ვის უგზავნიდა ნუგზარ ჯუღელი ღია ბარათებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

© photo: courtesy of Likuna Remkaნუგზარ ჯუღელი
ნუგზარ ჯუღელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩემი ბავშვობა, სიყვარული, იმედი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი აღარ მყავს. რა უცნაურია ეს ყოფა და რეალობა, ეხლა ამას რომ ვწერ… გარდაიცვალა ჩემი ბაბუ, ნუგზარ ჯუღელი”...

ეს ტექსტი ახლახან დაპოსტა საკუთარი ფეისბუქის კედელზე ცნობილი სპორტული კომენტატორის ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილმა ლიკუნა (რევკა) რევიშვილმა...

ცნობილია, რომ ბაბუასა და შვილიშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, რაც მეგობრობაზე გაცილებით მეტი იყო. ამაზე ლიკას ეს მოგონებაც მეტყველებს:

„პატარა რო ვიყავი, ჯერ სანამ კამოზე ვცხოვრობდით და 23-ე სკოლაში დავდიოდი, დილით მარტო ნუგზარი დგებოდა და მაცილებდა. თვითონ ველოტრეკზე ან კუს ტბაზე მიდიოდა ყოველდღე. მე არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში არც ერთი დილა როცა სავარჯიშოდ არ ამდგარა და არ წასულა სიცხეში, ქარში, თოვლში, წვიმაში, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადრე ვკითხე ცხოვრებაში ერთი დღე მაინც ჩაგიგდია თქო?! რემკა რომ გარდაიცვალა მარტო ის დღეები არ შემეძლო სულიერად და ფიზიკურადო... ეხლა აივანზე ვზივართ და კამოს პერიოდზე ვლაპარაკობთ, სკოლაში რომ არ მინდოდა წასვლა სიმულიანტობაში როგორ მიწყობდა ხელს და მაგრა ვიცინით, ყოველ დილით სკოლის ფულს რომ გატანდი ეხლა უკან გართმევ - ნაბეღლავში იქვითებაო. მე კიდევ ზუსტად ვიცი, რომ იმ სიყვარულს რაც მანახა, იმ დამოკიდებულებას რაც ჩემს მიმართ, იმ მამობის გაწევას და საერთოდ ყველაფერს, უდიდესი სიყვარულით სავსე ამაგს ვერაფერში გავუქვითავ“...

© photo: courtesy of Likuna Remkaლიკუნა რევიშვილი
ვის უგზავნიდა ნუგზარ ჯუღელი ღია ბარათებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - Sputnik საქართველო
ლიკუნა რევიშვილი

სპორტის მოყვარულებისთვის ის საყვარელი კომენტატორი იყო, შინაურები სიყვარულით „პავლოვიჩს“ ეძახდნენ, მისთვის კი საყვარელი ბაბუ, რომელიც ერთი დღითაც არ წყვეტდა შვილიშვილთან კავშირს. ეს იმ ღია ბარათებშიც გამოიხატა, რასაც ბავშვობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა... ეს მოგონება სოციალურ ქსელებში ლიკა რევიშვილმა ბატონი ნუგზარის გარდაცვალებამდე დაპოსტა.

© photo: courtesy of Likuna Remkaნუგზარ ჯუღელი ოჯახის წევრებთან ერთად
ვის უგზავნიდა ნუგზარ ჯუღელი ღია ბარათებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - Sputnik საქართველო
ნუგზარ ჯუღელი ოჯახის წევრებთან ერთად

„ამ ადამიანმა ბედნიერი ბავშვობა შემიქმნა. რაც თავი მახსოვს სულ მოგზაურობს. ალბათ მსოფლიოს ნახევარზე მეტი აქ მოვლილი და ყველა კონტინენტის, ყველა ქვეყნის ქალაქიდან მიგზავნიდა ბარათებს, ამ ფოტოზე ერთ-ერთი ბარათია, სადაც 20-ე საუკუნის ბოლოს, მონტე კარლოდან მესიყვარულება. არასოდეს გაგვიბრაზებია ერთმანეთი, ყველასგან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს დღემდე“.

© photo: courtesy of Likuna Remkaნუგზარ ჯუღელის წერილი
ვის უგზავნიდა ნუგზარ ჯუღელი ღია ბარათებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - Sputnik საქართველო
ნუგზარ ჯუღელის წერილი

ის ბარათი ასე იწყება:

„კუკუ! არ ვიცი ინახავ თუ არა ჩემს წერილებს? მაგრამ გთხოვ, ეს ბარათი შეინახო და როცა გაიზრდები, გაიხსენე, რომ საუკუნის ბოლოს ბაბუა მონტე-კარლოდან გესიყვარულებოდა“...

ასეთი უჩვეულო ბარათი ალბათ ბევრია ლიკას არქივში და რაც დრო გავა, მათ უფრო მეტი ფასი დაედება. სიყვარული კი... სიყვარული არსად მიდის და სამუდამოდ რჩება სულში ნათელი მოგონების სახით...

 

ყველა ახალი ამბავი
0