ლალეტა მონადირიშვილი

„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი

1148
(განახლებულია 09:55 21.08.2019)
ადამიანი გაჩენის დღიდან ცდილობს, სამყაროს დღემდე ამოუცნობ საიდუმლოებას ჩაწვდეს და ამ გზაზე საკუთარ თავს უკეთ შეიმეცნებს ხოლმე...

მასზე ამბობენ, რომ მისტიკური ქალბატონია, საგნებისა და მოვლენებიდან შეუძლია დაფარული ნიშნები გამოიტანოს და ახალ-ახალ საიდუმლოებას ახადოს ფარდა. ყოველივე ამის უფრო კონკრეტულ ახსნას ჰპირდება ლალეტა მონადირიშვილი მკითხველს თავის წიგნში „ტარიას აღსარება“.

მარტივი ნიშნებით ზღაპრებში დაშიფრული უდიდესი სიბრძნის პატარებამდე მიტანას კი ე.წ. ჩრდილების სპექტაკლების საშუალებით ცდილობს. დანარჩენს ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

ლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი

– ქალბატონო ლალეტა, თქვენში ყველაფერი უცნაურია სახელით დაწყებული და აზროვნებით დამთავრებული, მოდით, სახელით დავიწყოთ...

– ლალეტა ინდური სახელია, ასე კრიშნას მეგობარს ჰქვია ინდურ ეპოსში. ეს სახელი მამის შერჩეულია, მან იორიგინალა. თუმცა, როგორც ახლა ვხვდები, ასე მხოლოდ ორიგინალურობის გამო არ მოქცეულა. შევამჩნიე, რომ ჩემ სახელს ადამიანები თავიანთ ვიბრაციულ ველთან თანწყობით იმახსოვრებენ: ლალე უფრო სასიმღერო და პატრიოტულია, ანუ ვინც ასე მეძახის, მას ეს ვიბრაციული ველი აქვს უფრო აქტიური. ჩემი მშობლების სიყვარულის ნაყოფი ვარ და ჩემში სამი ერის გენებია – ქართული, რუსული და შუააზიური. შუა აზიაში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დავიბადე. მამა, ქართველი, გვარად მონადირიშვილი, საქართველოდან სამარყანდში სასწავლებლად ჩავიდა, დედა, ეროვნებით რუსი კორნილოვაა. გასაბჭოების პერიოდში ჩემი დიდი პაპა, როგორც თავადი, შუა აზიაში გადაასახლეს. დედიკოც იქ დაიბადა. მე სამარყანდში რუს, სომეხ და უზბეკ ბავშვებთან ერთად დავდიოდი საბავშვო ბაღში...

ლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი

– რომელია ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ სამარყანდში ცხოვრების დროს მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

– არის ერთი ამბავი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მახსოვს და ჩემზე გავლენა იქონია. ერთხელ ბავშვები თემურ ლენგის საფლავის მოსანახულებლად ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. დღესაც მახსოვს, როგორი სიამაყით გვაცნობდა უზბეკი მასწავლებელი მათთვის სათაყვანებელი „დიადი ბელადის“ „საგმირო საქმეებს“. მაშინ ჩემ, პატარა გოგოს ფსიქიკაზე პედაგოგის პატრიოტულმა დიდაქტიკამ აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... დედიკოს გარდაცვალების შემდგომ, შვიდი წლის ასაკში მამამ საქართველოში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუხათში ჩამომიყვანა. როცა იქაურ სკოლაში მიმიყვანეს, ერთი ქართული სიტყვა არ ვიცოდი. იანვრის არდადეგების შემდეგ მოსამზადებელ კლასში შევედი. თუმცა წლის ბოლოს, ნახევარ სემესტრში ქართველ მეგობრებს დავეწიე და ლამის გავუსწარი კიდეც ქართულად მეტყველებასა და წერა-კითხვაში. აქედან იწყება ჩემი საოცარი შეხება ყოველივე ქართულთან...

ლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი

– მათ შორის საქართველოს ისტორიასთან...

– დიახ. ერთხელაც ისტორიის გაკვეთილზე, სახელოვან ქართველ მეფე-გმირთა გაცნობისას, ახლა უკვე ქართველი მასწავლებლის საოცარი პატრიოტიზმით გულანთებული სიტყვები და ემოცია შემომეგება. ისევ ის დიადი განწყობა, მაგრამ ამჯერად ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი: თემურ ლენგის ლაშქრობანი საქართველოში! ჩემ თვალწინ სრული სისასტიკით გადაიშალა მოვლენათა ჯაჭვი. ვერ აგიწერთ რა მოხდა მაშინ ჩემ ბავშვურ გონებაში! ჩემ აზროვნებაში ერთად გაჩნდა ორი მასწავლებლის, უზბეკისა და ქართველის აღტაცებული თვალები, ეს იყო ორი სრულიად სხვადასხვა რაკურსით დანახული ისტორია... თემურ ლენგი – ვისთვის გმირი და მოყვარე, ვისთვის – მტერი და სახადი. მაშინ აღმოვაჩინე ჩემთვის უკვე არსებული ჭეშმარიტება და მივხვდი, რომ სამყაროში, თურმე, ყველაფერს ორი მხარე აქვს, ხანდახან სამიც, ოთხიც... როცა ვიზრდებოდი, ჩემ თვალთახედვას კიდევ სხვა მხარეებიც მიემატა. მონეტას მინიმუმ შვიდი მხარე აღმოაჩნდა და ყველა მხარეს თავისი ჭეშმარიტება ახლდა! თურმე ყველაფერს შვიდბეჭდიანი ჭეშმარიტების ბოქლომ-გასაღები ერგება, ყველა საკუთარი რაკურსიდან და გადმოსახედიდან ხედავს და აფასებს მოვლენებს...

ლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი

– თურმე წლების წინ ტრავმის შემდეგ კლინიკური სიკვდილი განიცადეთ და თქვენში გარკვეული მეტამორფოზა მოხდა...

– 2010 წლის ოქტომბერში ჩემ თვალწინ ამ შვიდბეჭდიანი ჭეშმარიტების ძიების ქარავანი მთელი სისრულით გადაიშალა. შვედეთში, სადაც ადამიანური რესურსების მართვის საკვალიფიკაციო კურსებს გავდიოდი, ე.წ. კლინიკური სიკვდილის დროს სივრცის მიღმეთში ინიციაცია გავიარე (ვინ და რა დამხვდა იქ, გაღმა სოფლად, ეს მოთხრობილია ჩემ წიგნში „ტარიას აღსარება“). ოპერაციის დროს ჩემს ქართულ-რუსულ-უზბეკურ-ინდურ ნაზავ მისტერიას სკანდინავიური ოდინის სამ ლიტრამდე სისხლიც დაემატა... მას შემდეგ ვამბობ, რომ მთელი სამყარო ჩემია. კლინიკური გარდაცვალების შემდგომ „ახლიდან დაბადებულში“ რაღაც უნარები გაჩნდა. მაშინ უცებ ვერ მივხვდი სად ამოვყავი თავი...

ლალეტა მონადირიშვილის წიგნი
ლალეტა მონადირიშვილის წიგნი

– ჩრდილების მეშვეობით სპექტაკლების დადგმის იდეა როდის და რატომ გაგიჩნდათ?

– ჩრდილების სპექტაკლების დადგმის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც უხილავი სამყაროს ხედვა შევძელი. ამ ფარდის იქით ის სამყაროა, რომელიც ნიშნებით წასაკითხია. ზღაპრებშიც, ზოგადად, ძალიან მარტივი ნიშნებით დამალული უდიდესი სიბრძნეა დაშიფრული. ჩრდილების სპექტაკლების ფარდა-ეკრანი სწორედ ის ფარდა-საფარველია, რომელიც სამყაროებს შორის არსებობს. ზღაპრების მოყოლა ისე დავიწყე, რომ შიგნით დაშიფრული, ჩემგან დანახული გზავნილები გავახმოვანე. პირველი პრემიერა „ნინო ბაშარულის ხელოვნების კერიაში“ მოხდა. მაშინ აღდგომის კვირეული იყო და შესაბამისად თემატიკაც მოვარგე. რუსულ ზღაპარში „კრუხი რიაბა“ კრუხი ის დიადი დედაა, რომელიც საბუდარში ახალ ოქროს სამყაროს დებს. საოცარი ემოცია აქვთ ბავშვებს, როდესაც სპექტაკლში ჩართვის საშუალებას ვაძლევ. ზოგი მათგანი სეანსის დროს ისე იმუხტება, რომ დგება ხოლმე და ეკრანს გამოღმა მოდის, რომ უკეთ დამინახოს. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია. ბედნიერი ვარ, რომ პატარებსაც ვახარებ და მათ მშობლებსაც, თან თამაშ-თამაშით მათ სამყაროსეული მისიის შემეცნებაში ვეხმარები.

ლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი

– თქვენი წიგნის „ტარიას აღსარების“ სასიგნალო ეგზემპლარი უკვე დაიბეჭდა, რა არის ამ წიგნის მიზანი?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ეგზემპლარია დაბეჭდილი. მინდა, რომ ეს წიგნი დიდი ტირაჟით გამოიცეს, რისთვისაც 3000 ლარია საჭირო. ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, გასაღების მფლობელთა ქმედითუნარიანად ამოქმედებაა. ცოდნა, უნარები, გენი, სისხლი, სიტყვა – ის გასაღებია, რომლებიც მფლობელმა გულისყურის პარკუჭიდან უნდა ამოიღოს, დაბრკოლებები გადალახოს, სათანადო კარიბჭესთან მივიდეს, ბოქლომს მოარგოს, გახსნას თავისი კარი, აიღოს რაც ძევს, შეიმეცნოს და მატერიალურად გადმოსცეს ის საგანძური, რაც სამყარომ არგუნა!.. მინდა, რომ ყველამ უფრო მეტად შეიმეცნოს და შეიყვაროს ქართველების გენიალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენი წმინდა წერილია. ეს ცოცხალი წიგნია, რომელიც მკითხველთან დიალოგში ჩვეული რიტმიკით შემოდის, მთავარია, გასაღები მოარგოთ. რაც შეეხება ჩემ წიგნს, მისი საშუალებით მინდა მოგეფეროთ, განუგეშოთ და სასიკეთოდ დაგმუხტოთ...

1148
მამაკაცის ცხვირსახოცი პიჯაკის გულისჯიბეში

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს

80
(განახლებულია 16:40 16.07.2020)
სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ორი რამით ამაყობს, რისი გაკეთებაც ნებისმიერ მამაკაცს ასეთივე სიზუსტით შეუძლია...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ გერტრუდ სტაინის გამონათქვამებს.

გერტრუდ სტაინი (Gertrude Stein 1874–1946) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი, დრამატურგი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.

გერტრუდა სტაინი
© AP Photo /
გერტრუდა სტაინი

გერტრუდ სტაინს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზში ჩასულ ინგლისურენოვან მწერლებს შეარქვა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.

მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>

გერტრუდ სტაინმა მოდერნისტულ ლიტერატურაში თავისი კვალი დატოვა უფრო არა როგორც ავტორმა, არამედ თავისებური „ლიტერატურული წრის“ ორგანიზატორმა, რომელიც ახალგაზრდა ინგლისურენოვან მწერლებს აერთიანებდა. მისი ბინა პარიზის ერთ–ერთი მხატვრული და ლიტერატურული ცენტრი გახდა, სადაც არაერთი დიდი ხელოვანი იყრიდა თავს.

თავისუფალია ქალი, რომელიც ქორწინებამდე სექსისა და ქორწინების შემდეგ მუშაობის უფლებას აძლევს თავს.

სწორად მიტოვებული მამაკაცი ბუმერანგივით გიბრუნდება უკან.

როდესაც ბოლოს და ბოლოს მიიღებ იმას, რაც გსურდა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს სულაც არაა ის, რაც გინდოდა.

სასაცილოა, რომ მამაკაცების უმრავლესობა ორი რამით ამაყობს, რისი გაკეთებაც ნებისმიერ მამაკაცს ასეთივე სიზუსტით შეუძლია: დალევა და შვილების „გაკეთება“.

ვიყავი მდიდარი და ღარიბი. სჯობს, მდიდარი იყო.

დილით აზრია, საღამოს – გრძნობა.

ომში ნამყოფი ყველა ახალგაზრდა – თქვენ დაკარგული თაობა ხართ.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

ფული ყოველთვის არის, მხოლოდ ჯიბეები იცვლება.

ძალიან ადვილია გიყვარდეს, როცა მარტო ხარ.

შინაგანად ყველა ერთი ასაკისა ვართ.

ქალბატონებო, ჩვენთვის არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია.

თუ შეგიძლია ამის გაკეთება, რატომ უნდა გააკეთო?

სასიამოვნოა საუბარი დიდი მხატვრების მძიმე ხვედრზე, რომ დიდი მხატვრები ტრაგიკულად უბედურნი არიან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისინი უდიდესი მხატვრები არიან. პატარა მხატვარიც ისევე ტრაგიკულად უბედურია, როგორც დიდი მხატვარი და მისი ხვედრიც არანაკლებ მძიმეა. მთელი განსხვავება ისაა, რომ ის დიდი მხატვარი არ არის.

ფერწერა აბსოლუტურად სუბიექტური უნდა იყოს და არა ობიექტური. ნახატში აზრები უნდა ჩანდეს და არა დანახული საგნები.

მზისკენ შებრუნდი – მაშინ ჩრდილს ვეღარ დაინახავ>>

გართულება სულაც არაა ძნელი, იმის დანახვა კი, რასაც სხვები ვერ ხედავენ, იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია. ამიტომ არიან გენიოსები ასე იშვიათნი, ნივთების ახლებურად გართულება იოლია, მაგრამ მათი ახლებურად დანახვა მართლაც რთულია. ამას ხელს უშლის ყველაფერი: ჩვევები, სკოლა, ყოფითი ცხოვრება, გონება,, ყოფითი ცხოვრების მოთხოვნილებები, სიზარმაცე – ეს ყველაფერი ხელს უშლის, და გენიოსებიც იშვიათად გვხვდებიან.

ფუფუნებას ისინი (ფრანგები) ბუნებრივად ეკიდებიან. თუ ის გაქვთ, ეს უკვე ფუფუნება აღარაა, ხოლო თუ არა გაქვთ, ეს ჯერ კიდევ ფუფუნება არ არის.

ხელოვნება – ეს ქვეყნის პულსია.

როგორ შეიძლება გახდე ცივილიზებული, თუ არ გადაგიტანია ამბოხის პერიოდი, შემდეგ უნდა დაუბრუნდე შენს ამბოხებამდე მდგომარეობას და აი, მაშინ გახდები უკვე ცივილიზებული. ყველა ფრანგმა მამაკაცმა იცის, რომ ცივილიზებული თვრამეტსა და ოცდასამს შორის უნდა გახდეს და რომ ცივილიზაცია მოდის უფროს ქალებთან ურთიერთობების, რევოლუციის, სამხედრო დისციპლინის, საიდანმე გაქცევის ან ვინმეს დაქვემდებარებაში მოქცევის გავლით მოდის, რის შემდეგაც გახდებით ცივილიზებული და ცხოვრება მიდის ისე, როგორც საჭიროა. ცხოვრება – მშვიდი და დამაინტრიგებელი... მოკლედ, ცხოვრება, როგორც ცხოვრება.

მადამ პიერლო ოთხმოცდაექვსისაა, ხოლო მისი შვილიშვილი – რვის. და ხანდახან რთულია, გაარკვიო, იქნებ, ორივე ოთხომცდაექვსისაა ან ორივე – რვის.

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები>>

თუ გენიოსი ხარ და წარმატებული არა, ოჯახი და საერთოდ, ყველა, გიყურებს, როგორც გენიოსს, მაგრამ როდესაც შენთან წარმატება მოდის, იწყებ ფულის გამომუშავებას... მაშინ ოჯახი და ყველა დანარჩენი უკვე აღარ გიყურებს, როგორც გენიოსს, ისინი აღგიქვამენ, როგორც ადამიანს, რომელმაც წარმატებას მიაღწია.

80
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ანა კოსტავა

ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

2962
(განახლებულია 18:28 15.07.2020)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს – ანა კოსტავას გაგაცნობთ.

როგორც წესი, კულინარიისადმი ინტერესს ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგონა ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტერიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და, შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემ შემთხვევაში კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად ვაქციე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა და კულინარიული ექსპერიმენტების წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ მყოფები კარგ კულინარად მთვლიან. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და, მით უმეტეს, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში 15 წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ, როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძებს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ, აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ოჯახში მოსულ სტუმრებს ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე კერძები გვიყვარს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტერიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

- დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება. პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია – ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში, რა თქმა უნდა, ქართული კერძებია პრიორიტეტული, განსაკუთრებით ხაჭაპური.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე, როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთი იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემ მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო, ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტერიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთკვირიანი მასტერ-კლასი გამევლო ამ სფეროში ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა). ასევე გამორჩეული იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები - ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან ცხარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა.შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე. ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ბოლოს ჩვენს მკითხველს ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გ ორცხობილა;

150 გ კარაქი.

1 ლ ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გ თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება, დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!..

 

2962
თემები:
ქართველები უცხოეთში
ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ

0
(განახლებულია 16:47 16.07.2020)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დაახლოებით ხუთი ათასი ბინა საკუთრებაში გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელი ცხოვრობენ ამ ბინებში, მაგრამ საკუთრების უფლება არ გააჩნიათ

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული დაახლოებით 5 ათასი ბინა იქ მცხოვრებ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ამ ბინების მესაკუთრეები არ იყვნენ და შესაბამისად, მის მოწესრიგებას ვერ ახერხებდნენ.

„დღეს მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, რომლის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ... წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა, რომელიც უამრავ სირთულეს წარმოშობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბინების საკუთრებაში მიღების შემდეგ მფლობელები შეძლებენ ამხანაგობის შექმნას და ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაჭრას.

ამხანაგობები დიდ როლს ასრულებენ სახლების სათანადოდ მოწესრიგებაში. ადგილობრივი ხელისუფლება, ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე, ეხმარება მოსახლეობას სახურავის, სადარბაზოების გარემონტებაში, გზის გაყვანასა და დაგებაში, ეზოს მოწყობაში და სხვ.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლებში ცხოვრობენ სამხედროები, ყოფილი სამხედროები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები.

0