„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები

© photo: courtesy of Grigol Kurashviliგრიგოლ ყურაშვილი
გრიგოლ ყურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მეც ჩემს ქალაქს ვგავარ, მასავით მოძრავი ვარ“ – ეს ქუთაისელი მხატვრისა და მოქანდაკის გრიგოლ ყურაშვილის სიტყვებია.

ქარიზმა და ეს მუდმივად მოძრაობის სურვილი მის საოცარ ნახატებშიც იგრძნობა.

ქუთაისში საცხოვრებლად გადმოვიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბიდან, სადაც ხატვის ნიჭი სამი წლიდან გამოავლინა. ბავშვობიდან ახსოვს, ბაბუა არაყს როცა ხდიდა, ქვაბებისა და მათი თავსახურების შესალესად აყალო მიწა სჭირდებოდა. ძერწვა სწორედ მაშინ, თიხასთან პირველი შეხებისთანავე დაიწყო...

დღეს ქუთაისში ერთ-ერთ საინტერესო და საკუთარი ხელწერის მქონე ხელოვანად ითვლება...

© photo: courtesy of Grigol Kurashviliგრიგოლ ყურაშვილი
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
გრიგოლ ყურაშვილი

- გრიგოლ, თუ გახსოვთ თიხისგან პირველად რა ფიგურა გააკეთეთ?

- სიმართლე გითხრათ, მე არ მახსოვს რა ფიგურა გავაკეთე, მაგრამ დედაჩემის თქმით, ეს ყოფილა საოცარი ვეფხვი და მოყმე. თან მარტო თიხით არ შემოვიფარგლებოდი და გამოსახულებებს მავთულითაც ვქმნიდი. მიყვარდა ცხოველების და ფრინველების შექმნა. ერთხელ, მახსოვს, ქორი გავაკეთე, ზედ შავი ქაღალდისგან გამოჭრილი ფრთები დავამაგრე. შემოსასვლელში ინდაური იჯდა ბუდეზე ახალი გამოჩეკილი ჭუკებით. როცა ჩემი გაკეთებული ქორი დაინახა, ყუთიდან გადმოხტა და ოთახს აქეთ-იქით აწყდებოდა – ნამდვილი ეგონა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მართლა კარგი, ნამდვილს მიმსგავსებული ქორი გამომივიდა. მეათე კლასიდან ორწლიანი მომზადება მოქანდაკე რობერტ მნაცაკანიანთან გავიარე. მოგვიანებით მავთულის ნაკლებობის გამო ფურცელზე ჭრა დავიწყე. ვჭრიდი არა მარტო ცხოველთა სამყაროს, არამედ პორტრეტებსაც. ძალიან ბევრი პორტრეტი მაქვს გამოჭრილი.

© photo: courtesy of Grigol Kurashviliგაკვეთილზე
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- თურმე ქაღალდისგან ძალიან სწრაფად ქმნიდით პორტრეტებს...

- ამის შესახებ ხუმრობდნენ კიდეც, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შეხვიდეო. მახსოვს, მეცხრე კლასში მოვხვდი ბანაკში, რომელიც მოეწყო ვანში არსებულ კურორტ სულორში, სადაც მოსწავლეებმა გუნდური ნამუშევრები შევქმენით და გამოფენაც მოვაწყვეთ. იქ მოსულ ხალხს ვუჩვენე როგორ ვჭრიდი ფურცლისგან პორტრეტებს. ჩემ მიერ მაშინ გამოჭრილი ბატონების – ოტია იოსელიანის, თემურ შაშიაშვილის და რეზო რამიშვილის პორტრეტები სულორის საცავში დარჩა.

© photo: courtesy of Grigol Kurashviliგრიგოლ ყურაშვილის შემოქმედება
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
გრიგოლ ყურაშვილის შემოქმედება

- ამის მერე თქვენი ასეთი თვითნაბადი ნიჭი სად განვითარდა?

- დედაჩემის მეგობრის რჩევით და ჩემი დახელოვნების მიზნით ქუთაისში, ტექნიკოსთა სადგურში არსებულ სამხატვრო სტუდიაში მოვხვდი. იქ ჩემი პედაგოგი იყო ავთანდილ ტატანაშვილი, რომელმაც არაერთი გამოფენა მოგვიწყო. ამას მოჰყვა ქუთაისში არსებული გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, რომელიც თავისი გამორჩეული პედაგოგებით და დირექტორით ნიკო ბერიშვილით საკმაოდ თბილად მახსენდება. შემდგომ ხელოვნების ლიცეუმი, რომელშიც მოსწავლეებს მეშვიდე კლასიდან იღებდნენ. ლიცეუმის დირექტორი გახლდათ ბრწყინვალე მოქანდაკე და ჩვენზე თავგადაკლული მფარველი რეზო რამიშვილი. უმაღლესი განათლება ქუთაისში არსებულ გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში „კოლხაში" მივიღე. იქ ქანდაკების სპეციალობით ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. მისი დირექტორი ბატონი ომარ ნიშნიანიძე გახლდათ. ქუთაისში მოღვაწე თითქმის ყველა ხელოვანთან მქონდა შეხება.

© photo: courtesy of Grigol Kurashviliარტ ვილა "გარიყულა"
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
არტ ვილა "გარიყულა"

- მოკლედ, როგორც ხელოვანი ქუთაისში ჩამოყალიბდით...

- მეამაყება, რომ როგორც ხელოვანი, ქუთაისში აღვიზარდე და აქ ჩამოვყალიბდი. გული მწყდება, რომ დღეს აქ არც ხელოვნების ინსტიტუტი და არც ხელოვნების ლიცეუმი არ არსებობს და მომავალი თაობები ქუთაისში ვეღარ ახერხებენ სათანადო ცოდნის მიღებას. ბევრი მათგანი იძულებულია უმაღლესი განათლების მიზნით დატოვოს ქალაქი, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. იმედია, მომავალში ასრულდება ჩვენი ოცნება და აქ სამხატვრო სასწავლებელი ან სამხატვრო აკადემიის ფილიალი გაიხსნება. ეს ქალაქს სულიერად და მატერიალურად წელში გამართავს და ამით ხალხის სოციალური მდგომარეობაც გამოსწორდება...

© photo: courtesy of Grigol Kurashviliგრიგოლ ყურაშვილის შემოქმედება
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
გრიგოლ ყურაშვილის შემოქმედება

- თქვენ ხატვას ასწავლით ბავშვებს ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში, სადაც მოხდა ფილმის „ექვთიმე ღვთის კაცი“ პრეზენტაცია. მაშინ თქვენ ფილმის მონაწილეების პორტრეტები წარმოადგინეთ...

- დიახ, მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში ვასწავლი, აქ ორი წელი იღებდნენ ფილმს ექვთიმეზე და როდესაც ფილმის პრეზენტაცია მოეწყო, ჩვენ რვა პორტრეტი წარმოვადგინეთ. მათ შორის ჩემ მიერ დახატული ნიკოლოზ ხომასურიძისა და რეზო ჩხიკვიშვილის პორტრეტები იყო. სხვა პორტრეტების შექმნაში სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ამ სკოლაში ხატვას დღემდე ვასწავლი, თუმცა მომავალში თავის დანებებას ვაპირებ, რადგან ჩემი ძირითადი საქმიანობისთვის არ მრჩება დრო, თანაც გამოფენებისთვისაც ვემზადები.

© photo: courtesy of Grigol Kurashvili"შერკინება"
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
"შერკინება"

- თქვენ მიერ გაკეთებული ქანდაკება თუ დგას ქალაქში?

- სხვათა შორის, 2017 წელს რუსთაველის წელი იყო და ამასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის ძეგლზე გამოცხადდა კონკურსი, რომელისთვისაც ორი ძეგლი გავაკეთე. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, რატომღაც მიიჩქმალა ეს კონკურსი, ბოლოს დაივიწყეს კიდეც. სამწუხაროდ, დარჩა ქუთაისი რუსთაველის ძეგლის გარეშე...

© photo: courtesy of Grigol Kurashviliარტ ვილა "გარიყულა"
„სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის“ – ქუთაისური სულით გაჟღენთილი პორტრეტები - Sputnik საქართველო
არტ ვილა "გარიყულა"

- თქვენი ყველა ნახატი, პორტრეტი იქნება თუ პეიზაჟი, დინამიკაშია გამოსახული და აქ თითქოს ყველაფერი „მოძრაობს“...

- გარემოს აღქმა ჩემი ნამუშევრების ხასიათს პირდაპირ განაპირობებს, იმაზეც მიფიქრია ხოლმე, რომ მშვიდი განწყობის ნაწარმოებები შემექმნა, თუმცა სიმძაფრის გარეშე არაფერი გამომდის. მეც ჩემს ქალაქს ვგავარ, სუფთა ქუთაისელი, ამიტომ მასავით მოძრავი ვარ. ჩემთვის ეს ქალაქი ყველაფერია, სულის ჩადგმაა. აქვე, გელათშიც რომ ავიდე, ქუთაისში როცა ვბრუნდები, სუნთქვაც მიადვილდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0