ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiასლან მუშკუდიანის ნამუშევარი
ასლან მუშკუდიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასლან მუშკუდიანი – ქუთაისელი მოქანდაკე, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, იმერეთის მხატვართა რეგიონულ გამოფენებში ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს იღებდა მონაწილეობას.

იმავე პერიოდში მისი ნამუშევრები მოხვდა ცნობილი იმერელი მხატვრებისა და მოქანდაკეების გვერდით, რაც მისთვის დიდი სტიმული გახდა. მუშაობს ტაძრების აღდგენაზეც. ოცნებობს დაამზადოს ძველი ქართული რელიეფების ასლები და აღადგინოს უნიკალური მხატვრობა, რაც დაშლის პირასაა მისული.

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiასლან მუშკუდიანი
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
ასლან მუშკუდიანი

- ასლან, ეს პროფესია მართლა საბავშვო ბაღიდან აირჩიეთ?

- შეიძლება ითქვას, რომ ბაღიდან მქონდა არჩეული და უკვე მაშინ ვიცოდი, რომ მოქანდაკე გამოვიდოდი. რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემ მშობლებს. ისინი ძალიან დამეხმარნენ, რის გამოც მათი მადლიერი ვარ. მერვე კლასიდან ვსწავლობდი ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმში და შემდეგ სწავლა ხელოვნების ინსტიტუტში ქანდაკების განხრით გავაგრძელე. შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ და უკვე მესამე კურსიდან გამოფენებში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ჩემმა ერთმა ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოფენის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiსახელოსნოში
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
სახელოსნოში

- როგორც ხელოვანი რამ გაგზარდათ?

- ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო, როცა ჩემი ნამუშევრები ჩემზე უფროს და კოლორიტ მხატვრებთან ერთად გამოიფინა. ვფიქრობ, ამან უფრო გამზარდა და ჩამომაყალიბა, როგორც შემოქმედი, და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი მოქანდაკე ვარ. კიდევ მინდა გავიხსენო ის ამბავი, როცა 2013 წელს ახალგაზრდა მხატვრები და მოქანდაკეები შევიკრიბეთ და ქუთაისში მხატვართა სტუდია “გამა“ ჩამოვაყალიბეთ. ჩვენმა ასეთმა მონდომებამ და ერთობამ მართლაც გარკვეულად შეცვალა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება და შემოქმედებითი გაზრდის საშუალება მოგვცა...

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiმუშაობის პროცესში
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

- რომელ ნამუშევარს ჩათვლიდით, ასე ვთქვათ, საეტაპოდ?

- რაც გამიკეთებია, ყველა ნამუშევარი ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა არის ერთი ქანდაკება, რომელიც 2014 წელს გავაკეთე. ეს არის კომპოზიცია „ჭოკით მხტომელი“, რომელმაც საშუალება მომცა ჩამომეყალიბებინა ჩემებური სტილი, რამაც სამომავლოდ სწორი მიმართულება მომცა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ნამუშევარი ყველაზე საყურადღებოა.

© photo: courtesy of Aslani Mushkudiani"ჭოკით მხტომელი"- ავტორი ასლან მუშკუდიანი
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
"ჭოკით მხტომელი"- ავტორი ასლან მუშკუდიანი

- ცნობილი ქართველის ქანდაკება თუ გაქვთ შექმნილი?

- ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი ისტორია აქვს, ბოლოს და ბოლოს, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ისეთ ქალაქში, რომელიც მსოფლიოს უძველესი ქალაქების ხუთეულშია შესული. საქართველოში ბევრია ისეთი პიროვნება, რომლის ქანდაკების შექმნაზეც მიფიქრია. გასულ წელს მე და ჩემი მეგობრები ერთობლივად ვმუშაობდით შოთა რუსთაველის და ქართველი მეფეების ქანდაკებებზე და მათზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საინტერესო იყო.

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiორნამენტზე მუშაობის დროს
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
ორნამენტზე მუშაობის დროს

- ტაძრების რესტავრაციაზეც მუშაობთ აქტიურად...

- დიახ, უკვე მეოთხე წელია, რაც ტაძრებზე ვმუშაობ. ქვისგან ვთლი ქართულ ორნამენტებს, რელიეფებს და ტაძრის სხვადასხვა დეტალებს. როგორც მოქანდაკე, ვოცნებობ, რომ ძველი ქართული რელიეფების ასლები გავაკეთო და აღვადგინო ის უნიკალური მხატვრობა, რომელიც დაშლის პირასაა.

© photo: courtesy of Aslani Mushkudianiასლან მუშკუდიანის ნამუშევარი
ქვისგან გამოთლილი ქართული ორნამენტები და დაშლის პირას მისული უნიკალური მხატვრობა - Sputnik საქართველო
ასლან მუშკუდიანის ნამუშევარი

- რომელი ტაძრის ორნამენტები გაქვთ მხედველობაში?

- შარშან ბოლნისში ვმუშაობდი და გული მტკიოდა, როდესაც დროისგან განადგურებულ უნიკალურ ორნამენტებს ვუყურებდი. თუმცა, მარტო ბოლნისში არა, ასეა ნიკორწმინდაშიც და ყველგან. ეს ქვაში გაჩერებული ჩვენი ისტორიაა, თითო ორნამენტი რაღაცის მანიშნებელია და რაღაც ამბავს თავისებურად, ქართულად ჰყვება. ამიტომ აუცილებელია ამ ორნამენტების ასლების დამზადება, რათა მომავალმა თაობამ იხილოს, რა შედევრები აქვთ ჩვენ წინაპრებს შექმნილი. ასეთია ჩემი ოცნება და ვთვლი, რომ მას ნელ-ნელა ავასრულებ. ძალიან მიყვარს საქმე, რომელიც ავარჩიე. მხატვრობა მთლიანად მოიცავს ჩემ ცხოვრებას და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია...

ყველა ახალი ამბავი
0