ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან

© photo: Tatia Macharashvili / FBთათია მაჭარაშვილი
თათია მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითნასწავლი ხელოვანის, თათია მაჭარაშვილის საქმიანობა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. უკვე რამდენიმე წელია თათია ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის, რომელიც დახვეწილი დიზაინით და ფერადოვნებით გამოირჩევა.

ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ორსულობის დროს დაიწყო. იმდენად გაიტაცა ამ საქმემ, რომ გადაწყვიტა შემოსავლის წყაროდ ექცია. დღეს მისი სამკაული არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იყიდება.

- ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში. ორი წელი აკადემიური მქონდა აღებული  და ახლა ვაპირებ გაგრძელებას. ამასთან, როგორ იცით დაკავებული ვარ ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევრები
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევრები

- ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა როდის დაიწყეთ?

- ფეხმძიმედ ვიყავი, როცა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა გამიჩნდა. მაშინ  საქმე არაფერი მქონდა, ამიტომ  გადავწყვიტე ხელნაკეთი აქსესუარები შემექმნა. თავიდან ნივთებს ჩემთვის ვქმნიდი,  როცა მივხვდი, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე შემექმნა გვერდი და სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ახლა უკვე ორი ბავშვი მყავს და თავისუფალ დროს ვუთმობ ბროშების შექმნას. ეს ჩემთვის განტვირთვის და დასვენების შესაძლებლობაა. შედეგები კი დიდ სიამოვნებას მგვრის.

- რა მასალით იქმნება თქვენი სამკაული, აქსესუარები და რით არის ეს მასალა გამორჩეული?

- ბროშები ძირითადად მზადდება თექაზე. მასალად ვიყენებ კრისტალებს, მძივებს, ბისერებს და მომხმარებლის სურვილისებრ  ბუნებრივ ქვებს. მასალა და ზოგადად ჩემი ხელნაკეთი ნივთები გამოირჩევა თავისი ბზინვარებით და ფერადოვნებით.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევრები
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევრები

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული? როგორ ფიქრობთ რა ადგილი უკავია მას ქალის ცხოვრებაში?

- ქალისთვის სამკაული და დახვეწილი აქსესუარი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თავად სამკაულების მოყვარული და დიდად მომხმარებელი არ ვარ, ვთვლი, რომ ქალის სხეულზე ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს სწორად შერჩეული სამკაული, აქსესუარი. ეს ქალს თავდაჯერებულს ხდის.

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით, თუ მომხმარებლის გემოვნებითაც ამზადებთ?

- ბროშების დიზაინი ძირითადად ჩემი მოფიქრებულია, თუმცა ხშირად დამიმზადებია მომხმარებლის გემოვნებითაც. ვთავაზობ სხვადასხვა ვარიანტს და ერთად ვქმნით დიზაინს.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევარი
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევარი

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

- ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი არის ჩემი მეუღლე. ყოველთვის შეაქვს შესწორება თუ რაიმე არ მოსწონს. მაძლევს რჩევებს რა არის თემატური და რა შეიძლება იყოს ყველაზე გაყიდვადი.

მეორე გულშემატკივარი არის დედაჩემი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი გვერდის გაპიარებაში. ვერ ნახავთ პოსტს, რომელიც მას არ აქვს გაზიარებული და ჩემი გვერდის ტოპ ფან მომხმარებლადაც კი არის მონიშნული.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევრები
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევრები

- თქვენი სამკაული საოცარი ფერებით გამოირჩევა. როგორ ქმნით ფერთა გამას? წინასწარ გეგმავთ რა ფერს რა უნდა შეუხამოთ თუ ექსპრომტად, მუშაობის დროს იქმნება ეს ფერები?

- ფერების იდეა მოდის ბროშების შემქნის პროცესში, რა თქმა უნდა თუ მომხმარებელთან წინასწარ არ ვარ შეთანხმებული. ვფიქრობ, ფერები მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი, რის საშუალებითაც შეგიძლია შენი ნაკეთობა მოაწონო ადამიანებს.

- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

- მამაკაცებისგან უამრავი შეკვეთა მიმიღია. ასეთი შემთხვევები ხშირია. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები რეაქციებს, როგორ გაახარეს საყვარელი ქალბატონი.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევარი
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევარი

- როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი მამაკაცები?

- მამაკაცები ძირითადად უკვეთავენ უკვე შექმნილს. ხშირად მიწევს ერთი და იგივე ბროშების დამზადება და თითქმის ვერ ვასწრებ მომხმარებლებისთვის რაიმე ახალი დიზაინის შეთავაზებას.

-თქვენს აქსესუარებში, ყველაზე მოთხოვნადი რომელია?

- დღეს ყველაზე მოდური და აქტუალურია საქართველოს რუკის ფორმის ბროში. ძირითადი ფერები მწვანე და წითელი. უამრავი შეკვეთა მივიღე ემიგრანტებისგან და მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გასცდა.

© photo: LILE handmade / FBთათია მაჭარაშვილის ნამუშევარი
ორსულობის დროს დაწყებული საქმე: კრისტალებით და მძივებით შექმნილი სამკაული თათიასგან - Sputnik საქართველო
თათია მაჭარაშვილის ნამუშევარი

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ ვფიქრობ სწავლის დამთავრებას და სხვა სამსახურთან ერთად მინდა გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და გავაფართოვო ჩემი პატარა ბიზნესი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0