ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

© photo: courtesy of Zeiko Dukaზეიკო ბაშელეიშვილი
ზეიკო ბაშელეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ქართველი დიზაინერის ზეიკო ბაშელეიშვილის წარმატებულ საქმიანობას გაგაცნობთ.

ბავშვობაში ავსტრალიაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. 1992 წელს ათენში გაემგზავრა სამოგზაუროდ. საბერძნეთში ჩასულმა საქართველოსთან ბევრი მსგავსება იპოვა და იქ დარჩენა გადაწყვეტა. უცხოეთში წარმატებული ადამიანი გახდა. თავიდან საბავშვო ტანისამოსის ხაზით მუშაობდა ცნობილ ბრენდში Lapin House. შემდეგ მისი პროფესიით არქიტექტურის სფეროში გადაინაცვლა და აქაც წარმატებული აღმოჩნდა. მუშაობდა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიაში Mantikas SA.               

ათენში კრიზისის დაწყების მერე საქმიანობა გააგრძელა ლონდონში, სადაც დღემდე მუშაობს ცნობილ ბრენდში Paul Costelloe. პოლ კოსტელო სამეფო ოჯახის დიზაინერი გახლავთ. ამავე დროს როგორც მხატვარს მუშაობა არ შეუწყვეტია. გამოფენები ჰქონდა ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი საქმიანობის შესახებ ბევრ წიგნსა თუ ცნობილ ჟურნალში დაიწერა.

© courtesy of Zeiko Dukaზეიკო ბაშელეიშვილი
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
ზეიკო ბაშელეიშვილი

– ქალბატონო ზეიკო, შეიძლება ითქვას, რომ ათენში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი პირველი მერცხალი ხართ...

– რატომღაც ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ბავშვობიდან მინდოდა, თუმცა საამისო მიზეზი არასოდეს მქონდა. ადრე ავსტრალიაში წასვლა გადავწყვიტე, საბუთებიც კი მქონდა შეტანილი. იმ დროს მოსკოვში ასპირანტურაში ვსწავლობდი. გარკვეული დროის შუალედით ტურები იყო გასავლელი. სწორედ იმ შუალედში წამოვედი საბერძნეთში სამოგზაუროდ. ათენში ყოფნის დროს თბილისში ტურის საბუთები მოვიდა, მაგრამ დედაჩემისგან შორს რომ არ ვყოფილიყავი, ათენში დავრჩი. ეს იყო 1992 წლის დასაწყისში. ერთ თვეში დედაჩემიც ჩამოვიდა ჩემ შვილთან ერთად, რომელიც მაშინ შვიდი წლის იყო. ერთი სიტყვით, იმ დროის ათენში, როგორც პირველი ქართველი, ეგზოტიკური ყვავილივით ვიყავი. მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგ დაიწყეს ქართველებმა აქა-იქ ჩამოსვლა.

© photo: courtesy of Zeiko Dukaზეიკო ბაშელეიშვილის შემოქმედება
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
ზეიკო ბაშელეიშვილის შემოქმედება

– ემიგრაციაში საკუთარი პროფესიით დაიწყეთ საქმიანობა?

– დიახ, ასე იყო. თავიდანვე ჩემი პროფესიით დავკავდი, საბავშვო ტანისამოსის ხაზით დიზაინერად ვმუშაობდი. საერთოდ, ტანსაცმლის დიზაინი ბავშვობიდან იყო ჩემი ჰობი და დღესაც ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ამის მერე 2010 წლამდე არქიტექტურულ კომპანიაში ვმუშაობდი ჩემ კოლეგასთან ერთად. ჩვენი კომპანია მშენებლობის 85%-ს კუნძულ მიკონოსზე აწარმოებდა. მერე კრიზისი დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა, ამიტომ წავედი ლონდონში, სადაც მუშაობა დავიწყე Paul Costelloe-ში, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია.

© photo: courtesy of Zeiko Dukaპაულ კოსტელე, ზეიკო ბაშელეიშვილი და კოსტელეს მეუღლე ბაშელეიშვილის მიერ შექმნილი კაბით
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
პაულ კოსტელე, ზეიკო ბაშელეიშვილი და კოსტელეს მეუღლე ბაშელეიშვილის მიერ შექმნილი კაბით

– ანუ მაღალი საზოგადოების ადამინებთან ურთიერთობა გიწევთ?

– იმ პერიოდში ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე. იყო მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთან და ყველა სახის ცნობილ ადამიანთან, იქნებ ეს ვინმესთვის ოცნებაა, ჩემთვის კი რეალობაა. მუშაობა ისეთ ლეგენდარულ დიზაინერთან, როგორიც პოლ კოსტელოა, დიდი პატივია ყველასთვის. იგი იყო პრინცესა დაიანას რჩეული დიზაინერი და დღემდე სამეფო ოჯახს ემსახურება. მასთან მუშაობა სასიამოვნოა და იმაში მეხმარება, რომ საუკეთესო ვიყო.

© photo: courtesy of Zeiko Dukaზეიკო ბაშელეიშვილის მოდელები პოდიუმზე
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
ზეიკო ბაშელეიშვილის მოდელები პოდიუმზე

– ამავდროულად ხატავდით კიდეც და გამოფენებსაც აწყობდით...

– ამ წლების განმავლობაში ხატვა არც ერთი წუთით არ შემიწყვეტია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი გამოფენა მქონდა და მომავალი ორი წლის გამოფენებიც უკვე დაგეგმილია. გამოფენების 95% ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში მქონდა. ჩემი საქმიანობის შესახებ დაიწერა ბევრ ჟურნალში და წიგნში, მათ შორისაა VOGUE–UK, GQ–UK, CIRCLE–France, CURRENT MASTERS–USA და მრავალი სხვა. ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

© photo: courtesy of Zeiko Dukaუცხოური ჟურნალის გარეკანი, სადაც ზეიკო ბაშელეიშვილზე სტატია დაიბეჭდა
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
უცხოური ჟურნალის გარეკანი, სადაც ზეიკო ბაშელეიშვილზე სტატია დაიბეჭდა

– კარიერის მანძილზე ვისი ტანისამოსის დიზაინზე მუშაობა მოგიწიათ?

– შევქმენი რამდენიმე კაბის დიზაინი Zara Tindall-სთვის, იგი პრინცესა ანას ქალიშვილი და დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილია. ასევე ვიქტორია ბექჰემის ბრენდისთვის შვქმენი 2016 წლის საზაფხულო კოლექცია.

© photo: courtesy of Zeiko Dukaზეიკო ბაშელეიშვილის მოდელები პოდიუმზე
ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს - Sputnik საქართველო
ზეიკო ბაშელეიშვილის მოდელები პოდიუმზე

– რა გენატრებათ საქართველოში და რა გახსენდებათ?

– საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემ გულში. სამწუხაროდ, დატვირთული პროგრამის გამო ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. საქართველოში მენატრება ჩემი მეგობრები, რომლებსაც დროდადრო ვხედავ ხოლმე, მაგრამ იმათთან ურთიერთობა მაინც მაკლია. ლაღიძის წყლები მენატრება, ნაღები შოკოლადით მიყვარდა, მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს და იმ ბედნიერ წლებს მახსენებს. ეს წყლები ახლაც არის, მაგრამ ის მაინც სულ სხვა იყო...

 

ყველა ახალი ამბავი
0