Нанука Жоржолиани

სირცხვილია, მარტო ეს არის განათხოვარი ნანუკა ჟორჟოლიანი მამის სიტყვებს სიმწრით იხსენებს

5610
(განახლებულია 13:54 16.05.2019)
ნანუკა ჟორჟოლიანი – ქართველი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ორი შვილის დედა განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩევა.

მისი პირადი ცხოვრება, კარიერული პროგრესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი არ რჩება მაყურებლების ყურადღების მიღმა. ფანებს უზიარებს ყველაფერს, რაც მათ დაეხმარებათ ჯანმრთელობის ან პირადი ურთიერობების მოგვარებაში.

საინტერესოა, რამდენად უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ ბარიერებს დამოუკიდებლად?

17 წლის დაოჯახდა, მალე ქალიშვილი – მარიამ გეგუჩაძე გაუჩნდა, რომელიც ახლა 22 წლის არის და საფრანგეთში სწავლობს.

იხსენებს, რომ სტუდენტობის პერიოდში მარიამთან ერთად ესწრებოდა ლექციებს, ოჯახის დანგრევამ კი მამასთან კონფლიქტი და სახლიდან წასვლა გამოიწვია.

„მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემი ოჯახის დანგრევა ვერ გაიგო. ასეთი დრო იყო მაშინ“.

მალე დაშორდა პირველ მეუღლეს და ცხოვრების სირთულეს სინანულით იხსენებს, რადგან იმ პერიოდში საზოგადოებას ოჯახის დანგრევა სამარცხვინოდ მიაჩნდა. გადაცემა „story/სთორი“-ში ჟურნალისტი მამის სიტყვებს მტკივნეულად იხსენებს:

„როდესაც პირველად მომიწია ოჯახის დანგრევა და ჩემოდნებით დავბრუნდი სახლში, მამაჩემი დედაჩემს ეუბნებოდა, სირცხვილია, ამდენ ხალხსა და მთელ სანათესაოში მარტო ეს არის განათხოვარიო. ამის გამო მშობლების სახლი მარიამთან ერთად დავტოვე“.

ჟურნალისტმა კარიერა 1999 წელს „პირველ არხზე“ გადაცემა „ალიონით“ დაიწყო. 2001 წლიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობს. ყველაზე მეტად საზოგადოებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას დაამახსოვრა თავი. ათი წელია, რაც საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუს" წამყვანია, რომელიც გადის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე და დღემდე რეიტინგულია.

5610