კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილი
თამარ ყარყარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელებში ჩვენი ყურადღება ჯერ მაია ნოზაძის ამ პოსტმა მიიქცია: „გათხოვდით, დაქორწინდით. ნახეთ, როგორი „ოქროსხელება" საოცარი ტორტების შემქმნელი გვყავს! ამის მოცდენა იქნება? ინატრეთ... მოიფიქრეთ როგორიც გსურთ... ულამაზესთან ერთად უგემრიელესიცაა“.

როდესაც დავინტერესდით ვის შეასხეს ხოტბა, აღმოვაჩინეთ თამრიკო ყარყარაშვილი, რომლის კულინარიულმა შედევრებმა მართლა გაგვაოცა. 

პროფესიით ინჟინერ-პროგრამისტია, მაგრამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. აი, ტორტების „დაპროგრამებაში“ კი ბადალი არ ჰყავს. დღეს ბევრი დამკვეთი ჰყავს. როდესაც მის მიერ დამზადებულ სხვადასხვა თემატურ ტორტებს უყურებ, რწმუნდები, რომ არტ-კულინარია აშკარად იმსახურებს იმას, რომ ცალკე სფერო იყოს.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილი

– ქალბატონო თამარ, საინტერესოა, როგორ იმეტებენ ასეთ ლამაზ ტორტებს დასაჭრელად?

– რა ვიცი, იმისთვის მზადდება, რომ გაიჭრას და ისიამოვნონ. ვცდილობ ჩემი ნახელავი მარტო გარეგნული ფორმით არ გამოირჩეოდეს, გემოც ასევე არაჩვეულებრივი ჰქონდეს. ამიტომ ტორტებს სულ ნატურალური პროდუქტებისგან ვამზადებ.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილი

– ბავშვობაში ალბათ ქვიშის „ტორტებს“ აცხობდით?

– ნამდვილად არ გამომიცხვია, რადგან პირდაპირ ნამდვილი ტორტების ცხობა დავიწყე. ტორტი არა, მაგრამ პირველი ნამცხვარი რომ გამოვაცხვე, 12 წლის ვიყავი. იმ დროს რეცეპტების მეტი რა იყო, მათ კულინარიულ წიგნებში ვკითხულობდი. რასაც ვაცხობდი, მაშინვე კარგი გამოდიოდა. შემდეგ, რადგან სკოლაში ფიზიკა და მათემატიკა მიყვარდა, მათემატიკურზე ჩაბარება ვარჩიე. ხატვით დიდად არ ვხატავ, რაღაცას ვახერხებ, მაგრამ რაც შეეხება ტორტებს, რასაც ვაკეთებ, მგონი, კარგად გამომდის.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– კულინარიაში საკუთარ შესაძლებლობებში როდის დარწმუნდით?

– როდესაც სტუდენტი გახვდი, ტორტებს მთელი კურსისთვის ქორწილებისა და დაბადების დღეებზე სულ მე ვაცხობდი. ამას გარდა ჩემ ოჯახს ჰქონდა საკონდიტრო რუსთაველზე, ლაღიძის წყლების გვერდით. ვისაც ახსოვს საკონდიტრო მაღაზია „კავკასიონი“, ადრე „ჩაის სახლი“ ერქვა. ჩემი საქმიანობა სწორედ იქიდან დავიწყე. მერე უკვე სახლში გავაგრძელე.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– მაინტერესებს, ის ფიგურები, რომლითაც აწყობთ ტორტებს, ასევე ნატურალური პროდუქტისგან არის?

– დიახ, მათაც მე ვაკეთებ, არაფერია პლასტმასის და ხელოვნური, ყველაფერს ხელით ვაკეთებ. ზოგჯერ ფიგურებით ვაკეთებ, ზოგჯერ ხელით ვძერწავ. რაც ამოსაჭრელია, მე თვითონ ვჭრი, რაც ამოსაბეჭდია, ვაბეჭდინებ ხოლმე.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– უფრო ხშირად ალბათ თემატურ ტორტებს გიკვეთავენ?

– ჩემი კლიენტები ხშირად მიკვეთავენ სხვადასხვა ფირმებისთვის, რომელთა ტორტებსაც მათივე ლოგოთი ვაკეთებ, ვაცხობ კორპორატიულ ტორტებს. არსებობს „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტებიც. ბიჭებისთვის ძირითადად მიკვეთავენ უფრო ვაჟკაცურ ტორტებს, ისეთებს, თემატურად რომ შეეფერება. მათზე საბრძოლო იარაღები, მანქანები და მებრძოლებია გამოსახული.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– ყველაზე უჩვეულო შეკვეთა რომელი იყო?

– ერთი ტორტი ქორწილისთვის პატარძლის მეგობრებმა შემიკვეთეს ძალიან სახალისო გამოსახულებით. მასზე იყო პატარძალი, რომელიც ვითომ ესროდა ნეფეს, ხოლო ტორტს ქვემოთ ჰქონდა წარწერა: Game over – „თამაში დასრულებულია“. თუმცა საერთოდ ქორწილთან დაკავშირებით რას დავაკვირდი, იცით? ჩვენთან მაინცდამაინც არ უყვართ კრეატიული ტორტები, უფრო კლასიკური ურჩევნიათ.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– რომელიმე მათგანი თუ გამხდარა კამათის საგანი?

– კამათზე გამახსენდა – ერთხელ გოგოებმა ფეხმძიმე მეგობრისთვის შეუკვეთეს ტორტი. მასზე გამოსახული იყო ორსული ქალის მუცელი, რომელსაც შიგნიდან ბავშვის პატარა ფეხები ეტყობოდა. თუმცა მე ასეთი რაღაცები არ მიყვარს ხოლმე, ვაღიარებ, რომ ძალიან უჩვეულო გამოვიდა. თუმცა ამ ტორტს არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოჰყვა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისგან, სამაგიეროდ ბევრმა დამიცვა – კი, მაგრამ რა მოხდება, ეს გაიჭრება და იქიდან ბავშვი ამოხტება თუ რაო.

© photo: courtesy of Tamriko Karkarashviliთამარ ყარყარაშვილის ტორტი
კულინარიული არტი, „ბიჭური“ და „გოგური“ ტორტები და საქორწილო ტორტი წარწერით Game over - Sputnik საქართველო
თამარ ყარყარაშვილის ტორტი

– ვნახე, რომ სართულიან ტორტებს აცხობთ და ყველაზე მაღალი რომელი იყო?

– ჩემთვის ორი და სამსართულიანი ტორტები უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ხუთსართულიანი საქორწილო ტორტიც გავაკეთე. მისი ტრანსპორტირება ძალიან რთული იყო. რუსთავში მიმქონდა და მთელი გზა გული მისკდებოდა, რომ არ გაფუჭებულიყო. თუმცა მშვენივრად გაუძლო მგზავრობას. ძირითადად შეკვეთები ადგილებზე მე თავად მიმაქვს ხოლმე. დღეს, რადგან გემოს გარდა ტორტის გარეგნულ მხარესაც აქცევენ ყურადღებას, ვცდილობ, რომ ჩემ ტორტებში გემოს გარდა ესთეტიკაც იყოს, იუმორიც, აზრიც...

ყველა ახალი ამბავი
0