20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები

© courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილი
კარლო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარლო ხუციშვილს სჯერა, რომ მალე შეძლებს ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს...

ახალგაზრდა გამომგონებლის ამბიციას რეალური საფუძველიც გააჩნია. 2015 წელს, მისი გამოგონება მულტიკლიმატიზატორი, უცხოელ მეცნიერებს წარუდგინეს და კარლო  NASA -ს“ კენედის კოსმოსურ ცენტრში მოხვდა.  ამის შემდეგ ახალციხიდან სწავლა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გააგრძელა. დღეისთვის 12-ზე მეტი გამოგონების ავტორია. 16 წლიდან დღემდე კომაროვში მოსწავლეებს რობოტექნიკის გაკვეთილებს უტარებს და მისი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ.

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliმოსწავლეებთან ერთად
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

მისი გამოგონება, რომლითაც მეცნიერების ყურადღება მიიქცია იყო-მულტიკლიმატიზატორი, ანუ ინოვაციური, მულტიფუნქციური ხელსაწყო. ის ფერმერებს დაეხმარება, რომ მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, კლიმატის და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

ამის შემდეგ იყო გამოგონება-უპილოტო გამნაღმველი სისტემა - Life Saver დრონი, რომელიც iPad-იდან სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იმართება. აპლიკაციაში წინასწარ ინიშნება, თუ რა ტერიტორია უნდა გაინაღმოს, რის შემდეგაც „Life Saver” ავტომატურად, უპილოტოდ გაფრინდება და წინასწარ მონიშნულ ადგილს გააუვნებელყოფს.

საზოგადოების ყურადღება მისთვის დიდი მოტივაციაა, სექტემბრისთვის  გამომგონებელი მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს თავისთან იწვევს. აქვს ორგანიზაციის „სამეცნიერო მისია“, სადაც საქართველოს მასშტაბით მეცნიერების დონის ამაღლების საკითხებზე მუშაობს. საქართველოს საუკეთესო ინოვატორ-გამომგონებელი კარლო ხუცშვილი ორჯერ იყო.

მისი ახლანდელი პროექტი, დარწმუნებული ვართ, ასევე საჭირო იქნება და  მრავლის მნახველ მეცნიერებს ისევ გააოცებს...

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილის გამოგონება
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
კარლო ხუციშვილის გამოგონება

-კარლო, ნათქვამია: მეცნიერებას ცნობისმოყვარეობა ამოძრავებსო, გაიხსენე პირველად ცნობისმოყვარეობა და ინტერესი რამ გამოიწვია?

-პატარა რომ ვიყავი, მშობლებმა ბაბუასთან სოფელში დამტოვეს. მახსოვს საღამო იყო და მე და პაპა ტელევიზორს ვუყურებდით (ძველი, შავ-თეთრი ტელევიზრი ჰქონდა).  ტელევიზორში რაც გადიოდა დიდად ჩემს ინტერესს ვერ იპყრობდა. როდესაც დავასრულეთ ტელევიზორის ყურება, ხელში ჩავიგდე ის და შევეცადე დამეშალა. ვეცადე მომეხსნა გადამრთველი ღილაკები, საიდანაც შევძლებდი შიგნით შემეჭყიტა. როდესაც შევიხედე, ინტერესი დავიკამაყოფილე-დავინახე ბევრი კაბელი და უცნაური სქემა. ვფიქრობ ამის მერე დაიწყო ყველაფერი, რაც კი ხელში ჩამივარდებოდა, ვშლიდი და მათ ნაწილებს ვაგროვებდი. ერთ დღესაც დადგა დრო,  როცა ჩემი პირველი სქემის აწყობა შევძელი. ეს ამბავი ჩემი მომავალი გამოგონებებისა და ცხოვრებისთვის დიდი „აფეთქებასავით“ იყო...

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილი
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
კარლო ხუციშვილი

-ცნობილია, რომ სხვადასხვა ეპოქაში რომელიმე გამოგონების თუ განსხვავებული „აღმოჩენის“ ავტორი თავის დროზე შეშლილად მონათლეს, არ გქონია იმის შიში, რომ  ვერ გაგიგებდნენ?

-ყველა იდეა თავიდან მართლაც სულელურად ჟღერს ხოლმე რადგან ხალხისთვის მოულოდნელი და უჩვეულოა. ამიტომ სიახლეებს ხშირად სკეპტიკურად აღიქვამენ. მეც მქონია ისეთი მომენტი, როცა რაიმე აზრი გამომითქვამს და არ დაუჯერებიათ, არარეალურად ჩაუთვლიათ. ბევრი მცდელობა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ერთ-ერთი გამოგონება საინტერესოდ და საჭიროდ ჩაეთვალეთ. ალბათ ათასჯერ მაინც ვცადე და ათასჯერვე დავმარცხდი, მაგრამ არ დავნებდი. მწამს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და თუ მოვინდომებთ ყველაფერს შევძლებთ. ნათქვამია „თუ არ დამარცხებულხარ არც გიცხოვრიაო“. ძალიან ბევრი ცდის შემდეგ მე ვიგრძენი რა შედეგი მოაქვს გამარჯვებას. ასეთ დროს ხვდები რა არის ბედნიერება და საერთოდ რისთვის გაჩნდი...

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილი
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
კარლო ხუციშვილი

- პირველად როდის იგრძენი ასეთი რამ, ანუ პირველი წარმატებული გამოგონება რომელი იყო?

- ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო საკუთარი სქემით და ძრავით აწყობილი მაკეტი, რომელიც პირველად ქართველ მეცნიერებთან წარვადგინე. ის არცთუ ისე ლამაზად გამოიყურებოდა რადგან მეორადი პლასტმასის ნარჩენებისა და კარდონებისგან ავაწყვე. ეს იყო უპილოტო გამნამღველი სისტემა. როცა ჩემი იდეა პირველად გავაცანი ქართველ მეცნიერებს, მათ იმდენად შეუძლებლად ჩათვალეს, რომ ერთმა მაშინვე შემაწყვეტინა და მითხრა, რომ ამაზე დრო არ დამეხარჯა. თუმცა როდესაც მაკეტი წარვუდგინე, მაინცდამაინც არ ესიამოვნათ, რადგან ამ იდეის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. როცა სახლში დავბრუნდი ორმაგი ძალით დავიწყე მუშაობა. ბევრი ღამის გათენება დამჭირდა, ბევრი მასალის მოძიება და მაინც შევქმენი პროექტი, რომელითაც მსოფლიო საგამომგონებლო ოლიმპიადაზე გავიმარჯვე. რაც მთავარია, ყველას დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. მოვა დრო და შევძლებ განვახორციელო მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ და რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის. მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა ნიჭი მომცა და არ უნდა გავჩერდე... მინდა გავიხსენო ერთი უცნაური ამბავი, როცა ოლიმპიადა მქონდა და უნდა შემექმნა პროექტი, ბევრი ფიქრის მერე დაღლილს მაგიდაზე ჩამომეძინა. იმ ღამეს სიზმარში ვნახე გამოგონება, რომელიც გამოღვიძებულმა ავაწყვე.

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილი
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
კარლო ხუციშვილი

- შენ გეკუთვნის შშმ პირებისთვის მეტად საჭირო გამოგონება-ინოვაციური ეტლი...

- ეს არის შშმ პირებისთვის „Non Stop-ინოვაციური ეტლი“, რომელსაც  ნაცვლად 2-3 საათისა, შეუძლია 4-5 საათის განმავლობაში იმოძრაოს. ასევე  სხვა ეტლებთან შედარებით უფრო კომპაქტური და მსუბუქია. მასზე სენსორები და კამერებია დამონტაჟებული, რაც მას შეჯახებისგან იცავს. ასე რომ, ამ ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობა უსინათლოებსაც  შეეძლებათ. სპეციალურად ეტლისთვის Google-თან თანამშრომლობით დაწერილი აპლიკაცია, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ქართულ ენაზე ხმოვან დახმარებას გაუწევს.

© photo: courtesy of Karlo Khutsishviliკარლო ხუციშვილი
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები - Sputnik საქართველო
კარლო ხუციშვილი

-დღევანდელი გადასახედიდან როგორ ხედავ შენს მომავალს?

- ჩემი წარმატებები იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც მუდამ გვერდში მედგა. დედას ყველაზე მეტად სჯეროდა ჩემი და ყოველთვის მიმეორებდა, რომ გაცილებით მეტი შემეძლო. NASA -ში პირველად 16 წლის ასაკში მოვხვდი და ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი მოტივაციის მომცემი იყო. ვფიქრობ, დღეს საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო, მე არ ვგულისხმობ თეორიულს, რასაც წიგნებიდან შეიძენ, დამოუკიდებლადაც უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება. ვერ გეტყვით მომავალ ცხოვრებას NASA-ს დავუკავშირებ თუ არა. დღეს ერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ. ვიცი, რომ დიდი იდეები პრობლემების საპასუხოდ ჩნდება, ამიტომ მჯერა, რომ მალე, აუცილებლად შევცლი ცხოვრებას უკეთესობისკენ...

 

ყველა ახალი ამბავი
0