ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ლუკა ოქროსცვარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ნიჭიერ პიანისტს ლუკა ოქროსცვარიძეს გაგაცნობთ.

უცხოელებისთვის რთულად წარმოსათქმელი ქართული გვარის გამო „ლუკა ოქროს“ დაირქვა. უცხოეთში სწორედ ასე იცნობენ მუსიკოსს, რომელიც პირველი კონცერტით სერიოზული პუბლიკის წინაშე უკვე ხუთი წლის ასაკში წარდგა. სპეციალისტები მაშინვე გააოცა მისი ასაკისთვის შეუფერებელმა პროფესიონალიზმმა. მოსკოვში დედასთან ერთად ვლადიმერ სპივაკოვის რჩევით ჩავიდა. დიდ და უცხო ქალაქში პატარა ქართველ ხელოვანს ფინასურ დახმარებას სპივაკოვისა და რერიხის ფონდები უწევდნენ. პირველი კონცერტიდან მოყოლებული დღემდე მის ცხოვრებაში ბევრი წარმატება და სერიოზული ჯილდო იყო.

© photo: courtesy of Luka Okrosვლადიმერ სპივაკოვთან ერთად
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ვლადიმერ სპივაკოვთან ერთად

მას უკვე ჰქონდა კონცერტები მსოფლიოს ისეთ უდიდეს დარბაზებში, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ვიგმორ-ჰოლი, რუდოლფინუმი, ვალენსიის და ბარსელონის პალაუ დე ლა მუზიკა, მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორია და ლისტის აკადემია.

ამჟამად პიანისტი ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯში ნორმა ფიშერთან სწავლობს. მას რუტ ვესტის სტიპენდია და სტეინბრიჯის დრეიკ–ბროკმენის მიერ გამოყოფილი ფულადი ჯილდო დაენიშნა. აქვე მის თაყვანისმცემლებს ვაცნობებთ, რომ მალე ის ჩამოვა თბილისში, სადაც 6 აპრილს სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს. პიანისტს ლონდონში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროს აფიშა
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროს აფიშა

– ლუკა, უცხოეთში გვარის შემოკლება მოგიწიათ?

– ჩემი ქართული გვარი რთული წარმოსათქმელია, ინგლისურად 14 ასო გამოდის, ამიტომ შევამოკლე და ახლა როგორც „ლუკა ოქროს“ ისე მიცნობენ.

– საინტერესოა, იქ იციან „ოქროს“ ქართულ მნიშვნელობას რომ ამართლებთ? 

– გმადლობთ. სხვათა შორის, უცხოეთში ხშირად მეკითხებიან, ამიტომ ჩემ მთლიან გვარს ყოველთვის ვუთარგმნი ხოლმე.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– პირველი სოლო-კონცერტი ხუთი წლის ასაკში გამართეთ, როგორი იყო თქვენი თბილისური ბავშვობა – კლასიკური მუსიკის ფონზე?

– დიახ, კონცერტი ხუთი წლის ასაკში იყო, მაგრამ როდესაც მუსიკით დავინტერესდი, მაშინ სამი წლის ვიყავი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ინსტრუმენტთან თამაში, მთელ დროს პიანინოსთან ვატარებდი. მიყვარდა სხვადასხვა ისტორიებზე მუსიკის წერა და სცენის შიშიც არ მქონდა. ყოველი კონცერტი ჩემთვის სასიხარულო თავგადასავალივით იყო. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი რუსეთის ელჩი საქართველოში ფელიქს სტანევსკი და მისი მეუღლე, ქალბატონი ლუდმილა, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს. შემდგომში კი ჩემ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანეს. მათ ჩემი თავი მაესტრო ვლადიმერ სპივაკოვს წარუდგინეს და მათი დახმარებით სასწავლებლად მოსკოვში გადავედი, რისთვისაც ამ ადამიანების ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– თქვენი პირველი გასვლა დიდ ფესტივალზე სუზდალში იყო, სადაც, მგონი, ყველაზე პატარა მონაწილე იყავით?

– დიახ, ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ასეთ დიდ ფესტივალზე, რომელიც მე გავხსენი. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე სუზდალში გადაღებული ერთი ფოტო, სადაც ისეთი პატარა ვარ, რომ ინსტრუმენტთან ლამის ფეხზე ვდგავარ, რადგან პედლებს ვერ ვწვდები.

– ვლადიმერ სპივაკოვს პირველად როდის შეხვდით?

– პირველად ჩვენ 1999 წელს შევხვდით, მე მოსკოვის კონსერვატორიაში ვუკრავდი. კონცერტის მერე მაესტროს თხოვნით კიდევ რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე. ის როიალზე დაყრდნობილი გულდასმით მისმენდა. უკვე მეორე საღამოს კი მასთან ერთად გამოვედი კონცერტზე, სადაც გამოაცხადა, რომ მე მისი სახელობის სტიპენდიატი გავხდი. რაც შეეხება მოსკოვში გადასვლას, თითქმის ოთხი წლით გადაიდო. იმ დროს საქართველოში ძალიან ჭირდა ცხოვრება და ბევრი ყოფითი პრობლემა არსებობდა. მაესტრო სპივაკოვის ახლო მეგობრები, ნანა და ვიკა გელოვანები, მიხეილ ხუბუტია და კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მეხმარებოდნენ. მათი დახმარებით მოსკოვში თითქმის 10 წელიწადი ვიცხოვრეთ.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– ამჟამად ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯში რუტ ვესტის სტიპენდიას იღებთ, ასევე სტეინბრიჯის დრეიკ–ბროკმენის მიერ გამოყოფილ ფულად ჯილდოსაც. მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ნისლიან ალბიონზე ქართველი პიანისტი?

– აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ძალიან ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე, მათ შორის საქართველოდანაც. 2016 წელს წარჩინებით დავამთავრე ლონდონის სამეფო მუსიკის კოლეჯი და ამით ჯამში ჩემი 20-წლიანი სწავლა დასრულდა. რაც შეეხება ლონდონში გადასვლას, მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრებისას მოსკოვში მანჩესტერისა და ლონდონის სამეფო კოლეჯების დელეგაცია ჩამოვიდა. მათ მოსმენის შემდეგ ორივე კოლეჯში სრული სტიპენდიით მიმიღეს. მე ლონდონი ავირჩიე. სამეფო კოლეჯის შემდეგ, 2016 წელს ინგლისის კულტურის სამინისტრომ მომანიჭა არტისტის ვიზა, რომელიც საშუალებას მაძლევს ამ არაჩვეულებრივ ქალაქში ვიცხოვრო და აქედან ვიმოგზაურო. უკვე 37 ქვეყანაში მომისმინეს. ამჟამად კონცერტებით მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში გამოვდივარ. 

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– რომელია კომპოზიტორი, რომელიც ძალიან „თქვენია“ და რომლის შესრულებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ?

– ესაა რახმანინოვი. მე აღფრთოვანებული ვარ მისი არა მარტო მუსიკით, არამედ ადამიანობითაც. დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკა  კომპოზიტორის პიროვნების გაგრძელებაა.

– ამდენი გამარჯვებისა და წარმატების ფონზე როგორ მიდის თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება?

– სულ უფრო და უფრო ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, ყოველ წელს მეტი კონცერტი და პროექტი მემატება. საერთოდ, დრო ყველაზე ძვირფასი რამაა. ვცდილობ მუსიკაც ვწერო. თებერვალში Master Music Publications-ის გამომცემლობამ ჩემი ნაწარმოები გამოსცა. მიყვარს მზარეულობა, დიზაინი, ყველაფერი, რაც კრეატიულობას ითხოვს. ანიმაციური ფილმების დიდი ფანატი ვარ. მყავს ძალიან კარგი მეგობრები და მათთან ერთად სიამოვნებით ვატარებ დროს.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– ყველა ქართველისთვის, რაც უნდა წარმატებული იყოს უცხოეთში, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მის სამშობლოშიც თუ იციან ამის შესახებ,  ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საშუალება მაქვს ჩემ ქვეყანაში კონცერტით ჩამოვიდე. აქ უკვე ბევრი მიცნობს, ვცდილობ ჩემ თავზე მეტი ვიმუშაო და ახალი შესაძლებლობები ვაჩვენო. ვფიქრობ, რომ ქართველი მსმენელი განსხვავებულია მისი მუსიკალური გემოვნებით, ამიტომ ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ ის სასიამოვნოდ გავაოცო.

– საქართველოს შესახებ თუ უყვებით თქვენს უცხოელ მეგობრებს?

– სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს ყოველთვის ვყვები ხოლმე ჩვენ სამშობლოზე. ძალიან მინდა, რომ ყველა უცხოელ მეგობარს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გაეცნოს ჩვენს ისტორიასა და კულტურას, რომელიც ასე მიყვარს, ნახოს საქართველოს ულამაზესი ბუნება. მე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში ბევრს ვმოგზაურობ და ვცდილობ, რომ იმ ქვეყნის ხალხთა საუკეთესო თვისებები შევიძინო ხოლმე. რასაც ვერ გადავეჩვევი, ეს, ალბათ, ჩვენებური, ქართული სტუმარ-მასპინძლობაა.

© photo: courtesy of Luka Okrosლუკა ოქროსცვარიძე
ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე და „ლუკა ოქროს“ აფიშა 175-მეტრიან ეკრანზე - Sputnik საქართველო
ლუკა ოქროსცვარიძე

– განსაკუთრებული შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?

– ამ ცოტა ხნის წინ უჩვეულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა ჰელსინკიში 175-მეტრიან ეკრანზე ჩემი აფიშის დანახვა. ის შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის ამსტერდამის კონცერტგებაუს შემოთავაზება, რადგან ჩემი ნაწარმოების პრემიერა მათ მუსიკალურ ვიდეოსესიაში შედგა. წელს 1 ივნისს ისევ ვბრუნდები კონცერტგებაუს დარაბაზში, რომელიც ჩემთვის უკვე განსაკუთრებული გახდა.

– დღეს, როცა ასეთი წარმატებული ხართ, ალბათ უკვე იცით ცხოვრებაში რა არის მთავარი...

– დიახ, ახლა უკვე ვიცი, რომ წარმატებისთვის საჭიროა სისტემატური მუშაობა, პლუს იღბალი. არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე. ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყო იმისთვის, რასაც ცხოვრება გთავაზობს. არასდროს დანებდე სიტუაციას, პოზიტიურად იფიქრო და დააფასო ადამიანები, რომლებიც შენს ფასეულობებს იზიარებენ...

 

ყველა ახალი ამბავი
0