?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გონებრივი განვითარების, ისე ჯანმრთელობის მხრივ.

- რამდენად ინტერესდებიან ქართველი მშობლები ხის სათამაშოებით, როცა ბაზარზე ბევრად იაფიანი მასალით შექმნილი სათამაშოები იყიდება?

- ის მშობელი, ვინც იცის ამის ფასი და შვილის ჯანმრთელობა მისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ხის სათამაშოს ანიჭებს უპირატესობას.

© photo: courtesy of Dato Mosidze ხის ხელნაკეთი სათამაშოები
თბილისიდან სოფელში გადასახლებული დათო ბაბუა ბავშვებისთვის ეკოლოგიურ სათამაშოებს ქმნის - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათამაშოები

- სათამაშოების გარდა ხისგან რა ნივთებს ქმნით?

- გარდა სათამაშოებისა ვამზადებ ჭადრაკს. ასევე მცირე ზომის სკამ-მაგიდას. საბედნიეროდ, ჩემი პროდუქციის რეალიზაცია არ მიჭირს. „ფეისბუქზე“ მაქვს ჩემი გვერდი, რომლის საშუალებითაც ვყიდი ნამუშევრებს. ქართულ ბაზარზე კონკურენცია დიდია, მაგრამ მე ჩემი ნიშა უკვე მაქვს. რაც შეეხება ფასს, ყუთში მოთავსებული სათამაშო 20 ლარი ღირს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ამჟამად ვმონაწილეობ პროექტში „ინტერნეტი განვითარებისთვის". სპეციალისტები კრეატიული განვითარების ცენტრიდან მეხმარებიან ინტერნეტ-გაყიდვებში. სამომავლოდ ვფიქრობ გაფართოებას, ამის საბაბს მაძლევს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა. თავიდან თითქოს უჭირთ გადაწყვეტა, შეძენის შემდეგ კი კმაყოფილები არიან. მწერენ განსაკუთრებით მამები, თუ როგორ ერთობიან პატარებთან ერთად.

 

ყველა ახალი ამბავი
0