როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველი
ლეილა პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრები ლეილა პირველის წარმატებულ საქმიანობას გაგაცნობთ.

ადრე, სოხუმში რომ ცხოვრობდა, მისი ქართული ბუნება ცეკვაში აისახებოდა. ცეკვა დღემდე არის მისი სტიქია, თუმცა სცენაზე აღარ გამოდის. უკვე წლებია იტალიაში ცხოვრობს და საქართველოს მონატრებით ნაციონალური ცეკვებისთვის საოცარ სამოსს ქმნის. სამშობლოსგან შორს მყოფს გაუჩნდა იდეა, რომ ქალის სვანური სამოსი შეექმნა. შემდეგ ჩოხებზე გადავიდა. ამჟამად ძველი თავადური კაბების კოლექციაზე მუშაობს.

ერთ დღეს, ისრაელში ყოფნის დროს, როგორც თავად ამბობს, ხილვა ჰქონდა, რის შემდეგაც ხატების შექმნაც დაიწყო... აქტიურადაა ჩაბმული იტალიაში მოქმედი ქართული სათვისტომოს „სამშობლო, გულით სატარებელი“ საქმიანობაში. მონაწილეობს იტალიაში გამართულ სხვადასხვა კონკურსებში. საუბარია ლეილა პირველზე, რომელსაც მილანში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველი და მის მიერ შექმნილი სამოსი
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველი და მის მიერ შექმნილი სამოსი

– ქალბატონო ლეილა, იტალიამდე არასოდეს გიცდიათ ქართულ სამოსზე მუშაობა?

– აქ უკვე 18 წელია ვარ და იმიტომ წამოვედი, რომ ოჯახს დავხმარებოდი. სოხუმელი ვარ, პროფესიით ქორეოგრაფი. კერვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ასე აქტიურად არასოდეს ვკერავდი. გამოფენები იქაც მქონდა. როცა აქ ჩვენი სათვისტომო დაარსდა, ამის მერე უფრო გავაქტიურდი. სხვადასხვა გამოფენებზე გამოვდიოდი. 2011 მაისში იყო გამოფენა, რომელსაც „მოდა მიგრანტე“ ერქვა. ის მილანში ჩატარდა და მასზე ჩემ მიერ შექმნილი კაბები ადგილობრივ მოდელებს ეცვათ. სპეციალურად ამ კონკურსისთვის ზოგი მათგანი იტალიის სხვადასხვა კუთხიდან, ზოგიც გერმანიიდან იყო ჩამოყვანილი. 2013 წელს მილანში ჩატარდა ეროვნული სამოსის გამოფენა, რომელზეც ერთმა ირანელმა ქალბატონმა მიმიწვია. 2014 წელს გამოფენა ქართულ სათვისტომოში ჩატარდა და მასზეც გამოვედი.

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველის სამოსი იტალიის კონკურსზე
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველის სამოსი იტალიის კონკურსზე

– თქვენმა კაბამ იტალიის კონკურსზე გაიმარჯვა...

– დიახ, ჩემმა შექმნილმა კაბამ 2018 წელს მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გაიმარჯვა. სწორედ მაშინ ჩემ შექმნილ კაბას „მის მონდოს“, ანუ „მის მსოფლიოს“ ტიტული მიანიჭეს. ასეთი წარმატება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. ჩავთვალე, რომ ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვება იყო.

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველის მიერ შექმნილიო ხატი
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველის მიერ შექმნილიო ხატი

– ხატების შექმნას რაიმე ამბავი ხომ არ უძღოდა?

– ხატების კეთება სულ სამი წელია, რაც დავიწყე. ეს წმინდა მიწაზე ყოფნის დროს მოხდა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უცნაური ხილვა მქონდა. მივხვდი, რომ ხატების კეთება უნდა დამეწყო. მათ პატარა ხელოვნური ქვებით ვაკეთებ. ასეთ ნამუშევარს ეგვიპტურ მოზაიკას ეძახიან. 2017 წელს ჩემი ხატებით სამეფო ოჯახის წევრებთან ვიყავი მიწვეული. 

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველი
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველი

– სვანურ ქალის კაბას და ქუდს ძველი ნიმუშების მიხედვით ქმნით თუ თქვენი ფანტაზიით?

– არა, რამდენადაც ვიცი, ასეთი სვანური ქუდი და კაბა არ არსებობდა. მე  შევქმენი ახალი სვანური ქალის კაბის მოდელი, რომელიც არ არსებობდა. კაბაც კოშკებითაა გაფორმებული.

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველის მიერ შექმნილიო ხატი
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველის მიერ შექმნილიო ხატი

– სვანებმა იციან ამის შესახებ?

– არა, მარტო ჩემმა ახლობლებმა იციან ამის შესახებ. არ ვიცი როდის დავასრულებ, მაგრამ ჩემი მომავალი გამოფენა სვანეთს მინდა მივუძღვნა. სპეციალურად ამისთვის სვანური გერბიც კი გავაკეთე. ესენიც და სხვა მრავალი რამ საქართველოს სიყვარულმა გამაკეთებინა.

© photo: courtesy of Leila Pirveliლეილა პირველის მიერ შექმნილი ქართული სამოსი
როგორ გაიმარჯვა ქართველმა ემიგრანტმა ეროვნული სამოსის იტალიურ კონკურსზე - Sputnik საქართველო
ლეილა პირველის მიერ შექმნილი ქართული სამოსი

– რას მიხვდით ცხოვრებაში, რის ხარჯზე შეუძლია ადამიანს, რომ გადარჩეს?

– ძალიან რთული ცხოვრება გადავიტანე. ყველაფერი, რაც კი ნათელი იყო, ჩემი ყველა ლამაზი მოგონება აფხაზეთს უკავშირდება. იქ დარჩა ჩემი ბავშვობა და ლაღი წლები. ჩემი მონატრებაც მასთანაა დაკავშირებული. ადამიანის გადარჩენა კი უფლის ნებაა. თუმცა, მივხვდი, რომ სიცოცხლისთვის თავად უნდა იბრძოლო. ყველაფერი, რაც ჩემი ფანტაზიით მაქვს შექმნილი, ქართული ხელოვნების და ჩემი ქვეყნის სიყვარულმა გამაკეთებინა. ამ სიყვარულს დრო და მანძილი ვერ მოერევა – ის, რაც შენია და ქართული, ყველაფერი გიყვარს. დღევანდელი გადასახედიდან გული მტკივა, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, მინდა მთლიანი და ერთიანი საქართველო ვიხილო...

 

ყველა ახალი ამბავი
0