„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის", ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeთამარ ჯაფარიძე საკუთარ კაფეში მესტიაში
თამარ ჯაფარიძე საკუთარ კაფეში მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით ჟურნალისტი, წლების წინ ისეთ ამბავზე მასალის დაწერას, რომლის გმირი ახლა თავად არის, ალბათ, საინტერესოდ და გამართლებად ჩათვლიდა.

ამბავი კი რიგითი ნამდვილად არ გახლავთ. წარმოიდგინეთ, თბილისელი გოგო, რომელიც ქალაქის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, თავისი სამეგობრო და ცხოვრების უკვე ჩამოყალიბებული წესი აქვს. მაგრამ სიყვარული როდის იყო „კანონმორჩილი“, ან რაიმე საყოველთაო წესს როდის ემორჩილებოდა?!.

ამჯერადაც ასე მოხდა. საუბარია თამარ ჯაფარიძეზე, რომელიც გავიცანით მესტიაში, სადაც საოჯახო ბიზნესს წარმატებით უძღვება.

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeთამარ ჯაფარიძე
„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის, ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი - Sputnik საქართველო
თამარ ჯაფარიძე

- თამარ, როგორ შეეგუეთ სვანურ გარემოს?

- მთელი ცხოვრება ვაკეში, ჭავჭავაძეზე ვცხოვრობდი და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში, სადაც განსხვავებული სიტუაცია, კლიმატი და ურთიერთობებია. თავიდან გამიჭირდა ჩემი ოჯახის და მეგობრების მიტოვება, მაგრამ მერე შევეჩვიე და ახლა მართლა კარგად ვარ.

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeთამარ ჯაფარიძის ოჯახი
„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის, ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი - Sputnik საქართველო
თამარ ჯაფარიძის ოჯახი

- როგორ გახდით სვანების რძალი?

- ჩემი მომავალი მეუღლე მეგობართან გავიცანი. მას, ეტყობა, სიმპათია ჩემ მიმართ მაშინვე გაუჩნდა. მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა და მომილოცა. ჩვენი ურთიერთობაც მაშინ დაიწყო. მაშინ გიო 24 წლის იყო და იმდენად ტრადიციების მოყვარული ადამიანია, რომ მისით მოვიხიბლე. მივხვდი, რომ ჩემ ცხოვრებაში სრულიად სხვა სამყაროდან მოსული, ნამდვილი და, რაც მთავარია, ჩემი ადამიანი შემოვიდა. დღემდე ასეა, ეს გრძნობა არ გამნელებია, დღეს კი გიო საუკეთესო სიძეა.

- რამდენი წელია, რაც მესტიაში საცხოვრებლად გადმოხვედით?

- მეექვსე წელია, რაც მესტიაში გადმოვედი, ზამთარშიც აქ ვარ. თავს ისე კარგად ვგრძნობ, თითქოს მეც აქ, ამ მთებსა და ამ ხალხს შორის დავიბადე...

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeთამარ ჯაფარიძის მეუღლე და ვაჟები
„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის, ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი - Sputnik საქართველო
თამარ ჯაფარიძის მეუღლე და ვაჟები

- იმას თუ წარმოიდგენდით, რომ ექვსი შვილის დედა გახდებოდით?

- ადრე რომ ეთქვა ვინმეს, ექვს შვილს გავაჩენდი და მთაში დავსახლდებოდი, არ დავუჯერებდი. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ექვსივე შვილი სპორტითაა დაკავებული. უფროსი ვაჟები სპორტსმენები არიან და მიხარია, რომ ყველა ჯანსაღი წესით ცხოვრობს. სამი ვაჟი ძიუდოს მიმდევარია, სამი – მოთხილამურე, საკმაოდ წარმატებულები არიან. ამის გარდა ეკლესიურადაც ცხოვრობენ. ოთხი მათგანი სტიქაროსანია. მთელი ჩემი ოჯახისთვის სულიერება უმთავრესია...

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeთამარ ჯაფარიძე კვირიკობის დღესასწაულზე სვანეთში
„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის, ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი - Sputnik საქართველო
თამარ ჯაფარიძე კვირიკობის დღესასწაულზე სვანეთში

- საოჯახო ბიზნესზე რას იტყვით?

- მესტიაში კაფე გავხსენით, მე, ჩემი გოგონა და ტყუპი ვაჟები აქ დავრჩით და ერთად ვუძღვებით ამ საქმეს. გვინდა, რომ აქ მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო და კარგი პირობები დავახვედროთ. ანსამბლიც მოვიყვანეთ, კარგი ბიჭები არიან და ქართულ სიმღერებს არაჩვეულებრივად მღერიან.

© photo: courtesy of Tamar Jafaridzeმომღერლები თამარ ჯაფარიძის კაფეში
„აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის, ანუ ვაკელი გოგოს სვანური თავგადასავალი - Sputnik საქართველო
მომღერლები თამარ ჯაფარიძის კაფეში

- სვანეთი რა არის თქვენთვის?

- დღეს ვთვლი, რომ სვანეთი, მესტია მსოფლიოში საუკეთესო ადგილია. ევროპული ცივილიზაცია სვანეთიდან იწყება – სვანეთის კულტურა, ისტორია და ტრადიციები ხომ ასე შეაფასეს?! ასე რომ, საუკეთესო გარემოში ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ. მომწონს სვანური კოშკები და ადათ-წესები, მიყვარს ამ კუთხის ამტანი და სამართლიანი ხალხი. დღეს ზუსტად ვიცი, რომ აქ მეტი სივრცეა ბედნიერებისთვის...

ყველა ახალი ამბავი
0